მინდა აღსარება მოძღვარს ჩავაბარო
ჩემი ფანჯრებიდან მოსჩანს დედამიწა,
აჰა, ხელის გულზე მგზავრებს ვათამაშებ
ახლა, ვერდიქტები უკვე აღარ მრთგუნავს.
მინდა აღსარება მოძღვარს ჩავაბარო,
უკვე ეჭვებიც კი აქეთ ვეღარ მიტანს,
ისევ ცამეტის ვარ, ვეღარ გავიზარდე
აგერ ცოდვებს მითვლის დაღლილი კია.
სანთელს ვათამაშებ ჩემთვის, თითებს შუა,
ყველა შეგონებას ისევ ვაბათილებ
აჰა, გადავიდა საზღვრებს მერანი და
ღმერთო მაპატიე, ნეტავ რა მაცინებს?!
მინდა მოგეჩვენო თითქოს კარგი ვიყო,
თითქოს, უცოდველი ბავშვი აღარ მერქვას,
აჰა, აღსარებას ვიღაც მაწყვეტინებს
ცოდვას დავიწყებულს ნომერ პირველს მისვამს.
ასე, ვაბარებდი გუშინ აღსარებას, საკუთარ თავსაც
ასე, ვერდათვლილი სანთლებით კი ღამე მითევია
ღმერთო შესანდობარს მომავალში უფრო ბერსაც შეგთხოვ
უბრალოდ გავიზარდო, უკვე ეს ბავშვობა აღარ შემიძლია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ეჰ, ბავშვობას რა სჯობს... ეჰ, ბავშვობას რა სჯობს...
3. ჰო, კორექტურა :) კარგია! წინ მიიწევ :)+2 ჰო, კორექტურა :) კარგია! წინ მიიწევ :)+2
2. რაო მგზავრებზე?:D
+2, მომწონს... რაო მგზავრებზე?:D
+2, მომწონს...
1. კორექტურები ჩაასწორე და ერთად დაწერე :) მომეწონა :) ნორმალურია ... კორექტურები ჩაასწორე და ერთად დაწერე :) მომეწონა :) ნორმალურია ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|