ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2011


არ მეთმობი,მაგრამ..

      რა გინდა,რატომ მერჩი? მე ხომ იმიტომ არ მიმიღია შენთან ყოფნის გადაწყვეტილება,რომ შემბოჭო,სიცოცხლე გამიმწარო და ცხარე ცრემლით მატირო?

საკუთარ თავზე მომდის ბრაზი, რატომ ავყევი გულის ხმას,რატომ?
ღამეებს ვათენებდი შენზე ოცნებაში. დღისით მზერით გელაციცებოდი.გულს მინათებდა იმ დროის  წარმოდგენა,როცა ჩემი დაგერქმეოდა, ვიცოდი ჩემი მიზანდასახულობის ამბავი-მომხიბლე და ყველაფერი გავაკეთე შენს მოსაპოვებლად. იმ წითურ "ალქაჯს" ეგონა იოლად დაგთმობდი? განა ვერ ვატყობდი, თვალებით გჭამდა, როგორ ნაზად გეხებოდა!
    გგონია ერთადერთი ხარ? განუმეორებელი? მაგრამ მაინც შენზე შევაჩერე არჩევანი,მომეწონე გესმის? მომეწონე ვიზუალურადაც და წარმომავლობითაც.
არ მეთმობი...
თუმცა    ორი, მაქსიმუმ სამი დღე გავუძლო შენს მარწუხებს და მე იძულებული ვიქნები.... სხვა ფეხსაცმელი ვიყიდო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები