დე, დავიღალე... და შენც გადაგღალე... გთხოვ, არ მოიბეზრო ჩემი ხუშტურები, ცუდად მივეჩვიე, დედი, აპათიებს, მაპატიე... დე, დავიღალე... დავიღალე, დედა! ბავშვობა ვითამაშო მინდა! საბანი გამისწორე... დე, სიცხე ხომ არ მაქვს? შუბლს ისევ მოგიტან პირთან... გრილი ტუჩები გაქვს, ბავშვობის სუნი აგდის, დარდები გამიქრე, დედა! ისევ მეთამაშე, ისევ გამიჯავრდი, ისევ დაიძინე ჩემთან! ქუჩაში წავიქცევი, მუხლებს დავიყვლეფ და ტირილით მოგადგები, დე! გულში ჩამიკრავ მაგრად მაგრად მაგრად, კოცნით დამისრულებ დღეს! ვნანობ ყველა სიტყვას, სულ ყველა ურჩობას, დედიკო, მაპატიე... ოჰ, შენ რომ იცოდე ტირილში რამდენი ღამე გავათიე... დე, დავიღალე... დავიღალე, დედა! სიკვდილს ვეხვეწები უფალს! ვცოდავ, დასჯის ნაცვლად დალოცვილი ღმერთი წყალობას მიბრუნებს ხურდად... დე, დავიღალე... ამ უიმედო იმედით, ამდენი ცოდვით დავიღალე... თუ შენც გადაგღალე, თუ ცუდად მივეჩვიე აპათიებს მერე რაა? შენ ხომ დედა ხარ და აბა რის დედა ხარ თუ არ მაპატიებ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. რა მაგარი ლექსიაა :( +2 რა მაგარი ლექსიაა :( +2
25. +++++გულშიი მოვიდა +++++გულშიი მოვიდა
22. მითქვამს და კიდევ ვიტყვი, დედაზე დაწერილ თითოეულ სიტყვას ყოველთვის უმაღლესი ქულით შევაფასებ.
დე, დავიღალე... დავიღალე, დედა! ბავშვობა ვითამაშო მინდა! საბანი გამისწორე... დე, სიცხე ხომ არ მაქვს? შუბლს ისევ მოგიტან პირთან...
მომეწონა! +5 მითქვამს და კიდევ ვიტყვი, დედაზე დაწერილ თითოეულ სიტყვას ყოველთვის უმაღლესი ქულით შევაფასებ.
დე, დავიღალე... დავიღალე, დედა! ბავშვობა ვითამაშო მინდა! საბანი გამისწორე... დე, სიცხე ხომ არ მაქვს? შუბლს ისევ მოგიტან პირთან...
მომეწონა! +5
20. "ავად ვარ! დღეს ცასაც უღმერთოდ ახველებს"... თქვენმა კომენტარებმა გამახალისა, მადლობა ! მეიერი :) "ავად ვარ! დღეს ცასაც უღმერთოდ ახველებს"... თქვენმა კომენტარებმა გამახალისა, მადლობა ! მეიერი :)
18. და წარმატებები კიდე და ძალიან მომწონს შენი სახელი! და წარმატებები კიდე და ძალიან მომწონს შენი სახელი!
17. კარგი ახლა მგზავრ რა +9? :D მე +10 დავწერდი : )) კარგი ახლა მგზავრ რა +9? :D მე +10 დავწერდი : ))
15. დე, დავიღალე... დავიღალე, დედა! ბავშვობა ვითამაშო მინდა! საბანი გამისწორე... დე, სიცხე ხომ არ მაქვს? შუბლს ისევ მოგიტან პირთან...
გრილი ტუჩები გაქვს, ბავშვობის სუნი აგდის, დარდები გამიქრე, დედა! ისევ მეთამაშე, ისევ გამიჯავრდი, ისევ დაიძინე ჩემთან!
მეტკინა ლექსი:( დე, დავიღალე... დავიღალე, დედა! ბავშვობა ვითამაშო მინდა! საბანი გამისწორე... დე, სიცხე ხომ არ მაქვს? შუბლს ისევ მოგიტან პირთან...
გრილი ტუჩები გაქვს, ბავშვობის სუნი აგდის, დარდები გამიქრე, დედა! ისევ მეთამაშე, ისევ გამიჯავრდი, ისევ დაიძინე ჩემთან!
მეტკინა ლექსი:(
14. ხოოოო,,, აი მართლაც რიტმია უცნაურად კარგი :)
ხოდამ ++ :) ხოოოო,,, აი მართლაც რიტმია უცნაურად კარგი :)
ხოდამ ++ :)
13. უცნაურად მოსაწონი რიტმი აქვს...პატარ-პატარა ლაპსუსების მიუხედავად, მომწონს... თანაც დღეს ისეთი დღეა.. :( ჩემი ხმით წამეკითხა უცნაურად მოსაწონი რიტმი აქვს...პატარ-პატარა ლაპსუსების მიუხედავად, მომწონს... თანაც დღეს ისეთი დღეა.. :( ჩემი ხმით წამეკითხა
12. ვნანობ ყველა სიტყვას, სულ ყველა ურჩობას, დედიკო, მაპატიე...
ციცქნა ქალი : ) მაინც რამდენად ციცქნა ხართ? : ) ვნანობ ყველა სიტყვას, სულ ყველა ურჩობას, დედიკო, მაპატიე...
ციცქნა ქალი : ) მაინც რამდენად ციცქნა ხართ? : )
10. მომეწონა... მომეწონა...
9. დედა-ჩემი სუსტი წერტილი....
ია-იას დავეთანხმები... დედა-ჩემი სუსტი წერტილი....
ია-იას დავეთანხმები...
8. მადლობა ყველას! მადლობა ყველას!
7. ვცოდავ, დასჯის ნაცვლად დალოცვილი ღმერთი წყალობას მიბრუნებს ხურდად... :) :) :) ვცოდავ, დასჯის ნაცვლად დალოცვილი ღმერთი წყალობას მიბრუნებს ხურდად... :) :) :)
6. "ბავშვობის სუნი" რომ აქვს დედას, მომეწონა. თუმცა, სურნელი აჯობებდა.
რამდენიმეგან სასვენი ნიშანია არასწორად. თუნდაც ბოლოში - ძახილის ნიშანი არ უხდება, ვფიქრობ.
და ფინალისკნე "ცუდად მივეჩვიე"-ს გამეორება მეზედმეტა.
დანარჩენი კარგია:)
წარმატებები!
"ბავშვობის სუნი" რომ აქვს დედას, მომეწონა. თუმცა, სურნელი აჯობებდა.
რამდენიმეგან სასვენი ნიშანია არასწორად. თუნდაც ბოლოში - ძახილის ნიშანი არ უხდება, ვფიქრობ.
და ფინალისკნე "ცუდად მივეჩვიე"-ს გამეორება მეზედმეტა.
დანარჩენი კარგია:)
წარმატებები!
5. დედა........ როგორ მიყვარს ლექსები დედაზე....... დედა........ როგორ მიყვარს ლექსები დედაზე.......
4. თემა მართლაც კარგი, მაგრამ შესრულების მხრივ ცოტა დამაკლდა ... :-? "ხუშტურები" ცუდად ხვდება ყურს და აპათიების მიჩვევა კიდე... ნუ რა ვიცი... :) უკეთესების მოლოდინით! წარმატებები შენ :) :-* თემა მართლაც კარგი, მაგრამ შესრულების მხრივ ცოტა დამაკლდა ... :-? "ხუშტურები" ცუდად ხვდება ყურს და აპათიების მიჩვევა კიდე... ნუ რა ვიცი... :) უკეთესების მოლოდინით! წარმატებები შენ :) :-*
3. "დამბურძგლა" :) "დამბურძგლა" :)
2. ა-ხლაც (შენ იცი) ჩემი ცხოვრება მიედინება მდორედ, ეს ერთად-ერთი განძი შემომრჩა-(რა ვქნა) ღირსებას ვერ ვთმობ, ჯერ იმ ასაკში მართლა არა ხარ, მოტეხილი რომ ეთქმით, ჩემი ასეთი უკუღმართობით გაჭაღარავდი თორემ.
პოეზიაზე ლამაზი ქალი მე არ მყოლია ჯერ ხომ, მას რამდენიმე ჩემზე მაგარი ნამდვილად ჰყავდა გვერდით, მეც გალასავით მიყვარს დალევა, თუმცა მასავით ვერ ვწერ... (პულსის ბგერები შემოელია მაჯის დაბზარულ ჭერხოს).
ბევრჯერ გატკინე, დრო რომ ფირივით გადავახვიოთ უკან, რა ვქნა, კვლავ ასე მოვიქცეოდი, არ შემიძლია რაკი სხვაგვარად, ჰოდა გთხოვ პატიებას ორგზის (წვალებით ნაშენ
ჩვენს ლამაზ სახლში მზეა ყოველთვის, ღრუბლიანობის მერე). დე, მე ამაღამ კართან დაგხვდები, შუბლზე გაკოცებ და შენ, თბილი ამბორი გაუნაწილე თმის გათეთრებულ ღერებს!
ა-ხლაც (შენ იცი) ჩემი ცხოვრება მიედინება მდორედ, ეს ერთად-ერთი განძი შემომრჩა-(რა ვქნა) ღირსებას ვერ ვთმობ, ჯერ იმ ასაკში მართლა არა ხარ, მოტეხილი რომ ეთქმით, ჩემი ასეთი უკუღმართობით გაჭაღარავდი თორემ.
პოეზიაზე ლამაზი ქალი მე არ მყოლია ჯერ ხომ, მას რამდენიმე ჩემზე მაგარი ნამდვილად ჰყავდა გვერდით, მეც გალასავით მიყვარს დალევა, თუმცა მასავით ვერ ვწერ... (პულსის ბგერები შემოელია მაჯის დაბზარულ ჭერხოს).
ბევრჯერ გატკინე, დრო რომ ფირივით გადავახვიოთ უკან, რა ვქნა, კვლავ ასე მოვიქცეოდი, არ შემიძლია რაკი სხვაგვარად, ჰოდა გთხოვ პატიებას ორგზის (წვალებით ნაშენ
ჩვენს ლამაზ სახლში მზეა ყოველთვის, ღრუბლიანობის მერე). დე, მე ამაღამ კართან დაგხვდები, შუბლზე გაკოცებ და შენ, თბილი ამბორი გაუნაწილე თმის გათეთრებულ ღერებს!
1. ეს თემა ჩემი სუსტი წერტილია!
ამიტომ 5! ეს თემა ჩემი სუსტი წერტილია!
ამიტომ 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|