ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2011


* * * * * * * * * *

უფალო! ნუთუ ტრფობის ჟინი დაღლილ გულს შერჩა,
ასე ძალუმად რახანია არ უძგერია.
იგი დაღალა უთავჟამო დარდმა და ეჭვმა,
თითქოს ამქვეყნად დიდხანს ყოფნა არ უწერია.
ეხლა სხვაგვარად, სულ სხვა ჰანგზე ხმიანობს იგი,
მკერდის ბეგთარი ლამისაა სულ მთლად გაგლიჯოს,
ლამის წაიღოს ეს სხეული სამყაროს იქით,
ლამის ასტრალის ხვეულებში გადააბიჯოს.
უფალო! ასე სიყვარული ნუთუ ცოდვაა?
მკრეხელობაა განა გულით ტრფობის ტარება?
- ეხლა სამყარო სარბიელად ჩემთვის ცოტაა,
ტრფობის სასჯელად ჯოჯოხეთიც მეცოტავება!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს