\"ძლივს დაბრუნდი და უკან ნუღარ წახვალ, ძალიან გთხოვ, ეხლა ხომ უკვე შენი ნებაა წახვალ თუ არა, რატომ არ შეგიძლია ჩემთან დარჩე და მშვიდად ვიქნებით მეც, და შენც.\"ალბათ ამ სიტყვებს ეუბნებიან დედები შვილებს, რომლებიც ომიდან ახლახანს დაბრუნდნენ და ისევ უკან წასვლას აპირებენ. ჩემი გულიც რომ ადამიანი იყოს, მასაც რომ ესმოდეს ყურითაც და გონებითაც, ალბათ მეც იგივეს გავუმეორებდი. \"დარჩი, გთხოვ\", ბევრჯერ მომიწევდა ამის თქმა, ჯარისკაცი იჭრება, სისხლი სდის, კვდება, თავს სწირავს სამშობლოსთვის და ამით დიდებას იღებს, მისით ამაყობენ, ის გმირია. შეყვარებული გული კი გმირი არ არის, ის თავს ვერ გასწირავს რაიმე ღირებულისთვის, ის დიდებას ვერ მოუტანს თავის ახლობლებს, ის ერთი პატარა გულია, გული, რომელიც ყველა ადამიანის მკერდში ჩუმად ფეთქავს და ადამიანს საინტერესოს ხდის, ამ პატარა გულს შეუძლია ადამიანს საკუთარი სიცოცხლე გვერდზე გადაადებინოს და გააშლევინოს ფრთები, რომლითაც მხოლოდ საკუთარ ოცნებებში დაფრინავენ. ოცნება ბედნიერებას ვერ მოგიტანს, მაგრამ ის ლამაზია, რადგან ის გულის ნაწილია, შენი პატარა გულის, რომელიც შენს მკერდში ჩუმად ფეთქავს და მაშინ გაჩერდება, როცა ვეღარ გაუძლებს ამდენ ოცნებას და მიხვდება, რომ ოცნება მხოლოდ წარმოსახვის ნაწილია და მეტი არაფერი, გული თავს ვერ დაიცავს, ის აბჯარს ვერ ჩაიცმევს და იარაღს ვერ მოიმარჯვებს, ის მხოლოდ ტყვიით არ ჩერდება, ის ჩერდება როცა არ უფრთხილდებიან, არ უსმენენ, არ ეკითხებიან, რჩევას არ სთხოვენ, როცა მას ვერ აფასებენ ის თვლის, რომ არაფერს წარმოადგენს და არაფერს ნიშნავს ადამიანისთვის, არაფრად აგდებენ და ნაწყენი მიზეზს ვეღარ პოულობს თუ რატომ უნდა იფეთქოს. ის ჩერდება, და მასთან ერთად ჩერდება ყველაფერი, ოცნებაც, და რეალობაც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. :(( მაგრამ მხოლოდ+1 :(( მაგრამ მხოლოდ+1
2. ხოო...გულს მოფრთხილებაც უნდა და გაფრთხილებაც.. ეს ნაწერი ამას კიდევ ერთხელ გვახსენებს.. ხოო...გულს მოფრთხილებაც უნდა და გაფრთხილებაც.. ეს ნაწერი ამას კიდევ ერთხელ გვახსენებს..
1. ბილი საოცარი გრძნობა დამეუფლა... ,,რატომ უნდა იფეთქოს?'' ;(;( ბილი საოცარი გრძნობა დამეუფლა... ,,რატომ უნდა იფეთქოს?`` ;(;(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|