ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცქნა ქალი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2011


უნდა გავიქცე!

უნდა გავიქცე!
სადღაც შორეთში...
მყრალი სუნია გუბე-მორევში...
შებინდდა უცებ...
ძაღლის ყმუილმა წაიღო სმენა და გველის კბენამ
სისხლი მომიწამლა, ნერვი მომიშალა, საშინლად მცხელა...

უნდა გავიქცე!
მთელი ძალითა და ღონით! ვიღლები მგონი...

უნდა გავიქცე!
სადმე წავიქცე-გადავიყვლიფო მუხლის თავები,
აბლაბუდების ქსელში გავები...
დროით ნახმარი მტკიცე ფარები ისევ მიცავენ, არ ნებდებიან!
ვიცი, იქ, სადღაც მელოდებიან...

უნდა გავიქცე!
სიცოცხლის ძალებს მოვიძიებ და
ბედნიერების სურნელს შევიგრძნობ...
გამოიცვლება სამშობლოს ბედი და ჩემს მიწა-წყალს
მგონი ვერც ვიცნობ...

უნდა გავიქცე!
და ვერ გავრბივარ...
ერთ ადგილს ვტკეპნი ნაბიჯით ფართო...
არ შემწევს ძალა გადავიარო ცხრა მთა და ცხრა ზღვა,
არ შემწევს ძალა შევაჯერო ქვეყანა მარტომ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები