ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოტე სალუქვაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 აპრილი, 2011


  მოღრუბლული იყო დილა, თუმცა მისუსტებული მზე მაინც აჩნდა ნაცრისფერ ზეცას....
  ვიცი, მომენატრება შენი სახე, შენი ლამაზი გაღიმება, შევცქერი სველ ღრუბლებს და საოცრად მარტოსული მგონია თავი, იმდენად რომ ჩემი სულის ექოც კი მესმის.
  მინდა დაგხატო ცაზე, რომ სისხამ დილას შემცივნებულმა ამოგხედო, მინდა ახლოს იყო ჩემთან, მაგრამ მეტისმეტად მკაცრი და გაყინული მეჩვენება ზეცა ჩვენი ბავშვობისთვის.
მაინც როგორ სწრაფად, კოპლებიან პეპელასავით გაფარფატდა ჩვენი ბავშვობა? როგორ თვალების დახუჭვაში გაგვეპარა ბავშვობის მზე და ახლა ავარდისფრებულად დაბინდული ცის შემყურე, თვალებზე ცრემლები გვაზის.
გახსოვს ჩვენი ქუჩის დამტვრეულ და მტვრიან გზებზე თავაწყვეტილი რომ მივექანებოდით, რა მწარედ ვიტკინე ჩვილი მუხლი, მე ახლაც მახსოვს იგი ჭრილობა და ასე მგონია, ავიშიშვლებ წვივებს და ახლაც მამჩნევია შემხმარი სისხლი.
არასოდეს დამავიწყდება სკოლის საყვარელი კედლები, მზისგან გამთბარი ჩვენი საკლასო ოთახი, და როგორ ვითბობდით პაწია ხელის გულებს მზისგან გახუნებულ სკოლის მერხებზე, საკუთარი სახეების ანარეკლი სკოლის მერხებში, თითქოს ისინი სიცილის სარკეები ყოფილიყვნენ.
მეექსე კლასში შენ რომ ორი ღერი ენძელა ჩემს წიგნში ჩამალე, მე იმ ენძებს ახლაც ვინახავ, სათუთად ვუვლი და  ვეფერები გამხმარ ღერებს....
მე ბავშვობისგან ისინი შემომრჩა...
  მზე აღარ იყო, სველი ღრუბლები წვიმად ჩამოშლილიყო ჩემს ეზოში და არასოდეს ასე ახლო არ მგონებია ცა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები