ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2011


ახლიდან

ამ მთის და ამ ბარის რა გითხრა,
სჩვევია თებერვალს ფერების სიმუქე.
ამბარში ქარია და ქარის მოტანილიც
იმ უქმე დღეების სიუხვის ბრალია,
თავად რომ გებევრა და ნაცვლად მოფერების,
ჭირვეულ ბავშვივით მკაცრად დაისაჯე.

ახლა გვიანია მიუხვდე მიზეზებს.
ვინც ეძებს პოულობს. მიზეზიც, შედეგიც-
ერთი ამბავია. თავად აირჩიე:
პროზა თუ ლირიკა, ჯაზი თუ სოული.
ვინც ეძებს პოულობს და ოქროს თევზებით
თუ ნატვრის ხეებით სავსეა სამყარო,
რა გითხრა, როდესაც ტკივილებს იურვებ,
როდესაც უეკლოდ ყვავილიც არ ხარობს.
დაიწყე თავიდან- აგურზე აგური.
(თეჯირი აკავებს მოვარდნილ ღვარცოფებს)
შორს მკრთალად ანთია იმედის ნათურა,
რომ დაიმსახურე რაღაც უკეთესი,
თუმც ჯერ კი არ ცხოვრობ, უბრალოდ იგონებ
უბრალოდ იგონებ როლებს და სიუჟეტს.

და მაინც ამბარში კვლავ ცივი ქარია,
ვერც სიცარიელეს ვერ ავსებს იმედი.
კვლავ დავობ საკუთარ თავთან. თავქარიან
ფიქრებთან ომით და კამათით იღლები.
ამ მთის და ამ ბარის რა გითხრა, გახედე, 
კარავი დაუდგამთ  ამინდებს ავზნიანს,
უპოვე ცხოვრების მდინარეს თავთხელი,
უბრალოდ, სცადე და დაიწყე თავიდან,


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები