გადავიარე ფერად გაზაფხულზე, შენს ლამაზ თვალებს ვხატავდი, ახლა გვიანია უკვე სინანული, აღარ მჭირდები და... ნახვამდის! როცა ხმა ჩამიწყდა შენი დაძახებით, როცა შენზე ფიქრით გავწამდი, მაშინ არ გაიგე ჩემი ერთი სიტყვაც,ახლა აღარ გიხმობ... ნახვამდის! როს შენს შემხედვარეს ცრემლი ღვარად მედგა, როცა გაღმერთებდი და ცამდის... მიგანავარდებდი ჩემი ხელის გულით,არ შეიმშვენე და... ნახვამდის! როცა მიყვარდი და შენს ტრფობას ვუცდიდი, როცა მიჯნურ ქალებს ვბაძავდი, თვალი ვერ შენიშნე გრძნობით ანთებული, ახლა გაგახსენდი? ნახვამდის! ბედნიერი მერქვა, ბედნიერი, ღმერთო, თუკი გაღიმებულს გნახავდი, რამდენ ხანს გელოდი, დამიბრუნდი, მაგრამ... ვერა, ვერ მიგიღებ! ნახვამდის! მერე რა მოხდა თუ ისევ გულში მყავხარ? დარდი ყელში მახრჩობს, გადამდის... წადი! აღარ მინდა შენი გახსენება! არ ხარ ჩემი ღირსი! ნახვამდის! ასე გაგიჟებით არვინ შეგიყვარებს, ნეტავ მეტკინები სადამდის?! ნუ ჩამეხუტები! სითბო მანადგურებს! ხელი გამიშვი და... ნახვამდის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ის სმაილიკი არ მინდოდა :-* :-* :-* ის სმაილიკი არ მინდოდა :-* :-* :-*
11. დილა მშვიდობისა, ციცქნავ :)) დილა მშვიდობისა, ციცქნავ :))
10. ეგ "ნახვამდის" "დარჩის" ნიშნავს, გაიხარე, ციცქნა ქალო!:) ეგ "ნახვამდის" "დარჩის" ნიშნავს, გაიხარე, ციცქნა ქალო!:)
9. მერე რა მოხდა თუ ისევ გულში მყავხარ? : )
დარწმუნებული ვარ მეორე მხარესაც ასეა... ჰოდა, "ციცქნა ქალი" და "ციცქნა კაცი" უნდა შერიგდნენ!!! : )))) მერე რა მოხდა თუ ისევ გულში მყავხარ? : )
დარწმუნებული ვარ მეორე მხარესაც ასეა... ჰოდა, "ციცქნა ქალი" და "ციცქნა კაცი" უნდა შერიგდნენ!!! : ))))
8. ამდენ ნახვამდის...ერთი დ ა რ ჩ ი ჯობდა...:-* ამდენ ნახვამდის...ერთი დ ა რ ჩ ი ჯობდა...:-*
7. ციცქნა ქალი მიიყვანეს იმ ზომამდე, რომ ამდენი "ნახვამდის" ათქმევინეს , ხალხნოოოუ ციცქნა ქალი მიიყვანეს იმ ზომამდე, რომ ამდენი "ნახვამდის" ათქმევინეს , ხალხნოოოუ
6. შეყვარებული ქალის ნაწერია აშკარად, თან "ნახვამდის" და არა "მშვიდობით"-ო:)
შეყვარებული ქალის ნაწერია აშკარად, თან "ნახვამდის" და არა "მშვიდობით"-ო:)
5. ნახვამდის ! ნახვამდის !
3. ვენდეტა აღსრულდა? : )
+1 ერთი და იგივე თემატიკაა. ვენდეტა აღსრულდა? : )
+1 ერთი და იგივე თემატიკაა.
2. ოთააარ :) მეც მოგიკითხეეე :) ოთააარ :) მეც მოგიკითხეეე :)
1. სევერიან ისიანის ლექსი ''ნახვამდის'' გამახსენა ახლა ამ შენმა ნაწერმა ირინე. ;) :)
5 და მოგიკითხე აქვე. ;;) სევერიან ისიანის ლექსი ``ნახვამდის`` გამახსენა ახლა ამ შენმა ნაწერმა ირინე. ;) :)
5 და მოგიკითხე აქვე. ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|