წყალი. ყოველთვის მიყვარდა წყალი, ზღვაში, მდინარეში, აუზშიც, როცა წყალში ხარ თავს მსუბუქად გრძნობ, გავიწყდება ყველა პრობლემა, რაც მიწაზე განაღვლებდა, აღარაფერზე ნერვიულობ, თითქოს ყველაფერი სულ ერთია და წყნარად მიცურავ, მიცურავ უსასრულობისკენ, მაგრამ როცა ისევ ხმელეთზე დაბრუნდები ბრუნდება ყველა პრობლემა და ისევ "მძიმე" ცხოვრებას განაგრძობ, ხოდა ამიტომაც გავბედე და ფეხი ვკარი ხმელეთს და პატარა ნავით მდინარეში შევცურე, ნიჩბები არ წამიღია, უბრალოდ ვენდე, დასაკარგი არაფერი მქონდა. მივყვებოდი მდინარის წყნარ დინებას და ვფიქრობდი, როგორ გავდა ეს მდინარე ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებას, ორივე მაინც იქით გვექაჩებოდა საითაც უნდოდათ, არცერთი არ გვიფრთხილდებოდა. დაბნელდა, ზურგზე დავწექი და ვარსკვალვებში ვეძებდი შენს ლამაზ სახეს, თითქოს ვიპოვე, ის ისე ახლოს იყო ჟრუანტელმა დამიარა. ცოტა არ იყოს ძილი მომერია, ფიქრებიც ნელნელა იფანტებოდნენ, თითქოს ისინიც დაიღალნენ. გულაღმა ვიწექი პატარა ნავში და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე გიყურებდი. შემცივდა, ამ სიცივეში თითქოს სითბოს ვპოულობდი. ჩამეძინა, სიზმრებშიც შენ გეძებდი, ვგრძნობდი რომ სადღაც აქ იყავი, ჩემთან, ვგრძნობდი შენს სუნთქვას, გულის ცემას, უცბად აუტანელმა სიცივემ გამომაღვიძა, თვალები გავახილე და ბუშტუკების მეტს ვერაფერს ვხედავდი, შემეძლო ხელები გამექნია, მებრძოლა მაგრამ დასაკარგი მაინც არაფერი მქონდა, პირობა უნდა შემესრულებია, მდინარეს მთლიანად უნდა მივნდობოდი, ხო, მანაც მიღალატა, ასეც ხდება ხოლმე, მთავარია მე ხომ ვენდე, შანსი ხომ მივეცი, ბოდიშს ვუხდი, ღიმილი, ღიმილი დამავიწყდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. +2 ნდობისთვის!!!
შემეძლო ხელები გამექნია, მებრძოლა მაგრამ დასაკარგი მაინც არაფერი მქონდა, პირობა უნდა შემესრულებია, მდინარეს მთლიანად უნდა მივნდობოდი, ხო, მანაც მიღალატა, ასეც ხდება ხოლმე, მთავარია მე ხომ ვენდე +2 ნდობისთვის!!!
შემეძლო ხელები გამექნია, მებრძოლა მაგრამ დასაკარგი მაინც არაფერი მქონდა, პირობა უნდა შემესრულებია, მდინარეს მთლიანად უნდა მივნდობოდი, ხო, მანაც მიღალატა, ასეც ხდება ხოლმე, მთავარია მე ხომ ვენდე
2. ის რომ არ გღალატობდეს ვისაც ენდობი,მაგას რა სჯობს? ეს წყალში დაწერე?:) ის რომ არ გღალატობდეს ვისაც ენდობი,მაგას რა სჯობს? ეს წყალში დაწერე?:)
1. ფიქრები...
სათაურს წერტილი არ სჭირდება.
ფიქრები...
სათაურს წერტილი არ სჭირდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|