ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: N O D O
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2011


ან

თუ გძინავს, უცებ გაღვიძებას აზრი აქვს ნული,
თორმეტის მერე უთენია იძინებ, რადგან
უმზეო სიზმრებს ფეხაკრეფით გარშემო უვლი
და ინსტიქტებით გადარჩენის კანონებს ადგენ.

მარჯვნივ! ბრძანებას არ უსმენ და ბრუნდები მარცხნივ,
მარშით მიათრევ საკუთარი ფეხებით სხეულს,
თითო ნაბიჯით, თითო ნაბიჯს რიყავ, ან არცხვენ,
მდგომარეობა უბილიკო - რამეთუ შვეულ

დინებისაკენ იძულებით მიცურავ, იბრძვი
ხელებით... ფეხებს ვერ იყენებ, რადგანაც გტკივა,
გჭირდება დროზე მოსარგებად მთლიანი სიბრძნე,
რათა იპოვო მდინარეში ბილეთი ტივის.

ან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები