 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 8 მაისი, 2011 |
იყო ცა, უფრო ლილისფერი. ვიყავით ორნი. იყო მზეც, ახლოს, ისე ახლოს, თითქმის შევეხეთ და არ ყოფილა არცერთი გზა ღმერთამდე შორი, სანამ პირისპირ შევხვდებოდით ზარს და ქვემეხებს.
ვიბადებოდით ერთმანეთში, როგორც იანტრა, მერე დღეები დაგვიმძიმდა გამხდარ სხეულში, იდგა ხმაური, ამ კედლებში ბევრჯერ გინატრე, მაგრამ ლოდინი სულზე დამრჩა შემოხეული.
მთელ დედამიწას ვიშენებდით სახლის უბეში, გვქონდა ოცნება, სადაც წვეთიც არ იყო შირმა. ჩვენს გულის ცემას, როგორც ტყვიებს წამებს ვუშენდით, ერთმანეთისთვის ახლა უკვე სიცოცხლე გვშია,
რადგან ვართ ორნი, გავხდებოდით ომამდე სამი, ომმა ცა-ვერა, ლილისფერი ბრძოლაში დაკლა, მაინც ვიზრდებით (ღმერთს არა აქვს აქ დასაბამი), დღითიდღე უფრო, მე და ჩემი ორსული კაბა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. აიიი დზალიან მაგარიაა ! აიიი დზალიან მაგარიაა !
17. უმაგრესი ლექსია ეს :)
და მაგრად გაამიკვირდა... (მიხვდები რაც) :-* უმაგრესი ლექსია ეს :)
და მაგრად გაამიკვირდა... (მიხვდები რაც) :-*
16. სევდიანია, ირი:( ლექსი - გამართული. სევდიანია, ირი:( ლექსი - გამართული.
15. მომენატრა "შენი შიშველი სულის ჩვენება",მიმიკო...მიყვარხარ! მომენატრა "შენი შიშველი სულის ჩვენება",მიმიკო...მიყვარხარ!
14. ყოჩაღ ირინკა:) ოღონდ"გავხდებოდით ომამდე სამი" ვერ გავიგე რაღაც... "ვიქნებოდით" ხომ არ ჯობდა? ყოჩაღ ირინკა:) ოღონდ"გავხდებოდით ომამდე სამი" ვერ გავიგე რაღაც... "ვიქნებოდით" ხომ არ ჯობდა?
13. ვიბადებოდით ერთმანეთში, როგორც იანტრა, მერე დღეები დაგვიმძიმდა გამხდარ სხეულში, იდგა ხმაური, ამ კედლებში ბევრჯერ გინატრე, მაგრამ ლოდინი სულზე დამრჩა შემოხეული ვიბადებოდით ერთმანეთში, როგორც იანტრა, მერე დღეები დაგვიმძიმდა გამხდარ სხეულში, იდგა ხმაური, ამ კედლებში ბევრჯერ გინატრე, მაგრამ ლოდინი სულზე დამრჩა შემოხეული
12. ომმა ცა-ვერა, ლილისფერი ბრძოლაში დაკლა, ძალიან...5 მომენატრა მე ირინკას ლექსებიო...:-* ომმა ცა-ვერა, ლილისფერი ბრძოლაში დაკლა, ძალიან...5 მომენატრა მე ირინკას ლექსებიო...:-*
10. აი ლექსი მე ასეთი მესმის აი ლექსი მე ასეთი მესმის
9. კარგია ირი.... :) როგორ მიყვარს ლილისფერი ცა ,თეთრი ზოლებით ან უზოლებოდ...
მერე დღეები დაგვიმძიმდა გამხდარ სხეულში,
კარგია ირი.... :) როგორ მიყვარს ლილისფერი ცა ,თეთრი ზოლებით ან უზოლებოდ...
მერე დღეები დაგვიმძიმდა გამხდარ სხეულში,
8. მაგარიო მაგარიიიი ++ ფინალიც მაგარიო მაგარიიიი ++ ფინალიც
7. ამ ლექსს რომ კომენატარების ცარიელი გრაფა ექნება, უბრალოდ სირცხვილია, ჩემი აზრით. ამ ლექსს რომ კომენატარების ცარიელი გრაფა ექნება, უბრალოდ სირცხვილია, ჩემი აზრით.
6. რადგან ვართ ორნი, გავხდებოდით ომამდე სამი, ომმა ცა-ვერა, ლილისფერი ბრძოლაში დაკლა, მაინც ვიზრდებით (ღმერთს არა აქვს აქ დასაბამი), დღითიდღე უფრო, მე და ჩემი ორსული კაბა. რადგან ვართ ორნი, გავხდებოდით ომამდე სამი, ომმა ცა-ვერა, ლილისფერი ბრძოლაში დაკლა, მაინც ვიზრდებით (ღმერთს არა აქვს აქ დასაბამი), დღითიდღე უფრო, მე და ჩემი ორსული კაბა.
5. " იდგა ხმაური, ამ კედლებში ბევრჯერ გინატრე, მაგრამ ლოდინი სულზე დამრჩა შემოხეული." .. ეს ძალიან ახლოს მოვიდა ირი..
და ფინალი.. მმ.. :) :-* " იდგა ხმაური, ამ კედლებში ბევრჯერ გინატრე, მაგრამ ლოდინი სულზე დამრჩა შემოხეული." .. ეს ძალიან ახლოს მოვიდა ირი..
და ფინალი.. მმ.. :) :-*
3. ვიბადებოდით ერთმანეთში, როგორც იანტრა, მერე დღეები დაგვიმძიმდა გამხდარ სხეულში :)
ფინალი-ც :) ვიბადებოდით ერთმანეთში, როგორც იანტრა, მერე დღეები დაგვიმძიმდა გამხდარ სხეულში :)
ფინალი-ც :)
2. იშვიათია მგონი აქ ასეთი ლექსები, დიდი მოწონება ჩემგან. :) იშვიათია მგონი აქ ასეთი ლექსები, დიდი მოწონება ჩემგან. :)
1. ამ წუთას ERA - Ameno < ამას ვუსმენ და ზუსტად მოერგო ლექსს. მეტი მუხტი მოიტანა.
+2 ამ წუთას ERA - Ameno < ამას ვუსმენ და ზუსტად მოერგო ლექსს. მეტი მუხტი მოიტანა.
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|