ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცქნა ქალი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2011


სიტყვებო, ამოხეთქეთ!

სიტყვებო, ამოხეთქეთ!
რატომ შემიგუბდით გულთან ასე ახლოს და . . .
რატომ მახრჩობთ?!
ბედნიერება როდის იყო ერთ ნაბიჯში ჩემგან
ახლაც მახსოვს!

წლებს ყინულიანს გავალღობ და . . .
სიბერეს ტანჯვას აღარ დავუძახებთ . . .
გავიმეორებ ძველი წერილების შინაარსს და
ვარდებს ჩამოგიკრეფ სამურაბეს . . .

მარილს მიმოგიპნევთ შარაგზაზე,
ირმებო, ყინვაში დაგაპურებთ . . .
სიტყვებო,
ამოხეთქეთ!
აღარ შემიძლია მეტი . . .
სიჩუმე მანადგურებს!

სადღაც გაიფანტა აზრი, ოცნებები . . .
თითქოს იყო და არც იყო . . .
ფირუზისფერი რომბებით მოჩითული ჭერი
გასხვისდა, ორად გაიყო . . .
მთვარეს შეეფაკლა ღაწვები,
სიცხემ მოუმატა თუ რა იყო?!

ისევ მეორდება ძველი წერილების ტექსტი,
ვარდებიც იკრიფება სამურაბე,
პულსი ისინჯება ნორმალურად,
ნერვებს, მგონი, უნდა გაუხარდეთ!

არტერიული სისხლით შეღებილი
უნდა დავითვალო ნაბიჯები . . .
თუკი არ მოხვალ მოგიკვდები და . . .
ვიცი, უჩემობით გაგიჟდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები