ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2011


უცვლელი ფერი.

მე საერთოდ არ შევცვლილვარ იცი?
ისევ ის ვარ, ვინც ვიყავი გუშინ.
ვერ გავაქრე ვერაფერი ძველი,
თუ კედლიდან,
თუ ცრემლიდან წვიმის.

ირგვლივ ყველა შეიცვალა,
ყველა გახდა თითქოს დიდი,
არც სილაში თამაშობენ ვედრით
და არც თოვლის ფანტელების ფრენით.

მე კი სულაც არ შევცვლილვარ იცი?
შემოდგომას ძველებუად ველი,
წვიმით ისევ ვისველებდი ხელებს
და ბავშვობას ვიხსენებდი ისევ.

ირგვლივ ყველა გაიზარდა,
თითქოს ყველამ შეიცვალა ფერი.
მე კი სულაც არ შევცვლილვარ იცი ?
ისევ მიყვარს მე ყვითელი ფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები