ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცქნა ქალი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 მაისი, 2011


  ჩამოტვირთვა

ჩემს მეუღლეს! :)

ჩემო სიცოცხლევ!
ჩემო სუნთქვავ!
ჩემო საუნჯევ!
ცოტაც და...
ვაიმე!
ამ მონატრებას ვეღარ გავუძლებ!

დაღამდა კიდევ ერთი დღე უშენოდ,
საათებს ჩამოვთვლი თითებზე...
მინდა, რომ ყოველ წელს, ყოველ თვეს, ყოველ დღეს
დილას შენთან ერთად ვიწყებდე!


გუშინ 100-ის მაგივრად 99-ჯერ მაკოცე, რატომ ვერ დაითვალე სწორად რაა... :(
მეწყინა... კედლის მხარეს გადავბრუნდი...

- რა გჭირს, ირი?
- მე გაგებუტე...

და გულში ვნატრობ-
"გთხოვ, ჩამეხუტე!"
ვერ გაიგონე...
ზურგშექცეულნი ვიწექით... (და ვნანობ ახლა)
არ მახსოვს რამდენ ხანს, იქნებ ხუთი , იქნებ ერთი საათი, იქნებ მთელი ცხოვრება...

კედლის მხარეს აღარასოდეს დავწვები!
სიმლაშე ვიგრძენი, ცრემლებმა დამისველეს ღაწვები...

-ტირი, სულელო?
ჩემი პატარა, ჩემი ბარტყი, ჩემი ბუტია...
(ვაიმე, ღმერთო, ბუტიაობა როგორი ცუდია :(

გულში მიკრავ და მკოცნი
-ესეც მეასე...
მეჩურჩულები...

ჩემო ცხოვრებავ! ჩემო იმედო!
მენატრები ტკივილამდე და მოგისაკლისე...
საბანს ვიხუტებ, შენს მაგივრობას სხვა ვინ გამიწევს?!

შერჩენია ბალიშს შენი სურნელება,
მოჰკლებია, კარგო, შენი სითბო,
ნეტავ ისევ ღამე იდგეს ასი კოცნის!
თუნდაც, ისევ გაბუტული ვიყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები