 | ავტორი: გრიგოლია ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2011 |
შემეშინდა და გავაღე პირველი კარი, სადაც ვიყავი მე, მე და ისევ მე მაღალი, დაბალი და მივიწყებული მე და მე, კიდევ ერთხელ და ვნახე ოთახი, რომელიც იყო მთლიანად ჩემს თავში, რომელიც შექმნა ჩემმა გონებამ და გარშემო შემოუშენა თავის ქალა და გადააკრა სკალპი და ვხედავ ათობით, ასობით და ათასობით საკუთარ ანალოგიას, საკუთარ მეს, რომლებსაც ვფუთავდი და ვარქმევდი მეგობრებს, მეზობლებს, ახლობლებს, მშობლებს და ვაცხოვრებდი საკუთარ თავში და ვესაუბრებოდი ჩემს თავს მათი პირით და ამით ვამართლებდი ჩემს უსუსურობას და ვხედავდი ხალხს, რომლებიც გამოვიგონე და გამოვკეტე ჩემში და დავინახე ჩემი თავი პირველად, სრულიად შიშველი და შემცივდა
და გავაღე მეორე კარი სადაც ვიყავი მე, მე და ისევ მე. წითელი, თეთრი და შავი ტანსაცმელების გროვა მეყარა წინ და ვარჩევდი, რომ ჩამეცვა და გავმხდარიყავი ისეთი, როგორიც არიან სხვები, რომ აღარავის გამოეშვირა ჩემსკენ თითი და არ ეთქვა: - შენ უცხო ხარ ანუ მარტო და ყველაზე უფრო მარტო ამიტომ. და ჩავიცვი შავი და მივეჩვიე.
და გავაღე მესამე კარი, სადაც ვიყავი მე, მე და ისევ მე. ახალგაზრდა, მოზრდილი და ხნიერი ხალხის ხროვა იდგა ჩემს წინ და მეძახდა და მიყვიროდა, რომ ახლა მე ვარ მათიანი და ახლა უკვე ვიცი და მესმის და ვარ მათი ოჯახის წევრი. ვიდექი ასე ერთხანს შემაღლებულზე და დავპატარავდი.
და გავაღე მეოთხე კარი, სადაც ვიყავი მე, მე და ისევ მე. პატარა დიდი და უზარმაზარი ზარდახშა იდო ჩემს წინ და ვარჩევდი და გავიწიე ყველაზე კარგისკენ და გამახსენდა, რომ მე ვარ მათიანი და გავშეშდი და მივხვდი, რომ ისევ უნდა მეთქვა უარი და ამერჩია უზარმაზარი, რომ მქონოდა აღარაფერი და რომ აღარავის გამოეშვირა ჩემსკენ თითი და არ ეთქვა: - შენ უცხო ხარ ანუ მარტო და ყველაზე უფრო მარტო ამიტომ. და ავიღე უზარმაზარი ზარდახშა მაშინ და დავიკარგე.
და გავაღე მეხუთე კარი, სადაც ვიყავი მე, მე და ისევ მე. შუშის, ხის და ბეტონის სარკეები იდგა ჩემს წინ და ვარჩევდი და გავიწიე შუშის სარკისკენ და გავშეშდი, და გამახსენდა რომ მე ვარ მათიანი და უნდა ჩამეხედა სარკეში, რომელშიც გამოვჩნდებოდი ლამაზი და მდიდარი და ჩავიხედე ბეტონის სარკეში და გავქვავდი.
და გავაღე მეექვსე კარი, სადაც ვიყავი მე, მე და ისევ მე. სიბნელე, სინათლე და სიცარიელე იყო ჩემს წინ და ვარჩევდი და გადავადგი ფეხი სინათლისკენ და გავშეშდი და გამახსენდა ის, რაც მახსენდებოდა აქამდე და დავიხიე უკან, რომ ვყოფილიყავი მათიანი და გადავაბიჯე სიცარიელეში და გავქრი.
და გავაღე მეშვიდე კარი და გავახილე თვალები და მაინც გამოვჩნდი მე, მე და ისევ მე, ისეთი, როგორიც ვიყავი ან ისეთი როგორად ყოფნაც მინდოდა და მიმოვიხედე გარშემო და დავინახე ხალხი, არეული ერთმანეთში, ჯგუფ-ჯგუფად, წრეზე მავალი, შევხედე შიშით და გამახსენდა, რომ ეს იყო ოთახი, რომელიც იყო მთლიანად ჩემს თავში, რომელიც შექმნა ჩემმა გონებამ და გარშემო შემოუშენა თავის ქალა და გადააკრა სკალპი.
და გავაღე მეშვიდე კარი და დავმშვიდდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
57. წარმატებებიი...
წარმატებებიი...
56. შესაბამისად +2 შესაბამისად +2
55. მომეწონა ეს ... მომეწონა ეს ...
53. მოვედი აქ და დავმშვიდდი.... დღეს შენი გვერდის დღე მაქვს:) მოვედი აქ და დავმშვიდდი.... დღეს შენი გვერდის დღე მაქვს:)
52. მადლობა ჭეშ ;-* მადლობა ჭეშ ;-*
51. გილოცავ, ჭეშ.
საინტერესოდ აზროვნებ შენ.
მეორეა, რამდენად პოეზიაა ჩემთვის მსგავსი ტექსტები. :)
გილოცავ, ჭეშ.
საინტერესოდ აზროვნებ შენ.
მეორეა, რამდენად პოეზიაა ჩემთვის მსგავსი ტექსტები. :)
50. მადლობა :-*
მადლობა :-*
49. საინტერესოა :) საინტერესოა :)
48. დიდი მადლობა <3 დიდი მადლობა <3
47. გრიგოლია ეს მე მახსოვდა თითქოს...იმიტომ აღარ დავაკომენტარე...:) რათქმაუნდა მომწონს და ძალიანაც...:-* გრიგოლია ეს მე მახსოვდა თითქოს...იმიტომ აღარ დავაკომენტარე...:) რათქმაუნდა მომწონს და ძალიანაც...:-*
46. დიდი მადლობა ანგუს <3 დიდი მადლობა ანგუს <3
45. გილოცავ გუგუ! წარმატებებიიი!
ძალიან მაგარია!
5 გილოცავ გუგუ! წარმატებებიიი!
ძალიან მაგარია!
5
43. ვიდექი ასე ერთხანს შემაღლებულზე და დავპატარავდი
მაშინაც და ახლაც :) ვიდექი ასე ერთხანს შემაღლებულზე და დავპატარავდი
მაშინაც და ახლაც :)
41. იცი,შენ....:) გემახსოვრება ჩემი კივილი და ტირილი...
იცი,შენ....:) გემახსოვრება ჩემი კივილი და ტირილი...
40. დიდი მადლობა :* დიდი მადლობა :*
39. კონცეპტუალური ფოტოებისთვის არის კარგი მასალა, ნუ პრინციპში, პოეზიისთვისაც, რომელსაც ამ ეტაპზე არაფერი აქვს საერთო მასთან. კონცეპტუალური ფოტოებისთვის არის კარგი მასალა, ნუ პრინციპში, პოეზიისთვისაც, რომელსაც ამ ეტაპზე არაფერი აქვს საერთო მასთან.
38. გუგააა გილოცაავ და მიხარიაააა :P :P :P :-* გუგააა გილოცაავ და მიხარიაააა :P :P :P :-*
37. დიდი მადლობა, გაიხარე :-* დიდი მადლობა, გაიხარე :-*
36. გილოცავ წარმატებას! :)
გილოცავ წარმატებას! :)
35. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ <3 დიდი მადლობა ქალბატონო თამარ <3
34. მე ძალიან მომწონს ეს ლექსი! და მისი ავტორი - კიდევ უფრო მეტად! ნუ, კი არ მომწონს, მიყვარს ამ ლექსის ავტორი!
ჩ ე მ ი გუგაა ეს! 555555555555555 მე ძალიან მომწონს ეს ლექსი! და მისი ავტორი - კიდევ უფრო მეტად! ნუ, კი არ მომწონს, მიყვარს ამ ლექსის ავტორი!
ჩ ე მ ი გუგაა ეს! 555555555555555
33. მდააჰჰ. რამდენჯერმე წავიკითხე და მაინც ვერაფერი ვნახე აქ სამესამეადგილო : ) კიდევ ერთხელ დავინტერესდები რა ჟიურის წევრების ვინაობით ; ))
ჰო და კიდევ, რაც წავიკითხე ლაცაბიძის ლექსი ყველას ჯობდა : ) მდააჰჰ. რამდენჯერმე წავიკითხე და მაინც ვერაფერი ვნახე აქ სამესამეადგილო : ) კიდევ ერთხელ დავინტერესდები რა ჟიურის წევრების ვინაობით ; ))
ჰო და კიდევ, რაც წავიკითხე ლაცაბიძის ლექსი ყველას ჯობდა : )
32. მდააჰჰ. რამდენჯერმე წავიკითხე და მაინც ვერაფერი ვნახე აქ სამესამეადგილო : ) კიდევ ერთხელ დავინტერესდები რა ჟიურის წევრების ვინაობით ; ))
ჰო და კიდევ, რაც წავიკითხე ლაცაბიძის ლექსი ყველას სჯობდა : ) მდააჰჰ. რამდენჯერმე წავიკითხე და მაინც ვერაფერი ვნახე აქ სამესამეადგილო : ) კიდევ ერთხელ დავინტერესდები რა ჟიურის წევრების ვინაობით ; ))
ჰო და კიდევ, რაც წავიკითხე ლაცაბიძის ლექსი ყველას სჯობდა : )
31. დიდი მადლობა :–* დიდი მადლობა :–*
30. კიდევ ერთხელ გილოცავ, გუგა :-* კიდევ ერთხელ გილოცავ, გუგა :-*
29. მადლობა ორივეს :–* :–* მადლობა ორივეს :–* :–*
28. მადლობა :–* მადლობა :–*
27. ეს ლექსი სამეულში ყველაზე კარგი იყო.
ეს ლექსი სამეულში ყველაზე კარგი იყო.
26. იმსახურებდა. გაიხარე იმსახურებდა. გაიხარე
25. ძალიან დიდი მადლობა ჩემო პატარებო :* :* :* ძალიან დიდი მადლობა ჩემო პატარებო :* :* :*
24. სგუუგა აქაც გილოცავ :-* სგუუგა აქაც გილოცავ :-*
23. ძალიან, ძალიან მაგარია!!! +55555 ძალიან, ძალიან მაგარია!!! +55555
22. და აიღო მესამე ადგილი და დამშვიდდა.
)) ისევ გილოცავ და აიღო მესამე ადგილი და დამშვიდდა.
)) ისევ გილოცავ
20. ჩემი ბარტყი :-* ჩემი ბარტყი :-*
19. დიდი მადლობა "სამყაროს მიღმავ" :)) დიდი მადლობა კესო დიდი მადლობა "სამყაროს მიღმავ" :)) დიდი მადლობა კესო
18. გუგა, აქაც გილოცავ! საინტერესო ლექსია და კარგი შთაბეჭდილება დატოვა:)
გუგა, აქაც გილოცავ! საინტერესო ლექსია და კარგი შთაბეჭდილება დატოვა:)
17. გილოცათ.............მახსვოხარ ბათუმიდან .....თუმცა გვანციოლას ვეთანხმბი 10%ტით გილოცათ.............მახსვოხარ ბათუმიდან .....თუმცა გვანციოლას ვეთანხმბი 10%ტით
16. გუგაა :) გილოცავ 300 ლარს :D
და როგორ დავიჯერო, რომ ამაზე კარგი ლექსი, თუნდაც სახეობრივი, თუნდაც შინაარსობრივი, თუნდაც ლიტერატურული ღირებულებებით და ავტორის უფრო მეტი ინდივიდუალობით არ იყო ამ კონკურსზე ? :D მაშინ რა საჭიროა კონკურსი თუ ჩვეულებრივი ლექსები უნდა გადიოდნენ მესამე ადგილზე ? :D
გუგა, შეგიძლია ჩათვალო შენც რომ გებრძვიან :D :)) მაგრამ ხომ იცი მე ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ იმას რასაც ვამბობ :D <3 <3 წარმატებები მომავალში და გისურვებ გაცილებით კარგი და ნამდვილად კარგი ლექსების წერას :) გუგაა :) გილოცავ 300 ლარს :D
და როგორ დავიჯერო, რომ ამაზე კარგი ლექსი, თუნდაც სახეობრივი, თუნდაც შინაარსობრივი, თუნდაც ლიტერატურული ღირებულებებით და ავტორის უფრო მეტი ინდივიდუალობით არ იყო ამ კონკურსზე ? :D მაშინ რა საჭიროა კონკურსი თუ ჩვეულებრივი ლექსები უნდა გადიოდნენ მესამე ადგილზე ? :D
გუგა, შეგიძლია ჩათვალო შენც რომ გებრძვიან :D :)) მაგრამ ხომ იცი მე ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ იმას რასაც ვამბობ :D <3 <3 წარმატებები მომავალში და გისურვებ გაცილებით კარგი და ნამდვილად კარგი ლექსების წერას :)
15. გაიხარეთ :* გაიხარეთ :*
14. ვერავითარი სიახლე სამწუხაროდ,მხოლოდ ჩემი აზრთ.... აქვე გილოცავ და წარმატებებს გისურვებ ვერავითარი სიახლე სამწუხაროდ,მხოლოდ ჩემი აზრთ.... აქვე გილოცავ და წარმატებებს გისურვებ
13. მაგარი ნაწერია, გუგა, გილოცავ და ყოჩაღ : ) მაგარი ნაწერია, გუგა, გილოცავ და ყოჩაღ : )
12. მახსოვხარ ბათუმიდან :) მახსოვხარ ბათუმიდან :)
11. გაიხარეთ :* გაიხარეთ :*
10. მაგარია მართლაც :) მაგარია მართლაც :)
8. ჩემი მოწონება აქაც ამ ლექსს, რომელიც ბათუმიდან გამომყვა ჩემი მოწონება აქაც ამ ლექსს, რომელიც ბათუმიდან გამომყვა
7. არაფერი, აპათიას ხვრენას ვუსმენდი :))) არაფერი, აპათიას ხვრენას ვუსმენდი :)))
6. ჰა, რა მოხდა მატარებელში? :))
აპათია კომენტარს არ მიწერს, უთხარი რამე რააააა :( ჰა, რა მოხდა მატარებელში? :))
აპათია კომენტარს არ მიწერს, უთხარი რამე რააააა :(
5. დიდი მადლობა კატიე :*
ოხ ეს გაჩეჩილი ქალები... (აპათია) დიდი მადლობა კატიე :*
ოხ ეს გაჩეჩილი ქალები... (აპათია)
4. და გავაღე მესამე კარი,
და დავრჩი გამარჯვებული+ 300 ლარით! :D
მიგირითმე. და გავაღე მესამე კარი,
და დავრჩი გამარჯვებული+ 300 ლარით! :D
მიგირითმე.
3. მე, მე და ისევ მე, ისეთი, როგორიც ვიყავი ან ისეთი როგორად ყოფნაც მინდოდა
გუგა, კარგი ხარ :) მე, მე და ისევ მე, ისეთი, როგორიც ვიყავი ან ისეთი როგორად ყოფნაც მინდოდა
გუგა, კარგი ხარ :)
1. მიხარია, შენ და ისევ შენ რომ ხარ და თან რომ დამშვიდდი. :) მიხარია, შენ და ისევ შენ რომ ხარ და თან რომ დამშვიდდი. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|