ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2011


ხედი ჩემიდან

გაკვირდები და გამკვრვებია.
მოდას აყოლილს
შავი თმები და სიჯიუტე დაგჩემებია.
ისე იქცევი
თითქოს შენია და შენზე ბრუნავს
მთელი სამყარო.
იღიმები და გამცინებია
რომ მაგ შავ კაბას,
თეძოებთან ღილების ნაცვლად,
შენივე ფერი დასჩემებია.


გაკვირდები და გამკვირვებია.
მოდას აყოლილს,
ფიქრების დათვლა და სიცანცარე დაგჩემებია,
ერთს ფიქრობ,
მეორეს აკეთებ და ისევ შენი
ცრემლებით ნანობ.
ვიცი გტკივა და გამცინებია,
რომ შენს დარაბებს,
ცრემლების ნაცვლად
მოლოდინი და სიშავე,
შენს მაგივრად დასჩემებიათ.

გაკვირდები და გამკვირვებია,
მოდას აყოლილს,
ღამის ქალაქი და ცხოვრება დაგჩემებია.
სახლიდან გარბიხარ,
არ უჯერებ მშობელს და ფიქრობ
რომ მართალი ხარ.
მერე შენ ტირი, მე კი ვიცინი,
თუმცა კი ამბობ,
რომ არ გიყვარს ღამის ქალაქი,
რომ პირველად მოგივიდა ასე
და ნანობ...

გეუბნებოდი და კიდევ გეტყვი,
მოდას აყოლილს
რომ ცხოვრებაში ბევრჯერ შეხვდები,
ისიც ინანებს და გეგონება
რომ შენი მსგავსი იპოვე ვინმე.
მაგრამ ვერ ხვდები,
რომ ისიც შეცდომით,
რომ ისიც კაბით
და შავი თმებით არის მორთული.

თუმცა ვინ მისმენს, ვიღას აკვირვებს,
შავი კაბა და ღამის ქალაქი.
ვიღას აფიქრებს ან ვინღა ზრუნავს
დღეს ერთმანეთზე.
იღიმებით და გამცინებია...
რომ წლების ხარჯვა,
უქმედ და ფუჭად დაგჩემებიათ.
ჩემი სიტყვები, ზოგს სასაცილოდ
ზოგს კი სიგიჟედ რომ მიგაჩნიათ,
ნუთუ ვერ ხვდებით
რომ დასაცინი მე კი არა,
თქვენი ქალაქი,
თქვენი ფიქრები
და თქვენი თავია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს