კუნძული.. ვცდილობ დავიჭირო რადიო-სიხშირეები.. ერთდროულად მესმის აფრიკული როკვა და ჰავაური მელოდიები.. ჩემს თავზე დაფრინავენ ბუზები და მათ ზემოთ თვითმფრინავები, - მიჭირს გარჩევა. მზის სხივმა ღრუბელი გამოხია და პირდაპირ ჩემკენ გამოექანა.. ვხედავ ოქროსფერთმიან ფრთიან თავის ქალას, გოგონაა, დაფრინავს ჩემს ირვლივ და თბილად მიღიმის, ის მიცნობს, მე კი მეცნობა მხოლოდ. ჩემი შვილი? - გაიღვიძე მამა.. - შენ ჯერ არ დაბადებულხარ. - შენ დაბადებულიც არ იყავი მე რომ დავიბადე მამა, ახლა კი დროა გაიღვიძო. სითხეში ვარ.. ვფეთქავ.. უნდა ვიხრჩობოდე, მაგრამ არ ვიხრჩობი. მგონი მხოლოდ გული ვარ. ვიზრდები.. უკვე თავიც მაქვს.. ფეხები.. ეს რაღაც გაუგებრობაა.. ოთხი ფეხი მაქვს და არცერთი ხელი. უკვე ხმები მესმის.. ჭექა-ქუხილს გავს.. სულ უფრო ვიწროვდება კედლები, თუ მე ვფართოვდები? გარედან სითბოს ვგრძნობ.. წყლის დონე იკლებს და მეც მექაჩება. მგონი ვიბადები.. დავიბადე.. ვცდილობ ფეხზე წამოვდგე, ნელ-ნელა თვალებში კადრი სუფთავდება, - ჩემ წინ თეთრი ცხენი წევს, თავზე ჩვიდმეტიოდე წლის გოგონა ადგას და რაღაცას ეჩურჩულება. სხეულზე ძლიერ სუნთქვას ვგრძნობ, პირველ ნაბიჯებს ვდგამ, აი უკვე დედას ვუყურებ თვალებში, - ცრემლიანი აქვს. გოგონა თავზე მზრუნველად მისვამს ხელს და მეუბნება: - დაბადების დღეს გილოცავ მამა.. 04.06.11
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. დიდი მადლობა დიდი მადლობა
10. ეს მართლა ჯობია ეს მართლა ჯობია
8. ნუთუ ეს შენა ხარ!? ნუთუ ეს შენა ხარ!?
7. ეს რაღაც უცხოა. იმედია დაბლა არ დაიწევს.. :) ეს რაღაც უცხოა. იმედია დაბლა არ დაიწევს.. :)
6. სურეალისტურ სიზმარს ჰგავს, რაც უფრო იზრდება რიცხვი , მგონია რომ უფრო საინტრერესო ხდება, დაველოდები 4-ს და 5-ს და მერეც:) სურეალისტურ სიზმარს ჰგავს, რაც უფრო იზრდება რიცხვი , მგონია რომ უფრო საინტრერესო ხდება, დაველოდები 4-ს და 5-ს და მერეც:)
5. იმ გონკებში უფრო მევასებოდი :) იმ გონკებში უფრო მევასებოდი :)
4. სიამოვნებით სიამოვნებით
3. წაიკითხეთ ტუხლოვსკი არ ტეხავს : ))) წაიკითხეთ ტუხლოვსკი არ ტეხავს : )))
2. დიდი მადლობა, კარგია თუ ასე უკეთესია დიდი მადლობა, კარგია თუ ასე უკეთესია
1. ასე არ სჯობს?
ცოტა კორექტურას გადახედეთ და ოპააა, მშვენიერი რამ არის!
(ჩემ----ჩემს და ა.შ) ასე არ სჯობს?
ცოტა კორექტურას გადახედეთ და ოპააა, მშვენიერი რამ არის!
(ჩემ----ჩემს და ა.შ)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|