ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2011


უთავბოლო

მზე,გათენების მცდელობა და მორიგი მარცხი,
გარემო თითქოს დაიბნა და ამინდში შეცდა,
სიცარიელე ამოივსო ცამ ღრუბლით ,მარცხნივ,
გინდა,რომ გული ამოგევსოს მასავით შენც და ..
მადლობა ღმერთს,რომ  დაუღლელად მოდიხარ დღემდე,
თუმცა ნაკლები ღიმილით და უცნაურ ბედით,
რომელიც დაგმე და აქამდე  არასდროს  ენდე,
ახლა კი მარტოდ მოგიხელთა, გაგიხდა ბადე.
ნახე გრძნობების სიმლაშე და შედეგიც იქვე,
შედეგი მძიმე და ისეთი ,სხვა რომ ვერ ნახავს,
რითიც შენს ირგვლივ ყველაფერი დაეცა პირქვე,
რაღას დაეძებ, შენც იგივეს გადარჩი რახან.
შემოგრჩა მშრალი გამოხედვა,სხვას რომ ვერ ატან,
ხელის ცეცებით  მომავლისკენ ათას გზას იგნებ,
თავი იპოვნე,ახლა ცდილობ კიდურებს და ტანს
ცაზე ჩრდილები ფრინველების მოარგო იქნებ.


6.6

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები