 | ავტორი: დიდი ქუდი ჟანრი: საბავშვო 13 სექტემბერი, 2008 |
ერთხელ, ალიასკის მარადიული თოვლით დაფარულ მხარეში, სხვა ესკიმოსებთან ერთად ცხოვრობდა პატარა ესკიმოსი გოგონა, სახელად ტალუ. ეს ყინულები იყო მისი სამშობლო. ტალუს ჭრელად ნაქსოვი ქუდი ეხურა და თეთრი მელიის ბეწვის ქურთუკი ეცვა. ქურქი ისეთი თეთრი იყო კარავიდან გარეთ, რომ გადიოდა შორიდან არც კი ჩანდა. თან მზე აქ მხოლოდ რამდენიმე საათით ანათებდა. შემდეგ დიდი, თეთრი მთების იქით ჩადიოდა, სადაც, ტალუს აზრით, ესკიმოს კანუს უნდა ეცხოვრა. კანუს მასავით წვრილი თვალები უნდა ჰქონოდა და როცა გაიღიმებდა, სავარაუდოდ, სახე რაღაცნაირად დაებრიცებოდა ხოლმე.
---------------------------------------------------------------------------------------------
ესკიმოსმა ტალუმ ბოროტი სულების განსადევნად ცეცხლი დაანთო. შემდეგ იუპიკების ძველი სიმრერა იმღერა. შემდეგ სახლი დაალაგა და თეთრ დათვებზე სანადიროდ წასული მამის დასახვედრად თევზი მოამზადა. ”მშიერი მოვა"-ო, გაიფიქრა და დესერტად ცივი თოვლისგან ნაყინიც გააკეთა.
ესკიმოსმა ტალუმ ანჩხლი მეზობელის ძაღლები ღობის იქით გადარეკა და ხმამაღლა მიაძახა: "Yiiu nau nii !" - რაც ნიშნავდა, აქეთ აღარ გადმოხვიდეთო. მისი ანჩხლი მეზობელი მოხუცი და მელოტი ქალი იყო, რომელსაც, ერთხელ, ტალუს მამის მონადირებული ვეშაპის ქონი წაუსვეს თავზე, თუმცა თმები არადა არ ამოუვიდა. რა სამწუხაროა, არა? სამაგიეროდ ანჩხლი მეზობელი უფრო გაბოროტდა და ციგაში შესაბმელი ძაღლების მოვლაზე ხელი აიღო. ძაღლები უპატრონოდ დაძრწოდნენ. მხოლოდ ტალუ აჭმევდა საჭმელს, მაგრამ ამჯერად არაფერი ჰქონდა - ის თევზი მამას ძლივს ეყოფოდა და რა ექნა?!..
როგორც კი ყველა საქმე მოათავა ტალუმ ხუთასმეერთე ჭრელი ქუდის ქსოვა დაიწყო. ამ ქუდს კანუსთვის ქსოვდა, რომელიც იმ თოვლიანი მთების იქით ცხოვრობდა და თვალით არასოდეს ენახა. არადა ტალუმ ზუსტად იცოდა, კანუ მხოლოდ მის ოცნებებში არ არსებობდა. რა იცოდა? ეგ უკვე აღარ ვიცი. მგონი ტალუს უყვარდა კანუ. ფიქრობდა - ოდესმე კანუ მოაკითხავდა იმ თოვლიანი მთების გადაღმადან და ცოლად შეირთავდა მას. მერე ამ ხუთასივე ქუდს კანუს აჩუქებდა. რად უნდოდა კანუს ამდენი ქუდი? არც არაფერში! არადა ტალუსაც რა ექნა, უსაქმოდ ხომ არ იჯდებოდა მთელი დღე?! ისიც ქსოვდა და ქსოვდა ჭრელ ქუდებს. თანაც ზუსტად არ იცოდა რა ზომის თავი ექნებოდა კანუს. მას ხომ არასდროს ენახა საქმრო! რომელიმე ნამდვილად მოერგებოდა ამდენი ქუდიდან. კანუს როცა მისთხოვდებოდა დანარჩენ ქუდებს სათითაოდ დაახურებდნენ მათ ხუთას ესკიმოს პატარას - ზომების მიხედვით მოარგებდენ გაყინულ თავებზე. ტალუს ძალიან სურდა ამდენი შვილს ყოლა.
...............................................................................................................................................................
ესკიმოსმა ტალუმ იცის, ამ დათოვლილ მთებს მიღმა მზე მალე ჩავა და კანუ თავის ერთგან გახეულ სათევზაო ბადეს გაშლის, ცეცხლის პირას დაჯდება და გაკემსავს. თან იმ სევდიან სიმღერას იმღერებს გულში სულ რომ ღიღინებს: ”იყო ქარიანი დღე, მე არ მეხურა ქუდი და დავეხეტებოდი ქვეყნად... ტიუნ, ტიუნ ”...
.................................................................................................................................................................
ესკიმოსი ტალუ მოწყენილია. ესკიმოს ტალუს უყვარს. ესკიმოს ტალუს ენატრება. ესკიმოსი ტალუ მღერის. როცა კანუს მისთხოვდება, შემდეგ მას უმღერებს ამ სიმღერას. რა მოხდა, თუ არასდროს უნახავს საქმრო?! ბოლოსდაბოლოს წვრილ თვალებს დახუჭავს და წარმოიდგენს როგორია ის. თუმცა, არა - კანუ ამ დროს სანადიროდ არის წასული და ცივ ქარში სახე მიყინვია. არქტიკის იმ სუსხიან ზაფხულში კანუმ ნადირობა გადაწყვიტა.
იმ გადაკარგულ მხარეში, სადაც დედამიწა მთავრდება და მარტო ქარების სიმღერა ისმის, იქ, სადაც უფსკრულს დიდი და თოვლიანი პირი დაუღია, ვერაფერი მოკლა სანადიროდ წასულმა კანუმ. ამას სხვა მრავალ მიზეზთაგან ერთი უცნაური მიზეზიც ჰქონდა - იმ გადათეთრებულ მიდამოში ცხოველებიც თეთრად შეემოსა ბუნებას და არსად ჩანდა არც თეთრი დათვი, არც თეთრი მელა, არც თეთრი მგელი... მაგრამ აი, საიდანღაც შავი არწივი გამოჩნდა. კანუმ შვილდი მოზიდა:
_ არწივო, უნდა მოგკლა! _ უთხრა არწივს. _ არ მომკლა, _ თქვა შავმა არწივმა, _ თუ გნებავს ტალუს შესახებ მოგიყვები რამეს. _ ტალუ ვინ არის, არწივო? _ ტალუ?... ჰმ... ტალუ ამ მთების იქით ცხოვრობს. პატარა სულელი გოგონაა, ცეკვა უყვარს. _ მარტო ცეკვავს ხოლმე? _ ჰო, შინ როცა მარტოა. _ შეყვარებული ყაავს?_ რატომღაც დაინტერესდა კანუ და რადგან მოურიდებლად გამოჩენილი ცნობისმოყვარეობის თვითონვე შერცხვა - ლოყები წამოუწითლდა. _ კი, ერთი სულელი ბიჭი უყვარს, რომელსაც სულელურ წერილებს უწერს და ჭრელ ქუდებს უქსოვს. _ მერედა წერა-კითხვა იცის? _ გაუკვირდა პატარა მონადირეს. _ არა, წერა რა თქმა უნდა არ იცის, ეგ მე მოვიგონე, თუმცა, მერწმუნე, მაინც მშვენიერი გოგონაა. _ რა ცუდია შეყვარებული რომ ჰყავს... არავინ რომ არ უყვარდეს მე შევიყვარებდი! _ დანანებით წარმოთქვა კანუმ. აბა, რა იცოდა, ხსენებული ”სულელი ბიჭი” თვითონ რომ იყო!
_ კარგი, არ მოგკლავ არწივო, ამჯერად დაგინდობ, ოღონდ.... რა ვქნა, შინ ხელცარიელი ხომ ვერ დავბრუნდები?! - დაამატა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ. _ მე პატარა კურდღელი მოვინადირე. აი, იმ დიდი აისბერგის იქით დავტოვე და სანამ წუწკი მელა მოიპარავს, შენ წაიღე, - მიუგო არწივმა.
_ კარგად, არწივო!... სხვა დროს თეთრი ბუმბულებით შეიმოსე! _ შენც კარგად, კანუ!
ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს და არწივი სადღაც გაფრინდა. კანუმ კი გეზი აისბერგისკენ აიღო.
.................................................................................................................................................................................
ტალუს მამა არ დაბრუნდა ნადირობიდან. ასე გავიდა ერთი დღე, შემდეგ მეორე, შემდეგ კიდევ ერთი.... ტალუ გარეთ გავიდა და ანჩხლი მეზობლის მშიერ ძაღლებს აჭამა. შემდეგ კარავში შებრუნდა და ცეცხლის პირას საწყლად მოიკუნტა. სახეს ცეცხლი უთბობდა. ტალუმ ტირილი დაიწყო.
მეორე დღეს კვლავ გარეთ გავიდა. კარგად დაათვალიერა გარემო, თუმცა ჰორიზონტზეც არავინ ჩანდა. ტალუმ იქით გაიხედა, იმ დათოვლილი მთებისკენ. არც კანუ ჩანდა სადმე.
ყოველდღე ასე ათვალიერებდა გარემოს, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
ერთ მშვენიერ დღეს პატარა ესკიმოსს მობეზრდა მარტო ყოფნა. მოსწყინდა იმ ერთფეროვანი პეიზაჟის ყურება - მზე ხომ სულ ერთ მხარეს ამოდის და მეორე მხარეს ჩადის, თოვლი სულ თეთრია და არაფერი იცვლლება.
ტალუმ თბილად ჩაიცვა და გარეთ გავიდა. სახლის წინ დაყრილ გაფშეკილ ციგებს თოვლი გადააცალა, საცურაო ზოლებს ყინულები გადააფხიკა და მელოტი მეზობლის ძაღლებს დაუძახა. შემდეგ დედაბერის ძაღლები ციგაში შეაბა.
ტალუ დაჯდა ციგაზე და სადღაც გარეკა. ტალუ მიქროდა... მიქროდა არა იქით, იმ დათოვლილი მთებისკენ, რომლის მიღმაც კანუ ცხოვრობდა, არც იქით, რომელ მხარესაც მამა წავიდა სანადიროდ. მიქროდა იქით, იმ გამოუცნობ მხარეს, საითაც არ იცოდა რა იყო, ან რა ელოდა... იქით არაფერი ჩანდა.
მიქროდა ტალუ და გათოშილი ხელებით ციგას მაგრაგდ ჩაბღაუჭებოდა. მიქროდა და ტიროდა ტალუ. ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა გაყინულ ლოყებზე, მაგრამ არ შეპუებია არც სიცივეს, არც ქარებს, არც შიშსს.
ერთხელ, ალიასკის მარადიული თოვლით დაფარულ მხარეში, მიქროდა ტალუ...
:(
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. მ ო მ ე წ ო ნ ა ! ! ! +2 :) ჩემ პატარა დეიდაშვილს წავუკითხავ! :) მ ო მ ე წ ო ნ ა ! ! ! +2 :) ჩემ პატარა დეიდაშვილს წავუკითხავ! :)
31. მიქროდა ტალუ და გათოშილი ხელებით ციგას მაგრაგდ ჩაბღაუჭებოდა. მიქროდა და ტიროდა ტალუ. ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა გაყინულ ლოყებზე, მაგრამ არ შეპუებია არც სიცივეს, არც ქარებს, არც შიშსს. ერთხელ, ალიასკის მარადიული თოვლით დაფარულ მხარეში, მიქროდა ტალუ... ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი სევდიანი ზღაპარია მიქროდა ტალუ და გათოშილი ხელებით ციგას მაგრაგდ ჩაბღაუჭებოდა. მიქროდა და ტიროდა ტალუ. ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა გაყინულ ლოყებზე, მაგრამ არ შეპუებია არც სიცივეს, არც ქარებს, არც შიშსს. ერთხელ, ალიასკის მარადიული თოვლით დაფარულ მხარეში, მიქროდა ტალუ... ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი სევდიანი ზღაპარია
30. მე არ მომიკლავს ილია ჭავჭავაძე და არც დიმიტრი ყიფიანი :P მე არ მომიკლავს ილია ჭავჭავაძე და არც დიმიტრი ყიფიანი :P
29. არის რა. ბოლო განსაკუთრებით. პიონერი ტალუ. არის რა. ბოლო განსაკუთრებით. პიონერი ტალუ.
27. კარგია ძალიან კარგია ძალიან
25. :( დაგვიწერე ახალი ზღაპარიიი ბიძიაააააა "დიდი ქუდი" :((( ამ მოთხოვნით გამოდიან 154-ე ბაგა-ბაღის ბავშვები,ამავე ბაგა-ბაღის სასადილოში და დედებს სახლში აღარ მიჰყვებიან. ბავშვები ღელავევენ, მალე ვითარება უმართავი გახდება სტარიკ, შენც კიდეეეეეეე დაწერე ზღაპარიიიი ვააააააააა :)))))) :( დაგვიწერე ახალი ზღაპარიიი ბიძიაააააა "დიდი ქუდი" :((( ამ მოთხოვნით გამოდიან 154-ე ბაგა-ბაღის ბავშვები,ამავე ბაგა-ბაღის სასადილოში და დედებს სახლში აღარ მიჰყვებიან. ბავშვები ღელავევენ, მალე ვითარება უმართავი გახდება სტარიკ, შენც კიდეეეეეეე დაწერე ზღაპარიიიი ვააააააააა :))))))
24. ვერ დაგპირდები რომ ჩემს ბავშვს წავუკითხავ ამ ზღაპარს,მაგრამ მე სიამოვნებით წავიკითხე... :) ვერ დაგპირდები რომ ჩემს ბავშვს წავუკითხავ ამ ზღაპარს,მაგრამ მე სიამოვნებით წავიკითხე... :)
23. პირველი აბზაცის ბოლოში რააცნაირი წერია, ღ აკლია მემგონი...5 პირველი აბზაცის ბოლოში რააცნაირი წერია, ღ აკლია მემგონი...5
22. ერთხელ , ალიასკის მარადიული თოვლით დაფარულ მხარეში მიქროდა ტალუ ..... ---------------------------------------------------------------------------- ეს საკმარისი იყო...:) ერთხელ , ალიასკის მარადიული თოვლით დაფარულ მხარეში მიქროდა ტალუ ..... ---------------------------------------------------------------------------- ეს საკმარისი იყო...:)
20. აფრიკულ შლაპას ხომ არ იცნობ?;) აფრიკულ შლაპას ხომ არ იცნობ?;)
19. შენ დამაინტერესდი... 5 შენ დამაინტერესდი... 5
18. მიყვარს ზღაპრები. იქნებ კიდევ დადოთ რამე? მიყვარს ზღაპრები. იქნებ კიდევ დადოთ რამე?
16. ეს მე ვარ...ტალუ...ანჩხლი დედაბრის ძაღლებშებმული ციგით შენთან მოსულიიიიი......ყინულის კარავში შემომიშვიიი გთხოვ...კოცონთან დამსვი...ხელები გამითბეეეეე ...გათოშილი ვარ...კალთაში თავს ჩაგიდებ...ისეთი სითბო და სიკეთე მოდის შენგან...მთენთავს...შენ კი მიამბე ზღაპარი სიყვარულზეეეეე.....როგორ დავღლილვარ შენს ძებნაში...დამაძინე...შენი ზღაპრებით დამაძინე... ეს მე ვარ...ტალუ...ანჩხლი დედაბრის ძაღლებშებმული ციგით შენთან მოსულიიიიი......ყინულის კარავში შემომიშვიიი გთხოვ...კოცონთან დამსვი...ხელები გამითბეეეეე ...გათოშილი ვარ...კალთაში თავს ჩაგიდებ...ისეთი სითბო და სიკეთე მოდის შენგან...მთენთავს...შენ კი მიამბე ზღაპარი სიყვარულზეეეეე.....როგორ დავღლილვარ შენს ძებნაში...დამაძინე...შენი ზღაპრებით დამაძინე...
15. გადათეთრებული მხარე, 6თვე დღე იყო და 6თვე ღამე-ჩემი ბავშვობის ზღაპრები. ძალიან მომეწონა. შენი ზღაპარი უფრო ლამაზია, იმ ჩრდილოელ ზღაპრებზე... 10
გადათეთრებული მხარე, 6თვე დღე იყო და 6თვე ღამე-ჩემი ბავშვობის ზღაპრები. ძალიან მომეწონა. შენი ზღაპარი უფრო ლამაზია, იმ ჩრდილოელ ზღაპრებზე... 10
14. ტალუ..ტალუ.. ნეტავ ახლა სად მიდიხარ? :) კეთილია, თბილია და ცოტა .... მომწონს, ძალიან მომწონს! ტალუ..ტალუ.. ნეტავ ახლა სად მიდიხარ? :) კეთილია, თბილია და ცოტა .... მომწონს, ძალიან მომწონს!
13. ძალიან, ძალიან, ძალიან... ამ საღამოს ჩემს მარიტას წავუკითხავ :) ძალიან, ძალიან, ძალიან... ამ საღამოს ჩემს მარიტას წავუკითხავ :)
9. საბავშვოო, ამოვიკითხე, გამოვიქეცი სასწრაფოდ, უციგოდ და მოვედი და წავიკითხე და მომეწონა და კიდეო... და ამ დიდ ქუდს თუ ჭრელ ქუდს დაველოდები:) წერეთ ზღაპრები
ტალუ დაჯდა ციგაზე და სადღაც გარეკა ..... ტამუ მიქროდა , არა იქით , იმ დათოვლილი მთებისკენ , რომლის მიღმაც კანუ ცხოვრობდა . არც იქით , რომელ მხარესაც მამა წავიდა სანადიროდ . იქით , იმ გამოუცნობ მხარეს , საითაც არ იცოდა რა იყო , ან რა ელოდა . იქით არაფერი ჩანდა .....:)
საბავშვოო, ამოვიკითხე, გამოვიქეცი სასწრაფოდ, უციგოდ და მოვედი და წავიკითხე და მომეწონა და კიდეო... და ამ დიდ ქუდს თუ ჭრელ ქუდს დაველოდები:) წერეთ ზღაპრები
ტალუ დაჯდა ციგაზე და სადღაც გარეკა ..... ტამუ მიქროდა , არა იქით , იმ დათოვლილი მთებისკენ , რომლის მიღმაც კანუ ცხოვრობდა . არც იქით , რომელ მხარესაც მამა წავიდა სანადიროდ . იქით , იმ გამოუცნობ მხარეს , საითაც არ იცოდა რა იყო , ან რა ელოდა . იქით არაფერი ჩანდა .....:)
8. ნეტკა სურათებს არ მიდებს :( ნეტკა სურათებს არ მიდებს :(
6. გუშინ ერთმა კარგმა გოგომ სკაიპში ზღაპარი მომცა. ის გოგო ჩემს ბუბუს მაგონებს...ერთადერთი აქ ვინც ბუბუს მაგონებს :) ამ ზღაპარმა ეს გამახსენა რატომღაც.არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ 5 აქ შენ.
გუშინ ერთმა კარგმა გოგომ სკაიპში ზღაპარი მომცა. ის გოგო ჩემს ბუბუს მაგონებს...ერთადერთი აქ ვინც ბუბუს მაგონებს :) ამ ზღაპარმა ეს გამახსენა რატომღაც.არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ 5 აქ შენ.
5. მე ყველაფერი მომწონს რაც სულელურია მე ყველაფერი მომწონს რაც სულელურია
4. ტალუ, ტანუ, ტამუ... - ხან რას ეძახი მაგ გოგოს და ხან რას... სახელი ერთი და იგივე დოუწერე ყველგან თუარა დეიბნევიან ბოვშები!. და კორექტურა კიდევ ბევრგან არის გასაკეთებელი. ისე, ზღაპარი - მომეწონა! გაიხარე. 8 ტალუ, ტანუ, ტამუ... - ხან რას ეძახი მაგ გოგოს და ხან რას... სახელი ერთი და იგივე დოუწერე ყველგან თუარა დეიბნევიან ბოვშები!. და კორექტურა კიდევ ბევრგან არის გასაკეთებელი. ისე, ზღაპარი - მომეწონა! გაიხარე. 8
3. კომპლიმენტი მიღებულია . მერსი , მერსი .... სისულელე უნდა ყოფილიყოოოო ........
ხედავ ნეტკა , გამომივიდა :) კომპლიმენტი მიღებულია . მერსი , მერსი .... სისულელე უნდა ყოფილიყოოოო ........
ხედავ ნეტკა , გამომივიდა :)
2. მაგარი სისულელეა. ავტორთან ბოდიში. მაგარი სისულელეა. ავტორთან ბოდიში.
1. ტალუ , იუნნაია სუშესტვო :) ტალუ , იუნნაია სუშესტვო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|