დღეს შენი დაბადების დღეა, ჩემს გულში კიდევ ერთხელ დაიბადე, ცხოვრება შემეცვალა, ყველაფერი წაიღე, და ასე მშვიდად გაგატანე თითქოს მინდოდა კიდეც, რაღაც სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრისგან. მაგრამ არა, ყველაფერს ვერ გაგატან. არ ვიცი ის სიტყვები გულის ფიცარმა რატომ გააჩერა და რატომ არ გავყევი ჩემს ოცნებებს სადღაც შორს, ზევით, ალბათ იმიტომ, რომ სიცოცხლეც შეყვარებული ხელებით ნაზად გადმოგეცი და გითხარი, "გაუფრთხილდი, ეს ყველაფერია რაც მაქვს", არ ვიცი ამ იარას რა ვუყო მკერდში დაღად რომ მაზის და ყოველ დილას მახსენებს შენს თავს, და ჩემსას კიდევ უფრო მეტად მავიწყებს, იქნებ ერთი ჩახუტებით მოაშუშო ან გულამდე პატარა ხელებით ჩახვიდე და რაც იქ იქნება ისიც წაიღო, ჩემგან სამახსოვროდ შეინახო. არ ვიცი რა გითხრა თავი რით დაგამახსოვრო, რაზეც ვზრუნავ ეს მხოლოდ შენ და ჩემი შავთეთრი ოცნებებია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. :) სიყვარულო, სიყვარულო რა ხარო... :) სიყვარულო, სიყვარულო რა ხარო...
2. :) გაგფერადებოდეთ ოცნებები: -) +2 :) გაგფერადებოდეთ ოცნებები: -) +2
1. დამწვარხარ, ბილი :) გულწრფელად არის გადმოცემული სიყვარული... გულის ნაწილს წაიღებენ და მერე აღარ გვიბრუნებენ ხოლმე :) წარმატებები, ავტორო!!! + დამწვარხარ, ბილი :) გულწრფელად არის გადმოცემული სიყვარული... გულის ნაწილს წაიღებენ და მერე აღარ გვიბრუნებენ ხოლმე :) წარმატებები, ავტორო!!! +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|