ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: თარგმანი
1 ივლისი, 2011


METALLICA - THE UNFORGIVEN (ჩემებური თარგმანი)

მიწიერ ყოფამ სისხლი ახალი
უმალ აქცია ტკივილის მონად.
გზად დამცირება შეხვდა მრავალი,
ბავშვმა წესები მიიღო ცნობად.
მიწის შეცდომად ის იქცა ბოლოს,
პირადი აზრებიც ცემით მან დათმო.
მაინც წინ მიდის, ვითომცდა იბრძვის,
მას ნებაც წაართვეს, უბიწო-სათნოს.

მე რაც მიგრძვნია,
მე რაც ვიცოდი,
ის ჩემს პრიზმაში არ გამობრწყინდა.
მე არც ვყოფილვარ,
მე ვერც ვხედავდი,
მხოლოდ ვიხილე რაც გამოვიდა.
თავისუფალი აღარასოდეს,
აღარასოდეს ვიქნები მე ”მე”.
მინდა იცოდე, მინდა გახსოვდეს;
მიუტევებლად მე შენ გაკურთხე.

მთელი სიცოცხლე მიუძღვნეს მას რომ,
ის დაეთრგუნათ, ჩაეხშოთ ნება.
გლახაკ მოხუცმა ეს ბრძოლაც დათმო,
და გამარჯვების ყველა ოცნება.
ახლა მას სჭვრეტენ დაქანცულს, დაღლილს,
და სულერთია მისთვის სუყველა.
მოინანია და ელის სიკვდილს,
და ეს მოხუციც აგერ ვარ, მე ვარ!

შენ მე მაკურთხე,
მე შენ გაკურთხებ
მიუტევებლად.


-----------------------------------------------------------------------------------------------

New blood joins this earth
And quickly he's subdued
Through constant pain disgrace
The young boy learns their rules

With time the child draws in
This whipping boy done wrong
Deprived of all his thoughts
The young man struggles on and on he's known
A vow unto his own
That never from this day
His will they'll take away

Chorus:
What I've felt
What I've known
Never shined through in what I've shown
Never be
Never see
Won't see what might have been
What I've felt
What I've known
Never shined through in what I've shown
Never free
Never me
So I dub thee unforgiven

They dedicate their lives
To running all of his
He tries to please them all
This bitter man he is
Throughout his life the same
He's battled constantly
This fight he cannot win
A tired man they see
no longer cares
The old man then prepares
To die regretfully
That old man here is me

Chorus:

You labeled me
I'll label you
So I dub the unforgiven

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს