 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პროზა 13 ივნისი, 2011 |
ძაღლებს იმაზე მეტი ესმით, ვიდრე ჩვენ გვგონია
ზამთრის სუსხიან საღამოს, როდესაც გაღუღუნებულ ბუხართან გატრუნული ვიჯექი და სულგანაბული ჩემს საყვარელ წიგნს ემილი ბრონტეს ,,ქარიშხლიან უღელტეხილს ვკითხულობდი’’, უეცრად ძაღლის შემზარავი ყმუილი მომესმა. სწრაფად შემოვიცვი თექის ხალათი და სიცივისაგან დაორთქლილ მინას ხელი გადავუსვი, რომ გამეგო, რა იყო ჯესის ასეთი შეშფოთების მიზეზი. ძაღლი არ ჩანდა ახლო-მახლო, ამიტომ იძულებული გავხდი გარეთ გავსულიყავი და პირველს გამეტკეპნა თოვლიანი გზა, სადაც ჯერ კიდევ არავის გაევლო. - ხომ ყველაფერი კარგადაა? – ვუთხარი ჩემს ძაღლს ჯესის, რომელიც ყველაზე ახლობელ სულიერ მეგობრად მიმაჩნდა და დღესაც იმავეს ვფიქრობ, ყველაფერს დავთმობდი, რომ ახლაც ცოცხალი იყოს, რადგან მხოლოდ ის იგებდა ჩემს გულისტკივილსა და გასაჭირს, ის იზიარებდა ჩემს ყოველ სიხარულსა და სიახლეს, თუმცა ასეთია ბუნების კანონზომიერება: ერთი უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ მეორე მოევლინოს და ისიც არის, რომ ღმერთსაც კარგი უნდა თავისთან (მე სულ მახსოვხარ, ჩემო საყვარელო ჯესი...). ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი, შეშინებულ და გათოშილ ჯესის მოვეფერე, რომელმაც სიყვარულით აღსავსე თვალები შემომანათა იმწამსვე. თვალცრემლიანი ძაღლი იმ ადამიანს მოგაგონებდათ, რომელსაც ახლახან დაეღუპა ახლობელი და დღედაღამ გლოვობს ამის გამო. ჯესი დავამშვიდე და ვცდილობდი, მისი ყურადღება თოვლით დაფარულ ქათქათა გარემოზე გადამეტანა. ისეთი თბილი და მზრუნველი იყო ჩემი მეგობარი, ერთ წამსაც კი არ მტოვებდა მარტო. როდესაც მოწყენილი ვარ და ცხოვრება , პრობლემებითა და გაუგებრობებით დატვირთული, ერთფეროვანი და მომაბეზრებელი მეჩვენება, მაშინ შემოდგომის ერთი წვიმიანი დღე მახსენდება: 9 საათი იქნებოდა (ჩემებს არ უყვარდათ, როცა ახალგაზრდა გოგო გვიან ღამით დადიოდა გარეთ), ჩემმა შეყვარებულმა სახლში მომაცილა. ჩვენ სრულიად განსხვავებული ვიყავით ერთმანეთისაგან, და გრძნობის გარდა, თითქმის არაფერი გვაკავშირებდა. ამიტომ ძნელია, ასეთმა წყვილმა დიდხანს გასტანოს ერთად. მე და ჩემმა შეყვარებულმა სერიოზულად ვიჩხუბეთ. საკმაოდ ბნელოდა უკვე, რადგან შემოდგომაზე, ზაფხულისაგან განსხვავებით, დღე იკლებს და, შესაბამისად, უფრო მალე ღამდება. Uუხარისხოდ გაკეთებული ქუჩები წვიმის დროს იბზარებოდა, სადაც შემდეგ გუბეები დგებოდა. Aახლაც იგივე ხდებოდა, უფრო მეტიც, წვიმისაგან გახარებულ ბაყაბებს ბანკეტი გაემართათ. თავს იწონებდა თითოეული მათგანი თავიანთი საქეიფო დარბაზით, რომლის მაგივრობასაც წვიმის წყლით სავსე გუბე უწევდათ და ვერც კი მამჩნევდნენ იქვე ბარდულზე მჯდომს. მე, აღელვებისგან გონდაკარგულს, არ მინდოდა სახლში წასვლა, ანერვიულებული ვტიროდი, წვიმის წვეთს, რომელიც სახეს მინამავდა და თავიდან ფეხებამდე მთლიანად დამასველა, ჩემი ცრემლი ერეოდა, როგორც პატარა ნაკადული ერთვის ხოლმე მდინარეს და ერთ ლამაზ, ამასთანავე, სრულყოფილ მთლიანობას ქმნიან. ვერც კი დავინახე, როდის მოვიდა ჯესი და გვერდით მომიჯდა: მასაც ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, სლუკუნებდა და ბოლომდე თანამიგრძნობდა. მაშინ ჯესის საქციელმა ჩამაფიქრა და მიმახვედრა, რომ ძაღლს უფრო მეტი ერთგულება შეუძლია, ვიდრე ადამიანთა უმეტესობას. ჯესის გამხიარულების მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ამას ისიც დაემატა, რომ მეზობლის სახლიდან ტირილის ხმა შემომესმა. წითელი აგურით ნაგები ორსართულიანი სახლი, რომელიც ჩვენს უბანს ამშვენებდა, ერთ სათნო და კეთილ ადამიანს, ვანოს, ეკუთვნოდა. მისი ბიჭი ავღანეთში მსახურობდა და თავისი დამსახურებებით საუკეთესოდ წარმოაჩენდა საქართველოს, რომელსაც აგვისტოს ომის შემდეგ მართლაც რომ სჭირდებოდა სამშობლოსთვის თავგამოდებით მებრძოლი ჯარისკაცი. ვანოს შვილს დათას სწამდა, რომ კაცმა, პირველ რიგში, უნდა იცხოვრო არა შენთვის და არა სხვისთვის, არამედ – სამშობლოსთვის. ერთ-ერთი წვრთნის დროს, სადაც ჯარისკაცებს ბომბის განიარაღება და დამნაშავის შეპყრობის ინსცენირება ევალებოდათ, ვანომ შეცდომა დაუშვა ბომბის განიარაღების პროცესში, რამაც საბოლოოდ ახალგაზრდა და მონდომებული ჭაბუკის სიცოცხლე შეიწირა. დათას მომხდარის შესახებ დღეს, ნაშუადღევს, შეატყობინეს, არადა 31 იანვარს ვანო მამასთან ერთად უნდა შეხვედროდა 2011 წლის დადგომას. მამასთას ერთად-მეთქი იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ დედა 5 წლის ასაკში გარდაეცვალა კიბოთი. ვანო მამამ აღზრდა და დიდი ჯაფა გასწია იმისათვის, რომ შვილი ასეთი ვაჟკაცი დამდგარიყო. ახლა კი, ისეთი დღე დაუდგა ვანოს, რომლის მოსწრებასაც არც ერთი მშობელი არ ისურვებდა. ჯესი თვალნათლივ ხედავდა ჩემი მეზობლის სულიერ მდგომარეობას და სწორედ ეს ყოფილა მისი მოუსვენრობის მიზეზი. ჯესი რომ არა, მე იმ საღამოს ვერ გავიგებდი დათას გასაჭირს. ჩემს მეგობარს ძალიან ბევრი კარგი თვისება ჰქონდა. ნათლად არჩევდა, ვინ იყო კარგი და ვინ ბოროტი. 12 წელი იცოცხლა ჯესიმ და ნამდვილად ერთგულად ასრულებდა თავის საქმეს. მე ერთხელაც კი არ მიყვირია ან მიცემია ის: მიყვარდა, როგორც მეგობარი და ჩემი ოჯახის წევრი. მისი სიკვდილის შემდეგ ცუდად ვგრძნობ თავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ, ახლა ცოცხალი იყოს, ისევ გალაღებული თვალებით შემომიცინებდა და გაუხარდებოდა ჩემი ბედნიერება, ეტკინებოდა ჩემი გასაჭირი. ჯესისთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის მზიან დილასთან ასოცირდება, როდესაც ფარდას გადავწევთ და მზის სხივები შემოგვანათებს, რასაც თან სდევს ჩიტის ჭიკჭიკი, რაც საუკეთესო განწყობას გვინერგავს და დილიდანვე კარგ გუნებაზე გვაყენებს. ჯესი, ჩემო ერთგულო მეგობარო, შენი დახმარებით მივხდი, რომ ძაღლებს იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ გვგონია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გაიხარეეე:) გაიხარეეე:)
6. კარგი გოგო ხარ, მომწონს ასეთი ნაწერები, ადამიანის სულს უყურებ მის უკან.შენ კი კამკამა სული გაქვს ასე მგონია.წარმატებები რაც შეეხება შეცდომებს, ნამდვილად გაქვს,მაგრამ ჩაასწორე და ეგაა :) შეცდომები ამ ნაწერს არ აკნინებს კარგი გოგო ხარ, მომწონს ასეთი ნაწერები, ადამიანის სულს უყურებ მის უკან.შენ კი კამკამა სული გაქვს ასე მგონია.წარმატებები რაც შეეხება შეცდომებს, ნამდვილად გაქვს,მაგრამ ჩაასწორე და ეგაა :) შეცდომები ამ ნაწერს არ აკნინებს
5. საერთო ჯამში ძალიან კარგია. ყოჩაღ!!!! საერთო ჯამში ძალიან კარგია. ყოჩაღ!!!!
4. საერთო ჯამში ძალიან კარგია. ყოჩაღ!!!! საერთო ჯამში ძალიან კარგია. ყოჩაღ!!!!
3. გულწრფელი ნაწერია. ასე კარგ ადამიანებს უყვართ ცხოველები. გაიხარე.
ახალ წელს 31 დეკემბერს ხვდებიან. ბობმის განიარაღება არა მგონი,სწორი გამოთქმა იყოს,გაუვნებელყოფა უკეთესი არაა?სეცდომებიცაა გაპარული. გულწრფელი ნაწერია. ასე კარგ ადამიანებს უყვართ ცხოველები. გაიხარე.
ახალ წელს 31 დეკემბერს ხვდებიან. ბობმის განიარაღება არა მგონი,სწორი გამოთქმა იყოს,გაუვნებელყოფა უკეთესი არაა?სეცდომებიცაა გაპარული.
2. @გულის პრანჭვა +1 :დ @გულის პრანჭვა +1 :დ
1. ძაღლებს მეტი ესმით ხშირად, ვიდრე... ძაღლებს მეტი ესმით ხშირად, ვიდრე...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|