ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო მაღრაძე
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2011


არარსებული მიყვარს


მე ახლა მიყვარს...
არარსებული მიყვარს დღეს შენში...
მიყვარს არც ვიცი,
და არც მინდა რამე გავიგიო...
მიყვარს ფიქრები...
ფერწასული ოცნება მიყვარს...
მიყვარს ტაძარი
სიყვარულმა დღეს რომ ამიგო....
ვაღმერთებ გრძნობას,
თაყვანს არ ვცემ ადამიანებს.
ჩემი გონება ხატავს ხშირად
რაღაც იდეალს...
ბეწვის ხიდები მირჩევნია გამძლე ჯებირებს...
და შუა ცეცხლი
ღირსეული თვალების მიღმა...
მე ვხედავ ვნებას...
მას თან ახლავს სიცარიელე...
ერთი ღამისთვის გამეტებულ ღირსებას ვხედავ...
მე ვხედავ გრძნობას...
გადათელიელ სიყვარულს ვხედავ...
სიძულვილს ვხედავ...
სიყავრულს რომ შმაგად ერევა...
მე მიყვარს სევდა...
ჰო, ხანდახან ტირილსაც ვბედავ,
თუმცა ჩემს ცრემლებს ანარეკლი ხედავს სარკიდან,
ამ დროს კი საგნებს,უცხო საგნებს ხელებით ვეძებ...
და ორეული კვლავ იქცევა ათას ნაწილად...
დიახაც მიყვარს...
არარსებული მიყვარს მე უკვე...
ცნობიერებამ მიმიყვანა უცხო ნაპირთან,
ბეწვის ხიდებით არ გავივლი უცნობ ბილიკებს..
და ჩემი გულიც არ იქცევა რაღაც ნაწილად..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები