| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 26 ივნისი, 2011 |
მე კარგად მახსოვს, იდგა მკათათვე და ნარინჯისფერ თავთავებს ვსრესდი, მოფრინდებოდნენ ჩიტები და ანგელოზები და მილოკავდნენ ხელისგულებს მარილიანებს. იდგა საღამო და რძის და პურის თბილი სურნელი ჰქონდა მოცელილ ხორბალს და მივხვდი, ვიყავი ქალი და რომ სამყარო მეძრა მუცელში.
ვაკვირდებოდი ყოველ ფართხალს, ყოველ ჩამი-ჩუმს, იფოთლებოდნენ მაშინ უკვე ჩემი მკლავები და მე ვყვაოდი, როგორც მარტში ყვავის ვაშლის ხე და ფესვებიც კი გავიდგი მაშინ მიწაში. მიწას ჰქონდა მოტკბო სურნელი და ოხშივარი ასდიოდა შენზე ფიქრების , მე , მზე და მიწა და თავთავით სავსე ყანები ვიმეორებდით, როგორც ლოცვას, როგორც გაკვეთილს, სამყაროს სუნთქვას და ქარში გაშლილ თმებს ვატანდი მოკითხვას შენთან. . .…
შენ, როგორც ნავი გაშლილ ზღვაში, ან როგორც ღუზა, თავმისაყრდნობად ეძებდი ნაპირს და ყანის ღელვა ტალღებთან ერთად იმეორებდა ჩვენს გულის წადილს. გიწვდიდი მკლავებს, როგორც სანიშნეს, ან როგორც აკვანს მშვიდი ძილისთვის, მე მქონდა ძალა, რადან ვიშვილე მოხეტიალე ყველა ყმის ნება და დიდხანს, დიდხანს მშვიდად გიცდიდი. . .…
მე მქონდა ძალა-ფესვით მიწაში და ცაში აჭრილ ნატვრის ტოტებით, მოფრინდებოდნენ ჩიტები და ანგელოზები და ჩემს მკლავებზე იკეთებდნენ ფერად ბუდეებს და მე ვიყავი სულ ყველაზე ლამაზი,მაშინ, რადგანაც მუცლით მთელ სამყაროს დავატარებდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ჩიტი რომელიც ილიკება :| ამის მერე რატომ უნდა წავიკითხო? :| - ეს თავიდან შუისკენ მომწონდა და ბოლოს დავიღალე. ჩიტი რომელიც ილიკება :| ამის მერე რატომ უნდა წავიკითხო? :| - ეს თავიდან შუისკენ მომწონდა და ბოლოს დავიღალე.
25. ძალიან კარგია :)
ძალიან კარგია :)
23. ძალიან ძალიან მომეწონა +2 ძალიან ძალიან მომეწონა +2
22. მე მქონდა ძალა-ფესვით მიწაში და ცაში აჭრილ ნატვრის ტოტებით, მე მქონდა ძალა-ფესვით მიწაში და ცაში აჭრილ ნატვრის ტოტებით,
21. მშვენიერია... 5 მშვენიერია... 5
20. არც მე მქონდა წაკითხული. ძალიან კარგი ლექსია. კარგია რომ თავფურცელზეა . :) წარმატებები :)
+ 5 არც მე მქონდა წაკითხული. ძალიან კარგი ლექსია. კარგია რომ თავფურცელზეა . :) წარმატებები :)
+ 5
19. არ მქონდა წაკითხული შესანიშნავი ლექსია
5 არ მქონდა წაკითხული შესანიშნავი ლექსია
5
18. ბრავო კესო! :-* მადლობა "ჯგუფს", ასეთი გემრიელი ლექსები რომ დამახვედრა და დღე გამილამაზა! :) ბრავო კესო! :-* მადლობა "ჯგუფს", ასეთი გემრიელი ლექსები რომ დამახვედრა და დღე გამილამაზა! :)
17. ულამაზესი...55555 ულამაზესი...55555
16. და მე ვიყავი სულ ყველაზე ლამაზი,მაშინ, რადგანაც მუცლით მთელ სამყაროს დავატარებდი.
ორსული ქალის ოდისეა... და მე ვიყავი სულ ყველაზე ლამაზი,მაშინ, რადგანაც მუცლით მთელ სამყაროს დავატარებდი.
ორსული ქალის ოდისეა...
15. და მე ვიყავი სულ ყველაზე ლამაზი,მაშინ, რადგანაც მუცლით მთელ სამყაროს დავატარებდი.
ორსული ქალის ოდისეა... 5–იანი შენ და მე ვიყავი სულ ყველაზე ლამაზი,მაშინ, რადგანაც მუცლით მთელ სამყაროს დავატარებდი.
ორსული ქალის ოდისეა... 5–იანი შენ
14. კარგი ლექსია უდავოდ... +2 კარგი ლექსია უდავოდ... +2
13. ნამდვილი პოეზიის სურნელი ასდის ამ ლექსს, სახეების და ფერთა სიუხვეა, ერთი სიტყვით, სავსე ლექსია და მიუხედავად ამისა, მე თქვენს ადგილზე ცოტა რამეს შეველეოდი... 5 ნამდვილი პოეზიის სურნელი ასდის ამ ლექსს, სახეების და ფერთა სიუხვეა, ერთი სიტყვით, სავსე ლექსია და მიუხედავად ამისა, მე თქვენს ადგილზე ცოტა რამეს შეველეოდი... 5
12. რაო, როგორ ამბობს დარბაისელი? სათავფურცელეაო, ხომ? :) მდიდარი ლექსი! რაო, როგორ ამბობს დარბაისელი? სათავფურცელეაო, ხომ? :) მდიდარი ლექსი!
11. გიწვდიდი მკლავებს, როგორც სანიშნეს. გიწვდიდი მკლავებს, როგორც სანიშნეს.
10. იშვიათი სისავსე და გულწრფელობა, როგორც ყოველთვის...
და კიდევ რაღაც, მხოლოდ თქვენი :)
იშვიათი სისავსე და გულწრფელობა, როგორც ყოველთვის...
და კიდევ რაღაც, მხოლოდ თქვენი :)
9. და მე ვიყავი სულ ყველაზე ლამაზი,მაშინ, რადგანაც მუცლით მთელ სამყაროს დავატარებდი. ეს კარგიაა...მეც სულ მინდა დავწერო რაღაც ამ თემაზე და არ გამომდის....ჩენ 5 და მე ვიყავი სულ ყველაზე ლამაზი,მაშინ, რადგანაც მუცლით მთელ სამყაროს დავატარებდი. ეს კარგიაა...მეც სულ მინდა დავწერო რაღაც ამ თემაზე და არ გამომდის....ჩენ 5
7. მომწონს გარედან წავიკითხე დღეს ეს ლექსი,მგონი ცოტა შეცვლილია?იმხელა დაშორებები რომ აღარაა კარგია მოკლედ + მომწონს გარედან წავიკითხე დღეს ეს ლექსი,მგონი ცოტა შეცვლილია?იმხელა დაშორებები რომ აღარაა კარგია მოკლედ +
6. ხვავრიელი ლექსია, სავსე შეგრძნებებით და საოცრად ქალურია . მახსოვს ეს ლექსი ქეთ , არ ვიცი საიდან მაგრამ მახსოვს :) მოგიკითხე, იქეთ კვირაში შევხვდეთ :-* ხვავრიელი ლექსია, სავსე შეგრძნებებით და საოცრად ქალურია . მახსოვს ეს ლექსი ქეთ , არ ვიცი საიდან მაგრამ მახსოვს :) მოგიკითხე, იქეთ კვირაში შევხვდეთ :-*
5. ცოოტა მეც გაწელილი მეჩვენება.... ხანდახან რაღაცას, თუნდაც კარგს, უნდა შეელიო...სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.....:) ლამაზია...ხატოვანი.... განსაკუთრებით ფინალი....
,,მე მქონდა ძალა-ფესვით მიწაში და ცაში აჭრილ ნატვრის ტოტებით, მოფრინდებოდნენ ჩიტები და ანგელოზები და ჩემს მკლავებზე იკეთებდნენ ფერად ბუდეებს და მე ვიყავი სულ ყველაზე ლამაზი,მაშინ, რადგანაც მუცლით მთელ სამყაროს დავატარებდი.'' :) ცოოტა მეც გაწელილი მეჩვენება.... ხანდახან რაღაცას, თუნდაც კარგს, უნდა შეელიო...სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.....:) ლამაზია...ხატოვანი.... განსაკუთრებით ფინალი....
,,მე მქონდა ძალა-ფესვით მიწაში და ცაში აჭრილ ნატვრის ტოტებით, მოფრინდებოდნენ ჩიტები და ანგელოზები და ჩემს მკლავებზე იკეთებდნენ ფერად ბუდეებს და მე ვიყავი სულ ყველაზე ლამაზი,მაშინ, რადგანაც მუცლით მთელ სამყაროს დავატარებდი.`` :)
4. madloba, dima. namdvilad Wirdeboda mowesrigeba, pirdapir gadmovitane sxva saqaRaldidan da aRar davakvirdi, rogor gadmovida...:) madloba, dima. namdvilad Wirdeboda mowesrigeba, pirdapir gadmovitane sxva saqaRaldidan da aRar davakvirdi, rogor gadmovida...:)
3. გრაფიკულად მოაწესრიგეთ, ასე არააღქმადია. გრაფიკულად მოაწესრიგეთ, ასე არააღქმადია.
2. ვერ დაგეთანხმები ქალბატონო ხათუნა.
ისეთი სიტუაციაა აღწერილი როცა ცხელა ,შესაბამისად ადამიანის ოფლი ხელისგულზე არის მარილიანი თუ პირდაპირ მივუდგებით,თუ არადა და საკმაოდ კარგი ალეგორიაცაა.
ვფიქრობ ტექსტი გაწელილია,ერთი და იგივე რამე მეორდება.
მომწონს პასაჟები.
5. ვერ დაგეთანხმები ქალბატონო ხათუნა.
ისეთი სიტუაციაა აღწერილი როცა ცხელა ,შესაბამისად ადამიანის ოფლი ხელისგულზე არის მარილიანი თუ პირდაპირ მივუდგებით,თუ არადა და საკმაოდ კარგი ალეგორიაცაა.
ვფიქრობ ტექსტი გაწელილია,ერთი და იგივე რამე მეორდება.
მომწონს პასაჟები.
5.
1. ,,...ანგელოზები
მილოკავდნენ ხელისგულებს მარილიანებს" ძალიან უხეში სახეა...უშველეთ რამე, თუ რა თქმა უნდა, მეთანხმებით. წარმატებებს გისურვებთ!!!
,,...ანგელოზები
მილოკავდნენ ხელისგულებს მარილიანებს" ძალიან უხეში სახეა...უშველეთ რამე, თუ რა თქმა უნდა, მეთანხმებით. წარმატებებს გისურვებთ!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|