ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პოეზია 17 ივლისი, 2011
= ქვიშის დიუნები =
სანამ დიუნების დათვლას დაიწყებ _ სანამ ხორკლიან სხეულზე შემოხვიე ხელი_ იმაზე დაფიქრდი, რამდენ ხანს იქროლა ქარმა, ქროგორ იმუშაკა_ მოექსოვა ქვიშის რიდე_ შენი ორივ თვალის ასახვევი. ზოგს სახე ამოუნაკვთა, ზოგს – კიდური და მერე ღიმილიც ასწავლა. მიგაჩვევინა თვალი და გული_ ყოველ წამობერვაზე ნაკლებ რომ გტკიოდეს ვ ე რ მ ხ ე დ ვ ე ლ ო ბ ა. მოგაჩვია და მოგაწონა მიწის ფერი, რათა ვერ ნახო... ვერ დაინახო – ც ა!
ზიხარ... ზიხარ და ხაზავ წრეებს მიწაზე და არ კი იცი, რომ მხრჩოლავ ქვიშაში ჩახატულ სახებებს ვიღაცამ გამადიდებელი შუშიდან დახედა და დაარქვა ნასკას უდაბნო სხვა ვერმხედველთა ცრურწმენების გასაღვიძებლად.
სანამ დიუნების ათასი ჭრელი გველით დაგესლილ კალთებს შემოირტყამ _ სანამ მათი სიზმარეული კონტურები ცხადად გექცეოდეს _ დაფიქრდი. დაფიქრდი იმაზე, რისთვის გაგაღიმა და რატომ ამოგივსო ქვიშით პირი ქარმა! შეგაჩვია და მოგაწონა მიწის გემო. რათა ვეღარ თქვა – ს ი ტ ყ ვ ა!
ზიხარ... ზიხარ და აგორებ კოჭს მიწაზე და ვერ კი ამჩნევ, შენს სათამაშო ქვებს ვიღაცამ როგორ დახედა გამადიდებელი შუშიდან და დაარქვა ¬ სთოუნჰენჯი_ სხვა ვერმეტყველთა ცრურწმენების გასამართლებლად.
სანამ მნათობი წვეთ–წვეთად ჩაიღვრება, სანამ გორაკს მიღმა დასცემს კარავს, სანამ დიუნებს მონაბერი ჰაერის მელოდია წამოსცდებათ _ დაფიქრდი იმაზე, რატომ დაგიხშო სმენა ქარმა, მოგაწონა და მოგაწვდინა ქამანდივით მოქნეული სისინი და არ განებებს გესმოდეს ვულკანის ყელიდან ამოხეთქილი – ხ მ ა!
ზიხარ... ზიხარ და ქვისგან ყურმოჭრილ ფიგურებს თლი და არ კი იცი, რომ ვიღაცამ შენს ქმნილებებს გამადიდებელი შუშით დახედა და დაარქვა პასექის კუნძულის ძეგლები სხვა ვერმსმენელთა ცრურწმენების მტკიცე დასტურად!
სანამ შენ ფიქრობ... ...დაბეროს ნესტოები და დაჰბეროს სამუმმა მტვრის მოხეტიალე ფიგურებში დაგანახოს ყოველი შემხვედრი ცდუნება, რომელზეც უარი ვერ თქვი!
შენ ერთი ხარ – კაცობრიობის Curriculum Vitae. შენ შენი შესცოდე_ დედამიწას, კი უზარმაზარი დააჩნდა ლაქა.
მაგრამ... ახლა რომ მოხვიდე... პეშვით მომიტანო ცოდვის და ქვიშის მარცვლები, ეგ ხომ იგივეა, _ ფინიკი ბასრაში წაიღო გასაყიდად!
არ მეჩვენება, რომ ჩემი ინფორმაცია უსარგებლო იყო. ისე, მგონი დიუნები არ იცი რა არის. უდაბნოში დიუნები კი არა, ბარხანებია(დიუნები ქვიშის გორებია, რომელიც მდინარის, ზღვის სანაპიროებზე წარმოიქმნება).

არა,ქეთიიიეე, არ ეჩხუბო :D ადამიანმა "კამპლიმენტი" გამიკეთა - აღნიშნა რაა, რომ ჩემი ნაწერებით მიღებული შთაბეჭდილება კაკ მინიმუუუმ ნახევარი თვე მიჰყვება მკითხველს ჩემსას.
შაკიტო, შენ რამდენიც არ უნდა სთქუუუა აქ, მე არ ვიცი როგორა ვსწერამ? პა ტვოემუ, ეგ არ მეცოდინება?! :D
ისე, კი დავინტერესდი, ამასობაში - რა გაიგე შენ ამ ნაწერში და გაგების შემდგომად, რა არ მოგეწონა , კონკრეტულად :D

რაო ნათიაოოოოოო... შაკოს პრემია ეკუთვნის შუაწელამდე მიუღწევია... ამ სიცხეში მხოლოდ სათაურს თუ შეხედავს კაცი... და ქვიშის დიუნების დანახვაზე ფეხს როგორ-ღა შეადგამს?... იცით რა ტემპერატურა აქვს 16:30 წუთზე ქვიშას უდაბნოში? ყოჩაღ შაკოს გაძლებისთვის და გმირობისთვის... დასასრული მირაჟად მოეჩვენა და აღარ განაგრძო რახან-რუხუნი, სწორედაც მოქცეულა :)) :)) :)) :))
მოვითხოვ ცივ-ცივ სათაურებს =))

შაკო, ასე ვარახუნებ მე სიტყვებს, საერთოდ მიყვარს რახუნი. რახუნური მიმდინარეობის დედამთავარი ვარ :D ისე, შუიდან რომ მიატოვე კითხვა, მაგაზე გავფითრდი. ახლაც გაფითრებული ვარ :D ფითრი მჭირს, არადა ძლივს გავირუჯე :D
მუხას, მადლობა.

დაფიქრდი იმაზე, რატომ დაგიხშო სმენა ქარმა, მოგაწონა და მოგაწვდინა ქამანდივით მოქნეული სისინი და არ განებებს გესმოდეს ვულკანის ყელიდან ამოხეთქილი – ხ მ ა!
წინ ხარ წასული, ძალიან წინ. ეს პოეზიაა. ცოტა გაწელილი მეჩვენა თხრობა და ადგილ-ადგილ სლიშკამ მოიბანალურებს თორე სხვა მხრივწესრიგშია ყველაფერი. პატივისცემითა და მოწიწებით კი არადა მერე გეტყვი:) :-*

კარგია. აზრი, იდეა, განხორციელება და სათქმელიც ჩადრს მიღმა.
სანამ დიუნების დათვლას დაიწყებ _ სანამ ხორკლიან სხეულზე შემოხვიე ხელი_
"სანამ" ის სიტყვა არ არის რომელიც გჭირდება. უნდა იყოს "მანამ" . ფინალში გამართლებულია. და კიდევ, რამოდენიმე ადგილას ძალიან არასწორად წერია სასვენი ნიშნები.
საერთო ჯამში კარგი ნაწერია. 5
კარგია. აზრი, იდეა, განხორციელება და სათქმელიც ჩადრს მიღმა.
სანამ დიუნების დათვლას დაიწყებ _ სანამ ხორკლიან სხეულზე შემოხვიე ხელი_
"სანამ" ის სიტყვა არ არის რომელიც გჭირდება. უნდა იყოს "მანამ" . ფინალში გამართლებულია. და კიდევ, რამოდენიმე ადგილას ძალიან არასწორად წერია სასვენი ნიშნები.
მიგაჩვევინა თვალი და გული_ ყოველ წამობერვაზე ნაკლებ რომ გტკიოდეს ვ ე რ მ ხ ე დ ვ ე ლ ო ბ ა. მოგაჩვია და მოგაწონა მიწის ფერი – რათა ვერ ნახო... ვერ დაინახო – ცა ისე კარგად იწყება...მოგინდება ბოლომდე ჩაჰყვე...:-*
ლაპარაკია ადამიანის სიბრმავეზე და ღვთის დიდ სიყვარულზე... ადამიანს მართებს დაფიქრება ბევრ რამეზე...იმაზე თუ რატომა აქვს დახშული სმენა და რატომ ესმის მარტო სისინი...ან რატომა აქვს პირი სავსე და ვერ ამბობს ჭ ე შ მ ა რ ი ტ სიტყვას... ძალიან დამაფიქრებელი და ღრმა ხედვაა...555555

მაგრამ, არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ქ-ნ ჯ ი ნ ა ს. - ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, როცა ვხედავ, რომ დაინახეს და ამოიცნეს ნააზრალი.
დადუ, საყურადრებო შენიშვნებია. ოდესმე მოვუბრუნდები ამ ნაწერს უცხო თვალით და ყურით.
კიდევ ერთხელ, გმადლობთ...
დიდზე დიდი მადლობა ყურადღებისთვის ყველას.
მაგრამ, არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ქ-ნ ჯ ი ნ ა ს. - ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, როცა ვხედავ, რომ დაინახეს და ამოიცნეს ნააზრალი.
დადუ, საყურადრებო შენიშვნებია. ოდესმე მოვუბრუნდები ამ ნაწერს უცხო თვალით და ყურით.
საინტერესო იყო, როგორც ჯუჯა, მაგრამ მაინც აკლია რაღაც, ძალიან მონოტონურია, თანაც ტექსტიც ვრცელია და ეს მონოტონურობა აღქმადობას აფუჭებს. შენიშვნებიც მაქვს:
სანამ დიუნების დათვლას დაიწყებ _ სანამ ხორკლიან სხეულზე შემოხვიე ხელი_ <<---- აქ წესით "სანამ შემოხვევ" უნდა იყოს არა? იმაზე დაფიქრდი, რამდენ ხანს იქროლა ქარმა, ქროგორ იმუშაკა_ მოექსოვა ქვიშის რიდე <<--- აქ კი, "იმუშაკა" რაღაც ძალიან საბჭოთა ტერმინივით ჟღერდა :|
მე კობო აბე გამახსენა

ცხოვრება მირაჟია ისეთივე, როგორ მირაჟს ქმნის ქვიშის დიუნები და ის წარმოსახვა, რაც ეუფლება იქ ადამიანს...
"სანამ დიუნების დათვლას დაიწყებ _ სანამ ხორკლიან სხეულზე შემოხვიე ხელი_ იმაზე დაფიქრდი, რამდენ ხანს იქროლა ქარმა, ქროგორ იმუშაკა_ მოექსოვა ქვიშის რიდე შენი ორივ თვალის ასახვევი..."
ჰოდა, მირაჟი ხშირად გატყუებს – გაიძულებს უფრო ღრმად იაზროვნო – ნასკას საიდუმლოსაც რომ ჩაწვდე და შინაგანი სამყაროს იდუმალებასაც, რომელიც არანაკლებ იდუმალია, ვიდრე გარესამყარო, რამეთუ თითოეული მიკროსამყაროა – მაკროსამყაროს ანარეკლი...რომ გაიაზრო...
"...დაფიქრდი იმაზე, რისთვის გაგაღიმა და რატომ ამოგივსო ქვიშით პირი ქარმა! შეგაჩვია და მოგაწონა მიწის გემო. რათა ვეღარ თქვა – ს ი ტ ყ ვ ა!" რა ვიცი, ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა.! აზროვნებს ეს ავტორი – საინტერესოდ, არაორდინალურად!..

მე "გველის პერანგი" მომაგონა, თუმცა კი ვერ ავხსნი რატომ... რატომღაც... ეს რაღაც ახალია შენთან, ნათ... წრმატებები!
"დაფიქრდი იმაზე, რისთვის გაგაღიმა და რატომ ამოგივსო ქვიშით პირი ქარმა! შეგაჩვია და მოგაწონა მიწის გემო. რათა ვეღარ თქვა – ს ი ტ ყ ვ ა!" - ეს განსაკუთრებულად მომეწონა...
+5