ისევ ჩამოწვა უკუნი ღამე მბჟუტავი ცეცხლიც სადღაც გამქრალა, თითქოს დიდი ხნის ტილოს ვუყურებ სადაც ხაზები უკვე გამკრთალდა.
მხოლოდ ციბეცე, გაურკვევლობა, მომავლის შიში, მელანქოლია მე ცარიელი ოცნება დამრჩა და ისიც შენგან წამომყოლია.
ვერ გავიარე გზაჯვარედინი, არ ვიცი საით, როგორ წავიდე, იქნება უფრო მეტად დაგცილდე არ მინდა ბოლო ზღვარს გადავიდე.
მე ყველაფერი არაფრად მიღირს და ჩემთვის ესეც ყველაფერია. მე შენ მიყვარხარ, მხოლოდ ეს ვიცი, ვიცი რომ შენთვის არაფერია.
იცი?! იმედიც მოკვდა ლოდინის, ვიცი, სიმართლე არ გავიგონე. მე იდეალად გხატავდი მუდამ უკვე მჯერა, რომ გამოგიგონე.
შენ რეალურად არ არსებობდი წარსულის მხოლოდ თეთრი ლანდი ხარ, მეშ დარჩეს ასე, ჩემს სამყაროში მე ბულბული ვარ, შენ კი ვარდი ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბელლა კი ლამაზს ნიშნავს მაგრამ :( ბელლა კი ლამაზს ნიშნავს მაგრამ :(
3. იმ დღეს ღრმად პატივცემული დიმიტრი ბახუტაშვილი, ჩემთან, სახშლი ფურცლავდა "ქართული საბჭოთა პოეზიის ანთოლოგიას"(წითელს), ხოდა იპოვა კოწია ლორთქიფანიძის ოცდაათიან წლებში დაწერილი ერთი ლექსი, სახელწოდებით "მერი" და მის აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა, "არტისტულ ყვავილებში" შესული "მერის" მერე ლექსს ეს სახელი რა სინდისით უნდა დაარქვაო(ცნობისთვის, კოწია ლორთქიფანიძე უსინდისო იყო), ეს ლოგიკური რეაქცია იყო ბატონი დიმიტრის მხრიდან ჩვენის მიხვედრილობით.
აქ არაფერშუაშია ეს ისტორია, უბრალოდ გამახსენდა და ავტორისადმი პატივისცემით და ბოდიშის მოხდით, ჩემს მოკრძალებულ აზრს დავაფიქსირებ: შეიძლება რეალური პიროვნებაა ამ ლექსის ადრესატი და როცა ბელა გიყვარს, ნანაზე ხომ არ დაწერ, ეს გასაგებია, უბრალოდ ამ სახელწოდების ლექსის ნახვისას, მკითხველს რეზო გეთიაშვილის რამდენიმე ლექსი გაახსენდება ულაპარაკოდ, ხოდა ხსენებული ლექსების მერე, "ბელაზე" დაწერილი ლექსი ძალიან მაგარი უნდა იყოს, რომ იმ ლექსების ჩრდილში არ მოექცეს სამარადჟამოდ:)
ეს მინდოდა მეთქვა.
წარმატებებს ვუსურვებ ავტორს სიყვარულში და შემოქმედებით საქმიანობაში:) იმ დღეს ღრმად პატივცემული დიმიტრი ბახუტაშვილი, ჩემთან, სახშლი ფურცლავდა "ქართული საბჭოთა პოეზიის ანთოლოგიას"(წითელს), ხოდა იპოვა კოწია ლორთქიფანიძის ოცდაათიან წლებში დაწერილი ერთი ლექსი, სახელწოდებით "მერი" და მის აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა, "არტისტულ ყვავილებში" შესული "მერის" მერე ლექსს ეს სახელი რა სინდისით უნდა დაარქვაო(ცნობისთვის, კოწია ლორთქიფანიძე უსინდისო იყო), ეს ლოგიკური რეაქცია იყო ბატონი დიმიტრის მხრიდან ჩვენის მიხვედრილობით.
აქ არაფერშუაშია ეს ისტორია, უბრალოდ გამახსენდა და ავტორისადმი პატივისცემით და ბოდიშის მოხდით, ჩემს მოკრძალებულ აზრს დავაფიქსირებ: შეიძლება რეალური პიროვნებაა ამ ლექსის ადრესატი და როცა ბელა გიყვარს, ნანაზე ხომ არ დაწერ, ეს გასაგებია, უბრალოდ ამ სახელწოდების ლექსის ნახვისას, მკითხველს რეზო გეთიაშვილის რამდენიმე ლექსი გაახსენდება ულაპარაკოდ, ხოდა ხსენებული ლექსების მერე, "ბელაზე" დაწერილი ლექსი ძალიან მაგარი უნდა იყოს, რომ იმ ლექსების ჩრდილში არ მოექცეს სამარადჟამოდ:)
ეს მინდოდა მეთქვა.
წარმატებებს ვუსურვებ ავტორს სიყვარულში და შემოქმედებით საქმიანობაში:)
2. ბანალური, აზრობრივი შეუსაბამობით, გაუმართავი ლექსიკით... ბანალური, აზრობრივი შეუსაბამობით, გაუმართავი ლექსიკით...
1. ეს ლექსი ადრეც წავიკითხე......... ეს ლექსი ადრეც წავიკითხე.........
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|