ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული007
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2011


შენ სიყვარული... ალბათ იპოვე, მე კი დავკარგე, შენს გაშლილ თმაში...

ღმერთმა შეხედა მარტოსულ ადამს,
ედემის ბაღში კენტად დარჩენილს,
ვერსად ეპოვა მსგავსი ვერავინ,
სევდა შეატყო, მისგან გაჩენილს

უნდოდა ადამს, სხვა, მისი მსგავსი
ეძებდა, მაგრამ ვერსად ხედავდა,
გული სტკიოდა, უნდოდა ეთქვა,
ეთხოვა, მაგრამ თქმას ვერ ბედავდა

ჩვენ, უმეცარნი ამას ვერ ვხვდებით,
რომ ღმერთმა იცის რასაც არ ვამბობთ,
ხშირად არ გვინდა გვესმოდეს მისი,
უშნოდ ვმკრეხელობთ, ღმერთთან ვკამათობთ...

ძილი მოჰგვარა ადამს უფალმა,
სევდის ცრემლებით აუვსო თვალი...
შემდეგ აართვა ბრთხილად ნეკნები
და შექმნა, მისი ოცნების ქალი.

ღმერთს უმადლოდა ადამი, ევას.
ძლიერ მკლავებს რომ შეფარებოდა
მისთვის შექმნილი, მისივე ნეკნით
თავდავიწყებით შეყვარებოდა...

ასეა, როცა ვინმე გაჩნდება,
ღვთის ნებით მისთვის მეწყვილე ჩნდება,
მაგრამ ძნელია იპოვი იგი
თუმცა ხანდახან ჰო! ასეც ხდება.

მე შენ გიპოვე, ვიცი რომ ის ხარ.
ჩემთვის შექმნილი არსება, ცაში
შენ სიყვარული... ალბათ იპოვე,
მე კი დავკარგე, შენს გაშლილ თმაში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები