ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული007
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2011


მე მაშინ მივხვდი რა მიყვარს შენში...

მე გიყურებდი, შენ ლოცულობდი.
თავსაბურავში ღვთისმშობელს გავდი.
ნაზი, ყველასგან გამორჩეული
როგორც ბარხატისფურცლება ვარდი.

შენ ლოცულობდი, სევდის ასულო
შენი ცხოვრებით ნაწყენი ღმერთზე
მე კი ვიდექი და არ ვიცოდი
ხატზე მელოცა კარგო, თუ შენზე


მერე ერთ წამში გაქრა სულ ყველა
მხოლოდ შენ დარჩი, კელაპტრით ხელში
მე უშენობა არ შემიძლია
მე მაშინ მივხვდი რა მიყვარს შენში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები