ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული007
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2011


ჰოდა უფალმა წაართვა ფრთები.

ერთხელ, ლამაზმა ღვთის ანგელოზმა,
გედის ფრთები რომ შვენოდა ტანზე,
გადაიფიქრა მუდამ ცად ყოფნა
და მიეახლა მამა ღმერთს ტახტზე

უთხრა მან უფალს, ნუ გამიწყრები.
მინდა მიწაზე ვიცხოვრო ახლა
მინდა მეც ვიგრძნო რა არის შიში,
მინდა გავიგო რა არის ტანჯვა.

უფალო! ვიცი სიყვარულია
ქვეყნად ყველაზე ძვირფასი გრძნობა
მას ემონება ადამიანი.
მასზე კიდია დობა და ძმობა

ღვთის სიყვარულით ნათენებ ღამეს
მათ გულებს ავსებს ამ გრძნობით ლოცვა
მაგრამ მას თან სდევს მრავალი სისხლი
ადამიანთა უმიზნო ხოცვა,


სამ დღეს მოგცემო, უთხრა უფალმა
წადი და ლაღად გაშალე ფრთები,
სამი დღის შემდეგ მითხარი მხოლოდ
ცად ბრუნდები, თუ მიწაზე რჩები.

ტანჯულთა ცოდვით ზეცა ტიროდა,
მართლა, ხანდახან ასეც ხდებოდა
რომ ანგელოზი, მიწას ჩასული
უბრალო მოკვდავს შეყვარებოდა.

ძილ გატეხილი და არეული
მოკვდავი წერდა მასზე, ხატავდა
ძლიერ უყვარდა და ამ სიყვარულს
ცაში ოქროსფერ ძაფით ქარგავდა...

ღმერთს შეესმინა მოკვდავის თხოვნა
მწველი ცრემლებით ასული ცაზე.
მან დაულოცა გულწრფელი გრძნობა
და ანგელოზი უძღვნა მიწაზე.

მაგრამ, ეშმაკი რის ეშმაკია,
თუ არ არია, გულების გზები..
ანგელოზს, სულ სხვა შეყვარებოდა
ჰოდა უფალმა წაართვა ფრთები.

ასე გიხილე პირველად კარგო,
და მაშინ გახდი ჩემი ცხოვრება,
მაგრამ წახვედი, სხვა შეიყვარე,
მე კი, უშენოდ რა მეცხოვრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები