 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2011 |
ნინო დარბაისელი
სახლი კაკალქვეშ - - - - -- - - -
ვეღარ ვინიშნებ ამ კაკლისხით სოფლის თავიდან ჩვენს ეზო-კარს ვეღარასოდეს! აღარ იტყვიან, რომ დიდი პაპის ბრალი იყო, რომ აიხირა სიკვდილის წინ, ჩვენი სახლისთვის ახალი ნერგი გვერდით მოერგო, თითქოს-და ოჯახს ქვემო კაკალი ეცოტავა, დიდედაჩემმაც: იმის სახელზე იზარდოსო, თითქოს დაზრდილი, მოსახელე შვილიშვილები არა ჰყოფნიდა.
მერე, კაკალმა როგორ იცის! - - თავით ცას უწევს, სიგანეზე - ტოტებგაშლილი მთელ არემარეს ეპატრონება. თავის ძირში კი, ხე რა არის, ბალახ-ბულახსაც არ ახარებს. ხოლო მიწისქვეშ მსხვილ-მსხვილ ძარღვებს ისე გაიდგამს, სახლის საძირკველს ლამის ძირი აუტრიალოს. დღისით მთა-გორებს ეზომება, ღამით - შრიალსაც მიანელებს, ზედ დაგბუბუნებს საცრისოდენათვალებიანი.
როცა ისხამდა, ქარიანში დახუნძლულ ტოტებს ჩვენს კრამიტებზე რაკა-რუკი გაუდიოდა, ჩვენ კი წენგოთი შეღებილი გვქონდა ტუჩები, მტვრევაში ცერებდაბეჟილებს ენა, იმის ნედლი წვენით დასიებული პირში რომ აღარ გვეტეოდა, მოსაშუშებლად უფროსები თხის რძეს გვასმევდნენ.
ამ გაზაფხულზე დასცემია უეცრად მეხი და კიდევ კარგი, მეხმა თავსხმაც მოიყოლია, ცეცხლადქცეული მთელ მიდამოს გადაბუგავდა. შუა ივლისში - ისევ ბოლავს წყნარად, თავისთვის, ზოგან ფოთოლიც გამოუბამს, ღია ფესვებზეც, აქა-იქ ისევ ცოცხალია ამონაყარი, მაგრამ რა გზაა! მოსაკითხად გადმოსულებმა შინაურულად დაგვარიგეს, საშიშიაო, ხვალ ხისმჭრელებსაც მოგვიყვანენ.
უკვე ღამეა. ამ მთის ჰაერმა დაცდა იცის, პლედს მოვისხამდი, მაგრამ ჭერიდან წრუწუნების ისმის ფხაკუნი, რასაც ხელს ახლებ, ყველგან თაგვის ცურცლი მოგყვება. ფეხს აქ რომ დადგამ, იატაკი - იქით ჭრიალებს, თითქოს შენ კი არ დადიოდე, წამოიშალნენ მკვდრები სოფლის სასაფლაოდან, აქეთ დაიძრნენ...
არ მეშინია, მე არაფრის არ მეშინია! არ მეშინია, მე არაფრის არ მეშინია!
ხვალ ადრიანად დავუყვები, რომ ოთახებში წლით ნაგუბარი მარტოობა გავამზეურო, გადასაყრელი - გადავყარო, და რაც დამრჩება, თვალმისავალად დავხეხო და დავაკრიალო...
ჭიშკრიდან ისმის შემთვრალების: - რა ბაღი იყო, ნაკურკალზეც რომ ბალ-ატამი ამოდიოდა! - ხედავ, ჩვენშუა ეს ღობე როგორ მორღვეულა? - გაგიველურდათ იასამანი, ნამყენმა ვარდმაც კოკრის ადგილას ასკილები გამოიტანა. - როგორ აგიხსნა, შეჩვეული საყვარელივით აღარც მინდა, აღარც მეთმობა, მაგრამ შევხედავ, თუ გამოუჩნდა კარგი მყიდველი... - ოღონდ შორისთვის ნუ გადადებ, ეზოში ერთი ფარღალალა ქოხიც რომ გედგეს, სახლიან მიწას მუშტრის თვალში მეტი ფასი აქვს.
''თბილისთან ახლო, (47 კილომეტრი), პატარა სახლი, ბელეტაჟზე, დიდი აივნით, ბუხრით და მარნით. ეზო - 1000 კვადრატული, ხეხილის ბაღი - მხსმოიარე''.
თუ გადააწყდეთ ვინმე მსურველს, ასე უთხარით, რომ ნამყოფი ხართ, ნახვადაც არ ღირს, და რაც წერია, - - მოგონილია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ეს ადრეც წავიკითხე და მოვიწონე :) ეს ადრეც წავიკითხე და მოვიწონე :)
12. "იყიდება საქართველო"... 5 "იყიდება საქართველო"... 5
11. სასაცილოა ამ ნაწერზე კომენტარების რაოდენობა.
ჩასაკვნეტი ლექსია.
ნეტა უკეთესს რას კითხულობთ. სასაცილოა ამ ნაწერზე კომენტარების რაოდენობა.
ჩასაკვნეტი ლექსია.
ნეტა უკეთესს რას კითხულობთ.
10. ამის დამწერზე გულმოსულიც ვერ იტყვი აუგს :) ამის დამწერზე გულმოსულიც ვერ იტყვი აუგს :)
9. რა ვთქვა? თითქოს არს კარგი... და გამახსედნა ,,ალუბლის ბაღი,, :) რა ვთქვა? თითქოს არს კარგი... და გამახსედნა ,,ალუბლის ბაღი,, :)
8. moqmedebs mkitxvelze.e.i. kargia
moqmedebs mkitxvelze.e.i. kargia
7. ძ ა ლ ი ა ნ !!!!!!!!!!!!!
შეუძლებელია არ გაგყვეს დიდხანს ამ გვერდზე მიღებული ემოცია , ტკივილნარევი სითბო და სადღაც ,მარცხნივ,მკერდის არეში გაჭვალული თბილი ტკივილი.
"თუ გადააწყდეთ ვინმე მსურველს, ასე უთხარით, რომ ნამყოფი ხართ, ნახვადაც არ ღირს, და რაც წერია, - - მოგონილია! " ძ ა ლ ი ა ნ !!!!!!!!!!!!!
შეუძლებელია არ გაგყვეს დიდხანს ამ გვერდზე მიღებული ემოცია , ტკივილნარევი სითბო და სადღაც ,მარცხნივ,მკერდის არეში გაჭვალული თბილი ტკივილი.
"თუ გადააწყდეთ ვინმე მსურველს, ასე უთხარით, რომ ნამყოფი ხართ, ნახვადაც არ ღირს, და რაც წერია, - - მოგონილია! "
6. კარგია :) 555! კარგია :) 555!
5. მომეწონა რათქმაუნდა ...ყველა იმ მშოლიური განცდებით...:-* მაგრამ მე პროზად უფრო აღვიქვი ეს...:) მომეწონა რათქმაუნდა ...ყველა იმ მშოლიური განცდებით...:-* მაგრამ მე პროზად უფრო აღვიქვი ეს...:)
4. ძალიან კარგად წერთ. ყველა მონაკვეთის თითოეული ყველა კადრი იხატება და ასე დრამატულად აღიქმება...
ლიტერატურულ პალიტრაში მაქვს ეს ლექსი წაკითხული თუ არ ვცდები რამდენიმე თვის წინ. შეიძლება ვცდები და რომელიმე თქვენს ლექსში მეშლება.
5. იხარეთ. ძალიან კარგად წერთ. ყველა მონაკვეთის თითოეული ყველა კადრი იხატება და ასე დრამატულად აღიქმება...
ლიტერატურულ პალიტრაში მაქვს ეს ლექსი წაკითხული თუ არ ვცდები რამდენიმე თვის წინ. შეიძლება ვცდები და რომელიმე თქვენს ლექსში მეშლება.
5. იხარეთ.
3. ძალიან კარგია. იფ...
ძალიან კარგია. იფ...
1. "ამ გაზაფხულზე დასცემია უეცრად მეხი და კიდევ კარგი, მეხმა თავსხმაც მოიყოლია, ცეცხლადქცეული მთელ მიდამოს გადაბუგავდა. შუა ივლისში - ისევ ბოლავს წყნარად, თავისთვის, ზოგან ფოთოლიც გამოუბამს, ღია ფესვებზეც, აქა-იქ ისევ ცოცხალია ამონაყარი, მაგრამ რა გზაა! მოსაკითხად გადმოსულებმა შინაურულად დაგვარიგეს, საშიშიაო, ხვალ ხისმჭრელებსაც მოგვიყვანენ"
მახსოვს ეს ლექსი, იდო უკვე და მაშინაც აღვნიშნე – ტკივილი – მშობლიური მიწა, ნამეხარ–გადაბუგული!...მაინც რომ ყველა გადამთიელი ეტანება... "თუ გადააწყდეთ ვინმე მსურველს, ასე უთხარით, რომ ნამყოფი ხართ, ნახვადაც არ ღირს, და რაც წერია, - - მოგონილია!"
"ამ გაზაფხულზე დასცემია უეცრად მეხი და კიდევ კარგი, მეხმა თავსხმაც მოიყოლია, ცეცხლადქცეული მთელ მიდამოს გადაბუგავდა. შუა ივლისში - ისევ ბოლავს წყნარად, თავისთვის, ზოგან ფოთოლიც გამოუბამს, ღია ფესვებზეც, აქა-იქ ისევ ცოცხალია ამონაყარი, მაგრამ რა გზაა! მოსაკითხად გადმოსულებმა შინაურულად დაგვარიგეს, საშიშიაო, ხვალ ხისმჭრელებსაც მოგვიყვანენ"
მახსოვს ეს ლექსი, იდო უკვე და მაშინაც აღვნიშნე – ტკივილი – მშობლიური მიწა, ნამეხარ–გადაბუგული!...მაინც რომ ყველა გადამთიელი ეტანება... "თუ გადააწყდეთ ვინმე მსურველს, ასე უთხარით, რომ ნამყოფი ხართ, ნახვადაც არ ღირს, და რაც წერია, - - მოგონილია!"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|