ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინიკო გვაზავა
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2011


მიდის და მოდის

    მიდის და მოდის

ბედი ქანაობს ხეივნის ჩრდილში
ჰამაკზე...
ლაღად
და
ფიქრობს
ცელქი ბავშვივით რა დააშავოს
ბედნიერება…
თუნდაც სიმშვიდე რომ,
გააშავოს.
თვალებს აცეცებს
ღიმილს..ეშმაკურს აყოლებს არეს..
დარაჯობს მთვარეს..
ბედი ქანაობს ხეივნის ჩრდილში
მიდის და მოდის
ფიქრობ და ცდილობს.
ცელქი ბავშვივით რა დააშავოს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები