ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2008


უსათაუროდ

ვადაგასული კადრებია დაღლილ მთვარეზე,
შავ-თეთრ ფოტოზე ძველებურად გხედავ, კიბესთნ,
მე პოეტივით შმაგ სურვილებს მალვით დავეძებ,
და მხატვარივით ვეტანები სიღარიბესაც.

აზრი არა აქვს დარიგებას, იგივე ბავშვი
დავრჩი, სიწრფელეს რომ დაეძებს ყველას მზერაში,
დრო მეოცნების სათვალეებს სახეზე მაფშვნის,
მაგრამ, რა მერე... ილუზიებს ჯერაც ვერ გავცდი.

გვერდიდან გივლი, თვალს გარიდებ_შენთვის გახელილს,
შემოდგომის ცა ვარსკვლავებით ამოიკემსა,
გამომზეურდა სტრიქონები კვლავ უსახელოდ,
თუმცა კალამი სათაურზე კბილებს ილესავს.

მაინც გავურბი ამ მშფოთვარე ვნებათაღელვას,
მეტაფორული დავუკარგე ლექსსაც თვისება,
აბა როგორ ვთქვა, თუ ეს განცდა არის რამხელა,
სიყვარულს გასცდა და სიგიჟეს ესატყვისება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები