ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2011


წერილი დალილას, ანუ ატლანტიკის ოკეანე

მოგწერო მინდა, აქ მაქვს ლეპტოპი...
ცას თოლიების ართობს სივსივი
და დაგანახა, ევკალიპტები,
ნიავით უბეს როგორ ივსებენ!

სიეს კუნძულებს ვსტუმრობ, დალილა
აქვე, მეზობელ გალიციაში
აქ რომ იტყვიან: ზეცაა-ლილა,
ზღვა საფირონის, თეთრი პლიაჟით.

თუმცა, შენც "ტკბები"ცათამბჯენებით
და ვარსკვლავების სუროგატებით.
შინ, გვიხსენებენ ალბათ, ჩვენები,
ჩვენ კი სხვა მიწას ვცვეთთ, თუ ვაცვდებით.

იცი, რას ვფიქრობ ანაზდად, ახლა?-
იმ წყალს მივანდე სწორედ  ფეხები
და მომაგება დგაფუნა ტალღა,
ლონგ აილენდზე შენც რომ გეხება.

ჰოდა,უეცრად წარმოვიდგინე,
რომ ოთახებით სხვადასხვა მხარეს,
გვაქვს ერთი, დიდი, საერთო ბინა,
მე მზის ნათურას ვინთებ,შენ-მთვარის.

ჩემს "ოთახში"კი, ახლაც მზე არის,
ლამის გარუჯოს თეთრი ქვიშებიც,
შემო და შენაც გაგიზიარებ,
ფანტაზიაში გეპატიჟები
"დაგვიპროექტეს"ცუდად, რადგანაც
"ბინა", რა ათი?-თვეა ათასი,
რაც "ოთახები" პირისპირ დგანან,
თუმცა, შეხვედრას უშლით ატლასი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები