 | ავტორი: მანგუსტი ჟანრი: პროზა 10 აგვისტო, 2011 |
იყო და არა იყო რა...ასე იწყება ზღაპრები,თუმცა ეს სულაც არაა ზღაპარი...ნუ შეიძლება ზღაპარს კი გავს,თუმცა დასასრული არ აქვს „ჭირი იქა,ლხინი აქა“...
პატარაობაში თამამი ბავშვი ვიყავი,თამამზე ცოტა მეტად თამამიც.მიყვარდა ეზოში თამაში.ამას მე ვეძახდი თამაშს,თორემ სხვა ბავშვები მე,რომ დამინახავდნენ სახლებში გარბოდნენ.წარმოიდგინეთ რომ ყველაზე პატარა ვიყავი ფიზიკურად და მაინც ყველას ვჩაგრავდი.როგორც მეზღაპრეები იტყვიან ასე გადიოდა დღეები,თვეები და წლებიც კი.სანამ ჩვენს ეზოში ერთი ოჯახი არ გადმოვიდა,რომელთა შემადგებლობა სულ სამი ადამიანით შემოიფარგლებოდა:მამა,დედა და საშიშად დაბღვერილი პატარა ბიჭი.იმ დღიდან თავდაყირა დადგა ჩემი უდარდელი და თამამი ბავშვობა.როგორც გაირკვა ეს საშიშად დაბღვერილი პატარა ბიჭი იმაზე დაბღვერილი იყო ვიდრე გარედან ჩანდა.მე კიდევ ბავშვობიდან მიყვარდა სიძნელეები.ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ძალები მეცადა და ისიც მიმეყოლებინა დანარჩენი ბავშვებისთვის.დედამ უმალვე მიხვდა ჩემი ზრახვები და მითხრა: „შენ გოგო ხარ და არ შეგშვენის ბიჭების დაჯაბნიება“.მერე მამას მიუბრუნდა და შესჩივლა,რომ ჩემზე ძნელადაღსაზრდელი ბავშვი მეტი არ უნახავს...მე კი ძალიან ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული,თუმცა ჩემი მეტოქე არანაკლები აღმოჩნდა.შემოიკრიბა უბნის ბიჭები და მთელს დღეებს იმის მცდელობაში ატარებდა,რით გაემწარებინა ჩემი ცხოვრება.მახსოვს ბოლოს ეზოსკენ გახედვაც კი აღარ მინდოდა. ის მართლა არასდროს დამავიწყდება სკოლაში,ჩემს კლასში რა ბედნიერი შემოვიდა ჩემი სკოლის დირექტორი და რა გაბრწყინებული თვალებით გვახარა ახალი მოსწავლის გადმოსვლა.იმ დღიდან უკვე ამ ყველაფერმა სკოლაში გადმოინაცვლა.იქიდან გამომდინარე,რომ საშინელი ხასიათი მქონდა არავინ ჯდებოდა ჩემს გვერდით და ამიტომაც ახალი მოსწავლე სწორედ ჩემს კუთვნილ მერხთან დასვეს.მახსოვს რა გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა,უფრო სწორედ გამარჯვებული სახით. იმავე საღამოს დავაყენე საკითხი ოჯახში ჩემი სკოლიდან გადაყვანის თაობაზე.რაც რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდა,რადგან დედასთვის მეტად ღირებული იყო პრესტიჟულ სკლაში მესწავლა,ვიდრე მე დავტანჯულიყავი.აი ასე აღმოვჩნდი იმ ადამიანის ხელში,რომელმაც ჩემს დარჩენილ ცხოვრებას სერიოზული დაღი დაასვა. რაც თავი მახსოვს,კი არადა ვისაც მე ვახსოვარ ყველას ისიც ახსოვს ჩემს გვერდით.სკოლის დარაჯმაც კი იცოდა ჩვენი საშინლად დაძაბული ურთიერთობის შესახებ.ვიყავით კლასელები,მეზობლები,წესით მეგობრებიც უნდა ვყოფილიყავით,მაგრამ წესები სწორედ იმიტომაა რომ დავარღვიოთ ხანდახან.ამბობენ მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო.მე კი სულაც არ მიყვარდა ჩემი მახრჩობელა მეზობელი.პირიქით ...თუმცა ეს პირიქით რა გრძნობას ნიშნავდა არ ვიცოდი.მკითხავთ რას აკეთებდა ეს ადამიანი ისეთს ასე რომ მომაბეზრა თავი.ისეთს არაფერს რასაც არ უკეთებენ კლასელი ბიჭები გოგონებს.მაგრამ ჩემდა საუბედუროდ მე არ ვგავდი ჩემს კლასელ გოგონებს და სულაც არ მომწონდა ის ამბავი,რომ ვიღაც ჩემი მეზობელი ნერვებს მიშლიდა და აქედან გამომდინარე ხელსაც. -შენ გოგო არ ხარ-მთელი სკოლის გასაგონად ყვიროდა. -აბა რა ჯანდაბა ვარ-არანაკლებად ვყვიროდი მეც, -შენ ხარ ბიჭი,ან ქალა-ბიჭა,უშნო და უზრდელი- ბედნიერი სახის ურჩხულად წარმომედგინა მაშინ... -შენ კიდევ ყველაზე უხეში ბიჭი ხარ და დარწმუნებული ვარ მთელს შენს უაზრო ცხოვრებას მარტოდმარტო გაატარებ- ჩემი პასუხიც არანაკლები იყო. ასე გავიდა წლები...კი არ გავიდა,გაფრინდა... მეათე კლასში უკვე თავმოყვარეობის გრძნობამ თავი იჩინა.უკვე სერიოზულად მძაბავდა ის ფაქტი,რომ ჩემი მეზობლის მეშვეობით,სკოლაში ყველა ბიჭი ქალა-ბიჭად აღმიქვავდა.არადა ჩემს კლასელ გოგოებს თაყვანისმცემლების ჯარი დასდევდათ.მე საშინლად ვგრძნობდი თავს.შეიძლება ითქვას მშურდა მათი. ისე რა არის ადამიანი,ყოველთვის შურს სხვისი.ნუ, ყოველთვის არა,არის შემთხვევები,როცა პირიქით უხარიათ სხვა ადამიანის ადგილას რომ არ აღმოჩნდნენ.ვთქვათ,სამინისტროში ქრთამის ფაქტზე დაკავებული ჩინოვნიკის ადგილას,რომლის ადგილასაც ყოფნა 10 წუთით ადრე მათი ოცნება იყო.ან სკოლის დირექტორის ადგილას,რომელიც უმიზეზოდ გაუშვეს თანამდებობიდან.ან თუნდაც პრეზიდენტის ადგილას,რომელსაც ჩაის სმაც კი არ აცადეს... ან საერთოდაც ჩემს ადგილას. ერთი მახინჯი და უხასიათო გოგოს ადგილას. სადღაც შორს წავედი ჩემი ამბიდან. ესე იგი ასე გამწარებული და შურით დაავადებული დავაბიჯებდი ამ ბებერ დედამიწაზე.დედისერთა,მამისგან განებივრებული,ბებია-ბაბუის საფიცარი და ბიძია-დეიდების საამაყო.არ არსებობდა სიტყვა „არ შეიძლება,ვერ გიყიდით,ვერ აგისრულებთ“. თუმცა დგება დღე როცა ეს შენი აუტანელი ყოველდღიურობა ირღვევა.მთავარია რა დაარღვევს.ჩემს შემთხვევაში უფრო აუტანელმა ყოველდღიურობამ დაარღვია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. გავაგრძელებ კითხვას, თქვენ კიდევ ქალბატონო წერა გააგრძელეთ :)) გავაგრძელებ კითხვას, თქვენ კიდევ ქალბატონო წერა გააგრძელეთ :))
19. ვაუ, ხშირად შემოვალ აქ!!! ვაუ, ხშირად შემოვალ აქ!!!
18. "არ შეგშვენის ბიჭების დაჯაბნიება" დაჯაბნიება მთლად მანგუსტური არ უნდა იყოს
ამბობენ მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო - მანგუსტი იტყოდა, კობრას თავისი მანგუსტი უყვარდაო :)
ცოტა გაწელილი თხრობაა... სულ ოდნავ ვნახოთ მერე რა მოხდება "არ შეგშვენის ბიჭების დაჯაბნიება" დაჯაბნიება მთლად მანგუსტური არ უნდა იყოს
ამბობენ მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო - მანგუსტი იტყოდა, კობრას თავისი მანგუსტი უყვარდაო :)
ცოტა გაწელილი თხრობაა... სულ ოდნავ ვნახოთ მერე რა მოხდება
17. იმდენად საინტერესო თემაა,სიამოვნებით წავიკითხე, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ გადასარევად წერთ...:) იმდენად საინტერესო თემაა,სიამოვნებით წავიკითხე, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ გადასარევად წერთ...:)
15. ლევანა ვიცით და რუსთაველი არა?:)) ქალბატონო დავართქო:)) "ქაჯო" არ არის სავალდებულო:)) ლევანა ვიცით და რუსთაველი არა?:)) ქალბატონო დავართქო:)) "ქაჯო" არ არის სავალდებულო:))
14. ლევანა დიდი პოეტია:) ანუ ლევან ალავერდაშვილი...
კომენტარის სიღრმეს ვერ ჩავწვდი დავარ ბატონო:) ლევანა დიდი პოეტია:) ანუ ლევან ალავერდაშვილი...
კომენტარის სიღრმეს ვერ ჩავწვდი დავარ ბატონო:)
13. მთვრალი ლევანა ედავებოდა დიდი ხნის წინ თავის მთვრალ ძმაკაცს და ვერ გაარკვია..თაგვი ცხოველია თუ მწერიო.. მე დამირეკა და მკითხა... რა გითხრა ადამიანო??? როდესაც ტკივილი გაწერინებს..ბევრად უკეთესია..მწერალმა ტკივილი უნდა სთხოვოს ღმერთს..მე ასე მგონია.. მთვრალი ლევანა ედავებოდა დიდი ხნის წინ თავის მთვრალ ძმაკაცს და ვერ გაარკვია..თაგვი ცხოველია თუ მწერიო.. მე დამირეკა და მკითხა... რა გითხრა ადამიანო??? როდესაც ტკივილი გაწერინებს..ბევრად უკეთესია..მწერალმა ტკივილი უნდა სთხოვოს ღმერთს..მე ასე მგონია..
12. კი ვერ გიცნობდი :( უF მეთქი ვინ არიშოო :-* :-* :-* :-* :-* აჰა ნატალისგან :-* კი ვერ გიცნობდი :( უF მეთქი ვინ არიშოო :-* :-* :-* :-* :-* აჰა ნატალისგან :-*
11. ჰეჰე...მანგუსტი ვარ...პატარა და საყვარელი:D
თუმცა გველებისთვის საშიში:D ჰეჰე...მანგუსტი ვარ...პატარა და საყვარელი:D
თუმცა გველებისთვის საშიში:D
10. ნატალიმ ვერ გიცნო :( და თუ შეეატყობინებ რომელი ხარ გაუხარდება :( ნატალიმ ვერ გიცნო :( და თუ შეეატყობინებ რომელი ხარ გაუხარდება :(
9. მოთმინება იქონიეთ საზოგადოებავ:D
ან საიტის ადმინისტრაციას მიმართეთ განცხადებით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესები შეცვალოს:D
ნატალის :-* მოთმინება იქონიეთ საზოგადოებავ:D
ან საიტის ადმინისტრაციას მიმართეთ განცხადებით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესები შეცვალოს:D
ნატალის :-*
8. "თუმცა ეს პირიქით რა გრძნობას ნიშნავდა არ ვიცოდი." :)
ველოოდებიი , ველოოდებიი გაგრძელებას ,,
ვაიმე რა საყვარელია :"> "თუმცა ეს პირიქით რა გრძნობას ნიშნავდა არ ვიცოდი." :)
ველოოდებიი , ველოოდებიი გაგრძელებას ,,
ვაიმე რა საყვარელია :">
7. მადლობთ,რომ არ დაგეზარათ და წაიკითხეთ.ვიცი ვრცელია ცოტა,თუმცა უფრო მოკლედ ვერ გამოვაქვეყნებ...უინტერესო იქნება:)
გაგრძელებაც მალე იქნება:)
პატივისცემით თქვენი მეგობარი და გველების დაუძინებელი მტერი მანგუსტი:D მადლობთ,რომ არ დაგეზარათ და წაიკითხეთ.ვიცი ვრცელია ცოტა,თუმცა უფრო მოკლედ ვერ გამოვაქვეყნებ...უინტერესო იქნება:)
გაგრძელებაც მალე იქნება:)
პატივისცემით თქვენი მეგობარი და გველების დაუძინებელი მტერი მანგუსტი:D
6. მომწონა გაგრძელებას დაველოდები მეც....... წარმატებები// მომწონა გაგრძელებას დაველოდები მეც....... წარმატებები//
5. მშვენიერია...დაველოდები გაგრძელებას მშვენიერია...დაველოდები გაგრძელებას
4. სიამოვნებით წავიკითხავ :) სიამოვნებით წავიკითხავ :)
3. კი გაგრძელება იქნება აუცილებლად:)
მადლობთ რომ წაიკითხეთ:) კი გაგრძელება იქნება აუცილებლად:)
მადლობთ რომ წაიკითხეთ:)
2. გაგრძელება იქნება :) გაგრძელება იქნება :)
1. ვა ესე დასრულდა ???????????? არ ველოდი... ვა ესე დასრულდა ???????????? არ ველოდი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|