ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგუსტი
ჟანრი: პროზა
13 აგვისტო, 2011


ცხოვრება გ(აგ)რძელდება(ნაწილი მეორე)

  დილით ჩვეულებრივ წავედი სკოლაში,ჩვეულებრივ შემოვლისთი გზით,რომ ჩემს მეზობელს არსად გადავყროდი გზაზე.ჩვეულებრივ დავჯექი ჩემს აწ უკვე მობეზრებულ მერხთან და დაველოდე ჩემი მტანჯველის მოსვლას.
არ ჩანდა...არც მეორე და არც მესამე გაკვეთილზე გამოჩნდა.
ბოლოს მეოთხე გაკვეთილზე შემოაღო კარი და შეშლილი სახით ჩემი გაკვეთილიდან განთავისუფლება მოითხოვა.მიზეზად ის მოიდო,რომ თურმე დედაჩემს დაუვალებია მისთვის ჩემი სახლში წაყვანა.მასწავლებელი ისე უყურებდა ნამდვილად მის გონებაში გიჟად შერაცხა გიო.რამდენიმეწუთიანი დერაფანში საუბრის შემდეგ,მასწავლებელმა უსიტყვო თვალებით მანიშნა რომ გიოს გავყოლოდი.
ადამიანის გონება ისეა მოწყობილი,რომ წინათგრძნობის დროს უცებ მიზეზებს ეძებს რომ ცუდი ამბავი არც გაიფიქროს.მეც ყველა ვარიანტი გავიფიქრე იმის გარდა,რაც წინ მელოდა.
თუმცა დიდი ფიქრი არც დამიწყია,რადგან დედაზე ვფიქრობდი.თუ როგორ გამოვლანძღავდი სახლში მისვლისას.როგორ გაბედა და გიო როგორ გამომიგზავნა...
ჩემდა გასაოცრად,ჩემმა დაუძინებელმა მტერმა ნაყინზე დამპატიჟა,ჩანთის წაღებაც თავისთავზე აიღო.ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.მთელი გზა მიყურებდა.ათას სისულელეზე მესაუბრებოდა.ცდილობდა გავეცინებინე.
რა გამაცინებდა,დედაჩემის გამოლანძღვის გეგმას ვსახავდი გონებაში.
ბოლოს მომიბრუნდა და მითხრა:
-მარი,რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში,მუდამ გქონდეს ჩემი იმედი- ყბის ჩამოვარდნა თუ შემეძლო მაშინ პირველად მივხვდი.
გაოცებულმა და ყბადაღებულმა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
მერე ეზოში შევედი.აი ამის მერე კარგად აღარ მახსოვს რა დატრიალდა ჩემს გარშემო..გიო მახსოვს ახლოს,რომ იდგა და ხანდახან ხელს შემაშველებდა ხოლმე.
დედა მახსოვს რომ კიოდა და ბაბუა რომელსაც ადამიანის სახე არ ჰქონდა.
მამა აღარ იყო... უფრო სწორად მამა აღარ არის.არც მაშინ იყო,არც მერე ,არც ახლა...
მამა,რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარდა.
მალე მივხვდი,რომ მამა მყვარებია მარტო.მსოფლიო აღარც არსებობდა ჩემთვის.
ასე დავობლდი.ფიზიკურადაც და სულიერადაც.
არავინ თქვას რომ ადამიანი რამეს ვერ გაუძლებს.არაა ეს მართალი.
წუთში შეიცვალა ჩემი ცხოვრება.დედა და მე მარტო დავრჩით.დედამ არ იცოდა როგორ ეცხოვრა.არც მე ვიცოდი,თორემ ვასწავლიდი.
მამს გასვენების დღეებიდან ბევრი არაფერი მახსოვს,მხოლოდ გიორგი ჩემს გვერდით.მაშინ ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა.ახლა რომ ვუფიქრდები და ვაანალიზებ ამ გაჭირვებამ გარდატეხა მოახდინა ჩვენს ურთიერთობაში,ამას ჩვენს გარდა ალბათ ვერავინ ამჩნევდა.
მამის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში მოვიკრიბე ძალა და სკოლაში წასვლა დავაპირე.ეზოში ჩამოსულს იქ გიორგი დამხვდა.გვერდი გავუარე,მივესალმე ზრდილობიანად და დავადექი სკოლის გზას.
-მარი,მეც მაქეთ მოვდივარ....
ასე დასრულდა ჩვენი ომობანა და დაიწყო ურთიერთობის ახალი ეტაპი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები