 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 19 აგვისტო, 2011 |
როგორც კი დადგი ფეხი მიწაზე, იმ დღეს დავიწყე სიყვარულით შენი შემოსვა, და უფრო ადრეც, ფეხისდადგმამდეც, საუკეთესო მასწავლებელს, მზეს მიგაბარე. და იყო ყველგან ოქროსფერი ლიცლიცი მისი- სიყვარულის გაკვეთილები. ხელებგაშლილი სიხარულით მისკენ გარბოდი და როგორც კი აგეწვებოდა ფეხისგულები, წვიმას გადენდი, გალუმპული დატანტალებდი. მერე კი, როცა სიცივისგან აკანკალებულ კბილს კბილს აჭერდი, სათუთ ტანს ნაზად გიმშრალებდი ცისარტყელებით. ღამით კი...ღამით...- საოცრად თბილი, მშობლიური მთვარის ნანები ჩაგესმოდა და...იყო კოცნა... ციმციმ...ციმციმ...ვარსკვლავების... და ისე ტკბილად, ნეტარებით გეძინებოდა, აღარ გინდოდა სიზმრებისგან თავის დაღწევა. ასე მისდევდა დღეებს დღეები, ღამეებს კი მოჩურჩულე მთვარეები. სანამ ერთ დღესაც არ გადმოვიდა შენს შესახვედრად, მზიდან ის კაცი . ახლა ხომ იცი, ისაც ჩემი იყო გზავნილი, შენი სიწრფელის გამოსაცდელად, ხომ გახსოვს?...ისე მოაბიჯებდა... კრძალვით კი არა, როგორც გასწავლე, არა, თამამად და თავხედურად და სწორედ მისმა სითავხედემ მოგხიბლა ასე.,- შენც შეგიყვარდა. შენ რა იცოდი, შენ სულელმა, რომ სწორედ ახლა იწყებოდა სიყვარულში ნამდვილი გაწვრთნა, ჯერ ხელი დაგწვა, მერე გული, გაუსაძლისი გახდა ტკივილი. გამოსავლის ძებნა დაიწყე ისევ იმაში, რაც გასწავლე და რაც იცოდი. გადაწყვიტე ცეცხლი დაგენთო ისეთი დიდი, როგორც მზეშია, (უფრო პატარას ვერ დაანთებდი, უბრალოდ ასე გქონდა ნასწავლი.) თან რომ იწვი და თან გიხარია. სხვა გზა არ იყო, შენთან მოსული, ის ჩემი კაცი სიყვარულით უნდა გერჩინა, დაიწყე შენი სულის შებერვა... (მზისხელა ცეცხლის გაღვივება, ალბათ ხუმრობა თუ გეგონა.) ჯერ ორს გყოფნიდათ, მერე კი ბევრნი როცა გახდით, გსურდა რომ ყველა გამთბარიყო ცეცხლის კოცონთან და უბერავდი...უბერავდი... შენც მონდომებით, სანამ სული არ გამოგეცალა . დარჩი უსულო და კოცონიც აღარ გებევრა, ვერ დაიტიე.... - რა იცოდი, შენ სულელმა, თურმე სული უნდა მოგეთქვა შიგადაშიგ, მანამდე კი სხვას შეებერნა. ახლა კი ახლა, ისე დავარდი და დაუძლურდი, ერთ პატარა კოცონსღა ნატრობ, სადაც ხელებს გაითბობ მხოლოდ, და ისაც ვეღარ აგინთია, თუმცა კი სცადე ძალიან ბევრჯერ. მერე კი მერე, -რაღა იქნება? ალბათ ნელ-ნელა გაიყინები. სიკვდილიც მეტი არაფერია: არ შეგიძლია ისევ გიყვარდეს, არ შეგიძლია...- ეგაა სწორედ! ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე, გახსოვს მიყვარდი, გახსოვს ვზრუნავდი და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ? როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ? რა ნამუსით, ვერ ვიზამს მაგას! ისევ წაგიყვან!....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. მადლობაო ავტორმა..:-* მადლობაო ავტორმა..:-*
41. სულში ჩამწვდომია, ძალიან მომეწონა! +++ სულში ჩამწვდომია, ძალიან მომეწონა! +++
40. ძალიან მაგარია ! ++ ძალიან მაგარია ! ++
39. მადლობა მგზავრო...;-* მიხარია ჩემთან რომ ჩამოისვენებ ხოლმე...:) მადლობა მგზავრო...;-* მიხარია ჩემთან რომ ჩამოისვენებ ხოლმე...:)
38. აი ეს- გენიალური ნაშრომია!
კანზე დამაყარა...
გფარავდეს უფალი მუდამ! აი ეს- გენიალური ნაშრომია!
კანზე დამაყარა...
გფარავდეს უფალი მუდამ!
37. არაჩვეულებრივია და უდიდესი სიღრმე იგრძნობა! ჩემი განსაკუთრებული სიმპატიები ავტორს!!! ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ არაჩვეულებრივია და უდიდესი სიღრმე იგრძნობა! ჩემი განსაკუთრებული სიმპატიები ავტორს!!! ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
36. მადლობა დადუ...:-* სული რომ ამოეცალა, ეგ ნიშნავს რომ სიყვარული დამთავრდა, მაგრამ სიცოცხლეს აგრძელებს ისევ, თუმცა სინამდვილეში უსიყვარულოდ სიცოცხლეს სიცოცხლე აღარ ქვია...არსებობს მხოლოდ , სანამ გაიყინება....ანუ სიკვდილი სანამ მოვა...მერე კი, ისევ, ის წაიყვანს, ვინც მოიყვანა...ანუ უფალმა...:) აი, ეს დევს მაგ ლექსში...შენი ვარიანტებიც არ იყო ცუდი. შეიძლებოდა იქაც დამთავრება, მაგრამ მაშინ სხვა რამის ტქმა გამოუვიდოდა ავტორს...მე კი ამის თქმა მინდოდა, რაც ზემოთ დავწერე...:) მადლობა დადუ...:-* სული რომ ამოეცალა, ეგ ნიშნავს რომ სიყვარული დამთავრდა, მაგრამ სიცოცხლეს აგრძელებს ისევ, თუმცა სინამდვილეში უსიყვარულოდ სიცოცხლეს სიცოცხლე აღარ ქვია...არსებობს მხოლოდ , სანამ გაიყინება....ანუ სიკვდილი სანამ მოვა...მერე კი, ისევ, ის წაიყვანს, ვინც მოიყვანა...ანუ უფალმა...:) აი, ეს დევს მაგ ლექსში...შენი ვარიანტებიც არ იყო ცუდი. შეიძლებოდა იქაც დამთავრება, მაგრამ მაშინ სხვა რამის ტქმა გამოუვიდოდა ავტორს...მე კი ამის თქმა მინდოდა, რაც ზემოთ დავწერე...:)
35. ოჰ, ვფიქრობდი ნეტა ფინალი რამე მაგარი დარტყმა იყოს-თქო, მაგრამ არ გამოვიდა... არადა კარგადაა შეკრული ლექსი...
მე არ შეგიძლია ისევ გიყვარდეს, არ შეგიძლია...--->> ან აქ დავამთავრებდი ან ამის ზემო ხაზზე :)
ფინალი ძალიან მოსაწესრიგებელია და ეს მრავალწერტილის ვაგონებიც არ მიყვარს ხოლმე... ისე კი ძალიან მომეწონა მთლიანობაში... კარგადაა აწყობილ-განვითარებული...
თუმცა კიდევ ერთი დეტალი, აი სული რომ ამოეცალა, მე მეგონა იქ მორჩებოდა ყველაფერი და მერე თავიდან იწყება და უკვე სიცივით კვდება... კომენტარის წერის დროს ამომიტივტივდა ეს :) ოჰ, ვფიქრობდი ნეტა ფინალი რამე მაგარი დარტყმა იყოს-თქო, მაგრამ არ გამოვიდა... არადა კარგადაა შეკრული ლექსი...
მე არ შეგიძლია ისევ გიყვარდეს, არ შეგიძლია...--->> ან აქ დავამთავრებდი ან ამის ზემო ხაზზე :)
ფინალი ძალიან მოსაწესრიგებელია და ეს მრავალწერტილის ვაგონებიც არ მიყვარს ხოლმე... ისე კი ძალიან მომეწონა მთლიანობაში... კარგადაა აწყობილ-განვითარებული...
თუმცა კიდევ ერთი დეტალი, აი სული რომ ამოეცალა, მე მეგონა იქ მორჩებოდა ყველაფერი და მერე თავიდან იწყება და უკვე სიცივით კვდება... კომენტარის წერის დროს ამომიტივტივდა ეს :)
34. და იყო ყველგან...ოქროსფერი ლიცლიცი მისი- სიყვარულის გაკვეთილები...
სათუთ ტანს ნაზად გიმშრალებდი ცისარტყელებით...
ლამაზი ლექსია. და იყო ყველგან...ოქროსფერი ლიცლიცი მისი- სიყვარულის გაკვეთილები...
სათუთ ტანს ნაზად გიმშრალებდი ცისარტყელებით...
ლამაზი ლექსია.
33. 1)ძლიან კარგი სიტყვებია და შინაარსი.
2)რომელს რომელი ერითმება,ვერ გავიგე.
1)ძლიან კარგი სიტყვებია და შინაარსი.
2)რომელს რომელი ერითმება,ვერ გავიგე.
32. მადლობა ალაზნისპირელო...:) არტემიდა...:-* მადლობა ალაზნისპირელო...:) არტემიდა...:-*
31. და კიევ ერთხელ ===ძალიან მომეწონა და კიევ ერთხელ ===ძალიან მომეწონა
30. როგორც კი დადგი ფეხი მიწაზე, იმ დღეს დავიწყე სიყვარულით შენი შემოსვა... და უფრო ადრეც,
სათუთ ტანს ნაზად გიმშრალებდი ცისარტყელებით...
ჩაგესმოდა და...იყო კოცნა...
და სწორედ მისმა სითავხედემ მოგხიბლა ასე...- შენც შეგიყვარდა... შენ რა იცოდი, შენ სულელმა, რომ სწორედ ახლა იწყებოდა სიყვარულში ნამდვილი გაწვრთნა... ჯერ ხელი დაგწვა...მერე გული... გაუსაძლისი გახდა ტკივილი... გამოსავლის ძებნა დაიწყე ისევ იმაში,
დარჩი უსულო და კოცონიც აღარ გებევრა, ვერ დაიტიე.... რა იცოდი, შენ სულელმა, თურმე სული უნდა მოგეთქვა შიგადაშიგ, მანამდე კი სხვას შეებერნა... ახლა კი ახლა...ისე დავარდი და დაუძლურდი, ერთ პატარა კოცონსღა ნატრობ, სადაც ხელებს გაითბობ მხოლოდ, და ისაც ვეღარ აგინთია,
არ შეგიძლია ისევ გიყვარდეს, არ შეგიძლია...- ეგაა სწორედ! ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ?... როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ? რა ნამუსით, ვერ ვიზამს მაგას! ისევ წაგიყვან!....
1
რაც გასწავლე და რაც იცოდი.... გადაწყვიტე ცეცხლი დაგენთო ისეთი დიდი, როგორც მზეშია,
10
ციმციმ...ციმციმ...ვარსკვლავების... და ისე ტკბილად, ნეტარებით გეძინებოდა,
როგორც კი დადგი ფეხი მიწაზე, იმ დღეს დავიწყე სიყვარულით შენი შემოსვა... და უფრო ადრეც,
სათუთ ტანს ნაზად გიმშრალებდი ცისარტყელებით...
ჩაგესმოდა და...იყო კოცნა...
და სწორედ მისმა სითავხედემ მოგხიბლა ასე...- შენც შეგიყვარდა... შენ რა იცოდი, შენ სულელმა, რომ სწორედ ახლა იწყებოდა სიყვარულში ნამდვილი გაწვრთნა... ჯერ ხელი დაგწვა...მერე გული... გაუსაძლისი გახდა ტკივილი... გამოსავლის ძებნა დაიწყე ისევ იმაში,
დარჩი უსულო და კოცონიც აღარ გებევრა, ვერ დაიტიე.... რა იცოდი, შენ სულელმა, თურმე სული უნდა მოგეთქვა შიგადაშიგ, მანამდე კი სხვას შეებერნა... ახლა კი ახლა...ისე დავარდი და დაუძლურდი, ერთ პატარა კოცონსღა ნატრობ, სადაც ხელებს გაითბობ მხოლოდ, და ისაც ვეღარ აგინთია,
არ შეგიძლია ისევ გიყვარდეს, არ შეგიძლია...- ეგაა სწორედ! ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ?... როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ? რა ნამუსით, ვერ ვიზამს მაგას! ისევ წაგიყვან!....
1
რაც გასწავლე და რაც იცოდი.... გადაწყვიტე ცეცხლი დაგენთო ისეთი დიდი, როგორც მზეშია,
10
ციმციმ...ციმციმ...ვარსკვლავების... და ისე ტკბილად, ნეტარებით გეძინებოდა,
29. ძალიან მაგარი და სერიოზული ლექსია..............
მართლა უძირო ჭა ხარ შენა ჭაო და ანკარა.........
მოგიკითხე სიყვარულით.......... ძალიან მაგარი და სერიოზული ლექსია..............
მართლა უძირო ჭა ხარ შენა ჭაო და ანკარა.........
მოგიკითხე სიყვარულით..........
28. მადლობა მუხა...:-* მადლობა მუხა...:-*
27. მომეწონა, ღრმად უნდა ჩასწვდე და , ჭის ფსკერზე უნდა დაინახო, რაც პოეტს გულში აქვს. მომეწონა, ღრმად უნდა ჩასწვდე და , ჭის ფსკერზე უნდა დაინახო, რაც პოეტს გულში აქვს.
26. მეტკინა როგორ...
და მომეწონა ძალიან:) მეტკინა როგორ...
და მომეწონა ძალიან:)
24. მადლობაო...:-* მადლობაო...:-*
23. ჭაო, ღრმა არის შენსავით! :*
მომეწონა ძალიან. ძალიან! ჭაო, ღრმა არის შენსავით! :*
მომეწონა ძალიან. ძალიან!
22. მადლობა ლიკა...:-* მოგეფერე შორიდან...
ლელა, სოლე...მე-კალ-მე...მრავალ ფერიცვალობას დაესწარით...:-* მადლობა ყველას, ვინც დროს ნახულობთ...:-* მადლობა ლიკა...:-* მოგეფერე შორიდან...
ლელა, სოლე...მე-კალ-მე...მრავალ ფერიცვალობას დაესწარით...:-* მადლობა ყველას, ვინც დროს ნახულობთ...:-*
21. დღეს სამსახურში უსაქმურად ვიჯექი და გარედან ვკითხულობდი..ვერ შემოვედი საიტზე, რატომღაც.. ბევრი რამ წავიკითხე ,როცა შენს გვერდს ვესტუმრე და ლექსი წავიკითხე გულში სითბო ჩამეღვარა.. გამეღიმა .. თანამშრომლებმა რას კითხულობ ჩვენც წაგვიკითხეო,ვერ გაიგებთ ქართულადაამეთქი,მაინცო.. ხოდა ვიჯექი და ხმამაღლა გკითხულობდი... მელოდიურიაო :) განაცხადეს ერთხმად... რამდენი ვიბოდიალე.. იმედია არ მიწყენ :* დღეს სამსახურში უსაქმურად ვიჯექი და გარედან ვკითხულობდი..ვერ შემოვედი საიტზე, რატომღაც.. ბევრი რამ წავიკითხე ,როცა შენს გვერდს ვესტუმრე და ლექსი წავიკითხე გულში სითბო ჩამეღვარა.. გამეღიმა .. თანამშრომლებმა რას კითხულობ ჩვენც წაგვიკითხეო,ვერ გაიგებთ ქართულადაამეთქი,მაინცო.. ხოდა ვიჯექი და ხმამაღლა გკითხულობდი... მელოდიურიაო :) განაცხადეს ერთხმად... რამდენი ვიბოდიალე.. იმედია არ მიწყენ :*
19. ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ, როგორ იფიქრე, რომ მიგატოვე? ნუ გეშინია.. დიდი სიმშვიდე მოაქვს ამ სიტყვებს, მაშინ, როცა უკვე მარტო რჩები... რაღაცნაირად დამამშვიდა ამ ლექსმა, თითქოს ყოველი სიტყვით ეფერები სათქმელს... გილოცავ დღევანდელ დღეს:) ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ, როგორ იფიქრე, რომ მიგატოვე? ნუ გეშინია.. დიდი სიმშვიდე მოაქვს ამ სიტყვებს, მაშინ, როცა უკვე მარტო რჩები... რაღაცნაირად დამამშვიდა ამ ლექსმა, თითქოს ყოველი სიტყვით ეფერები სათქმელს... გილოცავ დღევანდელ დღეს:)
18. როგორც კი დადგი ფეხი მიწაზე, იმ დღეს დავიწყე სიყვარულით შენი შემოსვა... და უფრო ადრეც, ფეხისდადგმამდეც, საუკეთესო მასწავლებელს, მზეს მიგაბარე... და იყო ყველგან...ოქროსფერი ლიცლიცი მისი- სიყვარულის გაკვეთილები... ხელებგაშლილი სიხარულით მისკენ გარბოდი, და როგორც კი აგეწვებოდა ფეხისგულები, წვიმას გადენდი... გალუმპული დატანტალებდი... მერე კი, როცა სიცივისგან აკანკალებულ კბილს კბილს აჭერდი, სათუთ ტანს ნაზად გიმშრალებდი ცისარტყელებით...
სიკვდილიც მეტი არაფერია: არ შეგიძლია ისევ გიყვარდეს, არ შეგიძლია...- ეგაა სწორედ! ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ, როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ? -ძალიან მომეწონა, ჭაო, გენაცვალე!555:-* გილოცავ დღევანდელ დღეს! როგორც კი დადგი ფეხი მიწაზე, იმ დღეს დავიწყე სიყვარულით შენი შემოსვა... და უფრო ადრეც, ფეხისდადგმამდეც, საუკეთესო მასწავლებელს, მზეს მიგაბარე... და იყო ყველგან...ოქროსფერი ლიცლიცი მისი- სიყვარულის გაკვეთილები... ხელებგაშლილი სიხარულით მისკენ გარბოდი, და როგორც კი აგეწვებოდა ფეხისგულები, წვიმას გადენდი... გალუმპული დატანტალებდი... მერე კი, როცა სიცივისგან აკანკალებულ კბილს კბილს აჭერდი, სათუთ ტანს ნაზად გიმშრალებდი ცისარტყელებით...
სიკვდილიც მეტი არაფერია: არ შეგიძლია ისევ გიყვარდეს, არ შეგიძლია...- ეგაა სწორედ! ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ, როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ? -ძალიან მომეწონა, ჭაო, გენაცვალე!555:-* გილოცავ დღევანდელ დღეს!
17. შეც მონდომებით - პირველ სიტყვაში მექანიკური შეცდომაა, ვფიქრობ...
დარჩი უსულო და კოცონიც აღარ გებევრა, ვერ დაიტიე.... რა იცოდი, შენ სულელმა, თურმე სული უნდა მოგეთქვა შიგადაშიგ, მანამდე კი სხვას შეებერნა... :( :(
ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ, როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ?
მგონი, ეს ლექსი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ამ გვერდზე წამიკითხავს! ძალიან, ძალიან მომეწონა! :-* +5 შეც მონდომებით - პირველ სიტყვაში მექანიკური შეცდომაა, ვფიქრობ...
დარჩი უსულო და კოცონიც აღარ გებევრა, ვერ დაიტიე.... რა იცოდი, შენ სულელმა, თურმე სული უნდა მოგეთქვა შიგადაშიგ, მანამდე კი სხვას შეებერნა... :( :(
ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ, როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ?
მგონი, ეს ლექსი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ამ გვერდზე წამიკითხავს! ძალიან, ძალიან მომეწონა! :-* +5
16. გოგო , შორიდან დაგინახე , თან გიცანი, თან ეჭვი შემეპარა, მერე ვიფიქრე მიადექი თქო ახლა და კითხე ნანა ხარ შენ თუ არაო, მოკლედ მომერიდა :) :-* გოგო , შორიდან დაგინახე , თან გიცანი, თან ეჭვი შემეპარა, მერე ვიფიქრე მიადექი თქო ახლა და კითხე ნანა ხარ შენ თუ არაო, მოკლედ მომერიდა :) :-*
15. უუუხ, შეეხო:) უუუხ, შეეხო:)
14. დღეს – ფერიცვალება დღეს განსაკუთრებულ განწყობას ქმნის ეს ლექსი!
ფერიცვალებას განიცდის ყველა და ყველაფერი, გარდა ერთისა – სიყვარული რომ ჰქვია და ღმერთი და მზე... (ანუ ღმერთი (მზე) სიყვარულია) დღეს – ფერიცვალება დღეს განსაკუთრებულ განწყობას ქმნის ეს ლექსი!
ფერიცვალებას განიცდის ყველა და ყველაფერი, გარდა ერთისა – სიყვარული რომ ჰქვია და ღმერთი და მზე... (ანუ ღმერთი (მზე) სიყვარულია)
13. ვიყავიიი...:-* რატომ არ მოხვედი თუ მნახე...:( ვიყავიიი...:-* რატომ არ მოხვედი თუ მნახე...:(
12. ჭაო, ჭაო ცხრათვალა ... :* კარგია ! გუშინ სამებაში ხომ არ იყავი ლოცვაზე ? ;)
ჭაო, ჭაო ცხრათვალა ... :* კარგია ! გუშინ სამებაში ხომ არ იყავი ლოცვაზე ? ;)
11. ფერისცვალებას გილოცავ ნააააააააააააააააააააააააააააააან :-* :-* :-* ფერისცვალებას გილოცავ ნააააააააააააააააააააააააააააააან :-* :-* :-*
10. ფერიცვალებას გილოცავთ ყველას ...:-* ლალი, ჩემო ლალი:-* მესმის რომ არ გემეტები დიდი სევდისთვის და უკუღმართ ფინალზეც იმიტომ იფიქრე...:) მაგრამ მე ეგეთები არ გამომივა...ანუ რაიმეს გადაკეთება...გონებით გაკეთება...:-* მე მხოლოდ ემოციურად შემიძლია დავწერო რაიმე...:) ამიტომაც არასდროს არ გამოდის ძალიან კარგი, შენც იცი...:-* ფერიცვალებას გილოცავთ ყველას ...:-* ლალი, ჩემო ლალი:-* მესმის რომ არ გემეტები დიდი სევდისთვის და უკუღმართ ფინალზეც იმიტომ იფიქრე...:) მაგრამ მე ეგეთები არ გამომივა...ანუ რაიმეს გადაკეთება...გონებით გაკეთება...:-* მე მხოლოდ ემოციურად შემიძლია დავწერო რაიმე...:) ამიტომაც არასდროს არ გამოდის ძალიან კარგი, შენც იცი...:-*
9. ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ, როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ? რა ნამუსით, ვერ ვიზამს მაგას! ისევ წაგიყვან!....
მშვენიერია... :) ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ, როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ? რა ნამუსით, ვერ ვიზამს მაგას! ისევ წაგიყვან!....
მშვენიერია... :)
8. ძალიან მომეწონა,++ ძალიან მომეწონა,++
7. სიკვდილიც მეტი არაფერია: არ შეგიძლია ისევ გიყვარდეს, არ შეგიძლია...
მიყვარხარ! :-* საოცრად ემოციური ლექსია ... 5 სიკვდილიც მეტი არაფერია: არ შეგიძლია ისევ გიყვარდეს, არ შეგიძლია...
მიყვარხარ! :-* საოცრად ემოციური ლექსია ... 5
4. ძალიან საინტერესოა. 55555 მოკითხვა:-* ძალიან საინტერესოა. 55555 მოკითხვა:-*
3. ახლა კი ახლა...ისე დავარდი და დაუძლურდი, ერთ პატარა კოცონსღა ნატრობ, სადაც ხელებს გაითბობ მხოლოდ, მერე კი მერე...რაღა იქნება? ალბათ ნელ-ნელა გაიყინები... სიკვდილიც მეტი არაფერია..
ემოციურია. საკმაოდ მძაფრია... 555555 ახლა კი ახლა...ისე დავარდი და დაუძლურდი, ერთ პატარა კოცონსღა ნატრობ, სადაც ხელებს გაითბობ მხოლოდ, მერე კი მერე...რაღა იქნება? ალბათ ნელ-ნელა გაიყინები... სიკვდილიც მეტი არაფერია..
ემოციურია. საკმაოდ მძაფრია... 555555
2. იმოქმედა განსაკუთრებით მეორე ნახევარმა.
და ნან.. რამე პირიქით ანუ ''უკუღმარტულ''ფინალზე ხომ არ გიფიქრია აქ??????? იმოქმედა განსაკუთრებით მეორე ნახევარმა.
და ნან.. რამე პირიქით ანუ ``უკუღმარტულ``ფინალზე ხომ არ გიფიქრია აქ???????
1. ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ, როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ?
ყოჩაღ! :) 5555555555 ნუ გეშინია! ნუ გეშინია! მე მოგიყვანე... გახსოვს მიყვარდი...გახსოვს ვზრუნავდი... და ახლა როცა სულ მარტო დარჩი, როგორ დაგტოვებ, როგორ იფიქრე, რომ მიგატოვებ?
ყოჩაღ! :) 5555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|