ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინგმარ ბერგმანი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2011


***



მზე ატანს გაცვეთილ
(წმენდისგან) მინაში,
მივხურავ დაბზარულ დარაბას -
უძირო ფურცელზე სტროფების ჩინამპებს
ვამზადებ, საქმე რომ არა მაქვს.

მე, როგორც ჰალერი,
ერთ ტანში ასი ვარ
და ალბათ მოვკვდები უდროოდ
და ცრემლის წვეთებში
ჩალექილ სატკივარს,
პლასტმასის ნატეხით ვაგროვებ.

გულივით გამყვება
სამარის კარამდე
მოხუცი გოეთეს სიცილი...
მე წმინდა წერილის
ყოველთვის მჯეროდა,
თუნდ ასე არ იყოს, ვიცი, რომ

წვერგაპარსული და
"ლევისის" ჯინსებით
ყოველდღე სეირნობს ვაჟაზე
იესო... მე ისევ
ძალიან მინდება
დავიწყო თავიდან, მაშ ასე:

მზე ატანს გაცვეთილ
(წმენდისგან) მინაში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები