ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2011


ხმათა დილეგი

"ისინი ლაპარაკობენ ჩემს ლოთობაზე,
მაგრამ არასოდეს ფიქრობენ ჩემს წყურვილზე"


როცა წყურვილი მიმატებდა - წყალი დაღვარეს,
არავინ ჩივის! ხეზე ობლად შერჩენილს ვგავარ,
ღამის ქუჩები მწყემსებივით დენენ ცივ ქარებს,
(სულაც მე... მალე წამაყრიან როყიო სამარხს)

და ვინ იეჭვებს?! -  წყუროდაო. (ცაზე კი ახლა
ლურჯი თასმებით მოქარგულა ყველა ვარსკვლავი)
ტკივილით ვ-ცდილობ უსუფთაო ფიქრები დავკლა
ბრბოს არენაზე, საკუთარი ეგოს დამალვით.

ტროტუარს ჩრდილი უჭკნებოდა! ფერი-ცვალებამ -
ვერ შემახვია დედის ნაქსოვ თბილ მოსაცმელში,
ისევ ქუჩაში მხ(ა)რის აკვრით ქარი წამლეკავს...
მწყურვალს და თმენით ჩამაყუდებს ხმათა დილეგში -

ლოთია!
ტფუი...
ალალია ამაზე მიწა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები