ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2011


ნაზაფხულარი(მზისა იობიძე)

ვეღარ შრიალებ და აბრალებ სველ შემოდგომას,
გაგიცვდა კაბა, ამ ბაღივით ნაზაფხულარი.
დგახარ, არ გინდა მიტოვებულ სახლივით დგომა,
სახლივით, უცებ დარაბებს რომ დაუხურავენ.
გშურს(თეთრი შურით) სხვა "სახლების", თუ ჰყავთ მდგმურები
და მათ ბუხრებში სიყვარული გიზგიზებს, ქურდო!-
თრიაქივით რომ ცას აკმევენ  საკვამურებით
შენ კი  ისუნთქავ თითქოს, გინდა მიისაკუთრო.
გახრჩობს, სხვისია, ამოსუნთქვას ნუ აგვიანებ!
არ გინდა ისევ  ხარკს უხდიდე "ყვითელ ტერციას"?
ზამთარს მაინც სჯობს, შენს მამულებს რომ ადრიანად,
თუ ნაადრევად, შემოდგომა შემოესია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები