ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2011


=DrugStoryუმი=

სანამ აღარაფერს ვისუნთქებ,
ტრამვაის რელსებს შორის
იქნებ თქვენც ჩამოსხდეთ და
დამეწვიოთ
მწარე არაყზე.
არა,
ბევრნი არა,
მე,
თქვენ და
არავინ ვიქნებით.
ჩვენ ყველა ჩვენთვის ჩავფიქრდებით
ყველა 'კი'-ზე
და
იქნებ 'არა"-ზე-ც.
...
იქნებ 'იქნებ'-ზეც.
ისევ ამყვება
მწვანე ფიქრები
წითელ ტუჩებზე...
ა, თქვენ ისევ აქ ხართ?
უკაცრავად...
მე ნუ შემიმჩნევთ;
სანამ აღარაფერს ჩავისუნთქავ,
იქნებ დამეწვიოთ მწარე არაყზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები