ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2011


ისე შემომერითმა...

არა სულ არ ვცდილობდი,
ისე შემომერითმა,
შენი სახე, შენი თმა,
შენი მზერა, შენი ხმა,
არა სულ არ ვცდილობდი,
ისე შემომერითმა.
მაგრამ ყველაზე მეტად,
მაინც მიყვარს შენი ხმა,
გრძნობის ასე შენიღბვა,
მიყვარს მიყვარს, შენი ხმა.
არა სულ არ ვცდილობდი,
ისე შემომერითმა,
ისე შემომელექსა და
ისე შემომეწერა,
ახლა ვარ შენი წერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები