ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2008


შენ(შემოდგომა...)

შენ
შემოდგომა თვალებით დაგაქვს...
მე კი,
მისივე ფერებით მთვრალი
როცა გიყურებ,
მგონია არ აქვს
ცხადსა და მირაჟს რაიმე ზღვარი.
შენ ვარსკვლავები გინთებენ თვალებს,
ცას როცა უმზერ -
მრავალხალიანს...
მე რომ ფრაზები ვზომე და ვთვალე,
ალბათ, გწყინს,
რატომ არ მითხარიო...
და მაინც მშვიდად,
როგორც ყოველთვის,
მიჰყვები ქუჩის სევდისფერ საფარს,
როგორც ამბორი დამშვიდობების,
შენ შემოდგომა თვალებით დაგაქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები