ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოტე სალუქვაძე
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2011


მონატრება

ის მარტო იყო, უფრო სწორად მარტოსული იყო, მაგრამ თვითონ ვერ გრძნობდა ამას. მხოლოდ მაშინ შესცივდებოდა, როცა სექტემბრის ქარი, უკვე ნაზაფხულარს, სახეში ჭადრის ნაწვიმარ ფოთოლს ააწეპებდა. ის კი მიდიოდა და თითქოს საკუთარ თავს ესუბრებოდა, როგორც უანგაროსა და უსაშველოდ ახლობელ ადამიანს.
წვიმდა. კარგად შეფუთნულს მაინც სციოდა, სარეველა ბალახებიდან უხილავი სისუსხე კიოდა,  მისთვის ყველა დღე ერთფეროვანი იყო, მაგრამ ლამაზი. ალბათ გარდასულ დღეთა სიყვარულის მონა იყო ეგ უდღეური და შეუშრობლად სდიოდა ცრემლი ძველი მუსიკით გულაჩუყებულს. მას მონატრება ერქვა, გვარი არ ჰქონდა, არც დაბადების თარიღი, უბრალო ყველა მონატრებას უძახდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები