ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2008


მხატვარი

                      ეძღვნება რევაზ ადამიას,რომელიც, საფრანგეთში  მსოფლიოში        ერთერთ    საუკეთესო ფერმწერად აღიარეს



დგას შთაგონებით გაფითრებული,
ხოლო ფუნჯს, როგორც თიხა აყალო,
ხელში უჭირავს მხატვრის სხეული,
რათა უთვალავ ფერად დაღვაროს...

უნდა მოიკლას ცნობისწადილი,
უნდა გაუძლოს გაზაფხულამდე
და თოვლისფერი მხატვრის აჩრდილი
ტანზე აშრებათ ზამთრის სურათებს...

ყველა ტილოზე თვითონ განივთდა,
ტკივილის თასი შესვა ბოლომდე
და სევდას დააქვს ფერთა პალიტრა
საფრანგეთიდან საქართველომდე...                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები