(ვაჟა-ფშაველას 150 წლის საიუბილეოდ)
"უკრტელეფილმის" მთავარი პროდიუსერი, სერგეი ლიტვინენკო, შეიძლება ითქვას, რომ უცხოელთაგან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი ადამიანია. მე ის უკრაინაში, კიევში შვიდწლიანი ცხოვრებისას გავიცანი და დავმეგობრდით. შესანისნავი პიროვნებაა, განათლებული, ერუდირებული, რამდენიმე უცხო ენის მცოდნე, საქართველოს, ქართველი ხალხისა და კულტურის მოყვარულ-დამფასებელი. ეს კი ის თვისებებია, რომელსაც ძლიერ ვაფასებ უცხოელში და საკმარის საბაბად მიმაჩნია იმისათვის, რომ მეც ასეთივე, მეგობრული გრძნობით განვიმსჭვალო მის მიმართ.
ბევრჯერ ვმსხდარვართ კიეველთა ელიტარულ აგარაკზე, ბაშტაში, სალაყბოში, მდინარე დნეპრის პირას, ფიჭვნარებში, გვიწვია მწვადები, გვისვია ჩვენებური ქართული, მარნის ღვინო, ან უკრაინული "გარილკა" და გვისაუბრია რაზე აღარ: მოყოლებული პოლიტიკიდან, დამთავრებული ფეხბურთითა და ლიტერატურით...
ლიტერატურაზე საუბარი სერგეისთან ყოველთვის საინტერესოა იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარს ქართული მწერლობა. იცის რუსთაველი, გურამიშვილი, ილია, აკაკი, ყაზბეგი, ვაჟა, გალაკტიონი, ფიროსმანი, წაკითხული აქვს ამ მწერალთა თითქმის ყველა ის ნაწარმოები, რაც კი რუსულად ან უკრაინულადაა ნათარგმნი.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მწერალთაგან ყველაზე დიდ დაინტერესებას ვაჟა-ფშაველას მიმართ იჩენს. არ ვიცი, ეს იმითაა გამოწვეული, რომ უნდა მასიამოვნოს როგორც ფშაველს, თუ სხვა რამ გარემოებით,მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება: ის ვაჟას აღმერთებს!
უკვე მესამე წელიწადია, რაც კიევში ვეღარ მივდივარ. ახლა მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით ვუკავშირდებით მე და სერგეი ერთმანეთს და ტკბილ მოკითხვებს ვცვლით.
მას სულ იმისი სურვილი ქონდა, რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც სწვეოდა საქართველოს.
შარშანწინ, სულ რამდენიმე დღით, საქმიანი ვიზიტით, კიდეც ჩამოფრინდა თბილისში მეუღლესთან, ულამაზესსა და უსათნოესს ქალბატონ ინასთან ერთად, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერ მოხერხდა ჩვენი ჩარგალში გამგზავრება.
- არა, უთუოდ ჩამოვალ კიდევ ერთხელ და ვაჟას კუთხეს კი მაინც აუცილებლად ვნახავ! - მითხრა სერგეიმ გამომშვიდობებისას.
და აი, წელს ისინი კვლავ ესტუმრნენ საქართველოს. ამჯერად მთელი ერთი კვირით იყვნენ ჩამოსული სერგეი და ინა. დაბინავდნენ "რედისონში", მაგრამ დროის უმეტესი ნაწილი ლამის სულ ერთად გავატარეთ. საფუძვლიანად დავათვალიერებინე თბილისი, კახეთი, მცხეთა, ანანური და რაც მთავარია, ვიყავით ჩარგალში, ვაჟას ნაფუძარზე. ფშავმა, ჩარგალმა და ვაჟა-ფშაველას სახლ-კარმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე. აღფრთოვანებულები და აღგზნებულნი იღებდნენ ფოტოებს, ვიდეორგოლებს, პატარა ინტერვიუც კი ჩაიწერეს ვაჟას შესახებ ჩემგან იქაურობის ფონზე.
გაზაფხულის პერიოდი იყო, ცივ-სუსხიანი, ლილო-ჭრელოიანი მთა-გორები, ბატკან-ბატკანა ღრუბლებით მოფთილული ფხოვის ცა, კამკამით მოჩხრიალე ჩარგლურა, მზერაგამტარი ტყეები, ის-ის იყო ყოჩივარდებით, იებითა და ფურისულებით ნელსურნელდებოდა გარემო.
- პირდაპირ საკვირველია, - ამბობდა სერგეი, - რა უბრალო, რა მარტივია ხშირად გენიოსთა ყოფითი გარემო და რა სიდიადეს პოულობენ ამ პრიმიტივიზმში ისინი. ვაჟა-ფშაველა, რომელსაც თურმე აი, რა პირობებში უცხოვრია, არაფრით ჩამოუვარდება არც შევჩენკოს, არც შექსპირს და არც რომელიმე სხვა გრანდს მსოფლიო მწერლობისა. ყოველივე ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად და ღრმად მინდა ჩავწვდე მის შემოქმედებას!
ჩვენი საექსკურსიო მარშრუტი კვირის მიწურულს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დათვალიერებით დავასრულეთ.
სწორედ აქ მოხდა შემთხვევა, რომლის გამოც ამ ჩანახატის დაწერა გადავწყვიტე:
ვაჟა-ფშაველას საფლავს რომ მივუახლოვდით, მის ირგვლივ რომელიღაც სკოლის მოსწავლეები მოგროვილიყვნენ პედაგოგების თანხლებით და მცირე ლიტრატურულ კომპოზიციას წარმოადგენდნენ; ცქრიალ გოგო-ბიჭები, ასე, ალბათ, სადღაც მეოთხე-მეხუთე კლასელები კითხულობდნენ პოეტის ლექსებს დეკლამაციით, არტისტიზმით, მქუხარედ, ომახიანად. ხელის აწევით, ემოციურად ეხვეწებოდნენ მასწავლებელს არა მე ვიტყვი ლექსს, არა მეო!
ულამზესი სანახაობა იყო ნორჩების თავგამოდება.
უყურებდნენ ჩემი სტუმრები ამ სპექტაკლს და თვალგაფართოებულნი სახტად დამრჩალიყვნენ.
- ეს რაა? - მკითხრა ბოლოს სერგეიმ, - რა ხდება აქ? - სკოლის მოსწავლეებია, პოეტის ლექსებს კითხულობენ მის საფლავზე. - რაიმე სავალდებულო ღონისძიებაა? - არა. უბრალოდ, ჩვენთან ასეთი ტრადიციაა: პედაგოგებს ბავშვები პოეტის საფლავზე მოჰყავთ და აქ აკითხებენ საკუთარი სურვილით მის ლექსებს. - რაზეა, რა თემაზეა ეგ ლექსები? - თითქმის ყველა თემაზე. მაგრამ რაკი ვაჟა-ფშაველა მაინც უფრო ეპიკური, ჰეროიკული, პატრიოტული ჰანგის მგოსანია, ბავშვებიც უმეტესწილად პატრიოტუულ თემაზე დაწერილ მის ლექსებს კითხულობენ ამჯერად. აი, მაგალითად იმ ბიჭუნამ ახლა "არწივი" დაასრულა. - ააა, "არწივი"? ვიცი მე ეგ ლექსი!.. - თქვა ფიქრებში წასულმა სერგეიმ და მეუღლეს გადაულაპარაკა: - ინა, აბა, სცადე და მოერიე ასეთი ერს, ასეთ ხალხს! მერე რა, რომ მცირერიცხოვანნი არიან, სამაგიეროდ სამშობლოს სიყვაულს აკვნიდან, ბავშვობიდანვე, სკოლის მერხიდანვე ითვისებენ!.. ფაქტიურად, ატომური სახელმწიფო, რუსეთი, აგვისტოს ომში ამათთან დამარცხებულია!.. - რაა, განა თქვენთან არ მიჰყავთ ბავშვები ტარას შევჩენკოს ძეგლთან და არ აკითხებენ მის ლექსებს? - შევუბრუნე კითხვა სერგეის. - არა, ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება, რასაც მე ახლა აქ ვუყურებ... - თქვა მან და ვიდეოკამერა მომავალი გმირებისაკენ მიმართა, - საკვირველი ხალხი ხართ ქართველები, საკვირველი და ჭეშმარიტად იმსახურებთ პატივისცემასა და სიყვარულს! -თქვენც, უკრაინელებიც, სერგეი, თქვენც კარგი ხალხი ხართ და ამიტომაც უყვარხართ ქართველ ხალხს.
გამოსამშვიდობებელი სუფრა ჩემთან, ოჯახში გაიმართა. დიდად კმაყოფილნი გაემგზავრნენ ჩემი უკრაინელი სტუმრები სამშობლოში.
- გაისადაც კიდევ ჩამოვალთ, ჩვენ გვიყვარს საქართველო! - თქვეს მათ. - მობრძანდით, ჩვენთან სტუმარს ყოველთვის კეთილი გულით ელიან! - ვუთხარით ჩვენ.
ვიცი, აუცილებლად გვეწვევიან!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ვიცი აუცილებლად გვეწვევიან! გვეწვევიან აბა რას იზამენ ბატონო მიხეილ, არსად დუნიაზე სტუმარს ისე არ ხვდებიან , როგორც საქართველოში. 2008 წელს, სტუმრები მყავდა უცხოეთიდან, ბათუმი, ქობულეღი, ზღვა, დასავლეთ საქართველო დაათვალიერეს, მთა- თუშეთში დაპატიჟებული ვიყავით,, მაგრამ ვერ მოასწრეს, აგვისტოს ომმა მოგვისწრო და... მიუხედავად ამისა, რაც ნახეს , საქართელო თავისი ბუნებრივი სილამაზით, სტუმარ-მასპიძლობით ისე მოიხიბლენ და ისეთი კარგი შთაბეჭდილებებით წავიდნენ, რომ დღემდე ოცნებობენ, თუ როდის ნახავენ კვლავ საქართველოს. თქვენი ჩანახატი მომეწონა, რეალური ამბავია მოწოდებული, მადლობა! ვიცი აუცილებლად გვეწვევიან! გვეწვევიან აბა რას იზამენ ბატონო მიხეილ, არსად დუნიაზე სტუმარს ისე არ ხვდებიან , როგორც საქართველოში. 2008 წელს, სტუმრები მყავდა უცხოეთიდან, ბათუმი, ქობულეღი, ზღვა, დასავლეთ საქართველო დაათვალიერეს, მთა- თუშეთში დაპატიჟებული ვიყავით,, მაგრამ ვერ მოასწრეს, აგვისტოს ომმა მოგვისწრო და... მიუხედავად ამისა, რაც ნახეს , საქართელო თავისი ბუნებრივი სილამაზით, სტუმარ-მასპიძლობით ისე მოიხიბლენ და ისეთი კარგი შთაბეჭდილებებით წავიდნენ, რომ დღემდე ოცნებობენ, თუ როდის ნახავენ კვლავ საქართველოს. თქვენი ჩანახატი მომეწონა, რეალური ამბავია მოწოდებული, მადლობა!
15. ესაა მშვენიერი მასალა,დასამახსოვრებელი. ესაა მშვენიერი მასალა,დასამახსოვრებელი.
13. ავტორი: ილტოსპირელი... ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 3
14 სექტემბერი, 2011
ავტორი: ილტოსპირელი... ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 3
14 სექტემბერი, 2011
12. კარგი წერილია. კარგად შესრულებული და საინტერესო, თავისთავად. :) კარგი წერილია. კარგად შესრულებული და საინტერესო, თავისთავად. :)
11. მაგრად გეჩხუბებოდათ,კაცი..
ლალი. 2011-09
კიდევ როგორღა მაგრა, ლალი? :) მაგრად გეჩხუბებოდათ,კაცი..
ლალი. 2011-09
კიდევ როგორღა მაგრა, ლალი? :)
10. ვიცი, აუცილებლად გვეწვევიან! ვიცი, აუცილებლად გვეწვევიან!
9. მადლობა მკითხველნო!
საიტის მწირი შესაძლებლობები ამა თუ იმ მასალის შესაბამის ჟანრობრივ განყოფილებაში განთავსებისა არ იძლევა საშუალებას ისეთი სახელდებით მიაწოდო მკითხველს შენი "პროდუქტი", როგორც წერ! ალღოიანი მკითხველი მიხვდებოდა, რომ ეს ნაწერი ნაკლებად მხატვრული ნაწარმოებია და არც ავტორს გააჩნია რაიმე პრეტენზია ამ კუთხით გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით! ეს ალბათ უფრო ესსეის ჟანრს მიესადაგებოდა! მადლობა მკითხველნო!
საიტის მწირი შესაძლებლობები ამა თუ იმ მასალის შესაბამის ჟანრობრივ განყოფილებაში განთავსებისა არ იძლევა საშუალებას ისეთი სახელდებით მიაწოდო მკითხველს შენი "პროდუქტი", როგორც წერ! ალღოიანი მკითხველი მიხვდებოდა, რომ ეს ნაწერი ნაკლებად მხატვრული ნაწარმოებია და არც ავტორს გააჩნია რაიმე პრეტენზია ამ კუთხით გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით! ეს ალბათ უფრო ესსეის ჟანრს მიესადაგებოდა!
8. ''მზერაგამტარი ტყეები'',რა მაგარია.
ბატკან-ბატკანა ღრუბლებით მოფთილული ფხოვის ცა''ეს კი კარგი ფრაზაა..
დანარჩენს ჩემთვის ლიტერატურული ღირებულება ნაკლებად.
მაგრად გეჩხუბებოდათ,კაცი..
``მზერაგამტარი ტყეები``,რა მაგარია.
ბატკან-ბატკანა ღრუბლებით მოფთილული ფხოვის ცა``ეს კი კარგი ფრაზაა..
დანარჩენს ჩემთვის ლიტერატურული ღირებულება ნაკლებად.
მაგრად გეჩხუბებოდათ,კაცი..
7. წავიკითხე 2 წავიკითხე 2
6. მიშა, ეს პროზაა??? მიშა, ეს პროზაა???
5. გაზაფხულის პერიოდი იყო, ცივ-სუსხიანი, ლილო-ჭრელოიანი მთა-გორები, ბატკან-ბატკანა ღრუბლებით მოფთილული ფხოვის ცა, კამკამით მოჩხრიალე ჩარგლურა, მზერაგამტარი ტყეები, ის-ის იყო ყოჩივარდებით, იებითა და ფურისულებით ნელსურნელდებოდა გარემო. ულამაზესია...:-* საოცარი ძალა აქვს ჩვენს ქვეყანას...მაგიური... გაზაფხულის პერიოდი იყო, ცივ-სუსხიანი, ლილო-ჭრელოიანი მთა-გორები, ბატკან-ბატკანა ღრუბლებით მოფთილული ფხოვის ცა, კამკამით მოჩხრიალე ჩარგლურა, მზერაგამტარი ტყეები, ის-ის იყო ყოჩივარდებით, იებითა და ფურისულებით ნელსურნელდებოდა გარემო. ულამაზესია...:-* საოცარი ძალა აქვს ჩვენს ქვეყანას...მაგიური...
4. აი,ასეთ რაღაცას რომ ვკითხულობ ,სულ მაჟრიალებს, როგორც ჩანს ჩვენ, ემიგრანტებს ცოტა უფრო აწეული გვაქვს "გრძნობამეტრი",:)როცა ჩვენს სამშობლოს ეხება თემა, გაიხარე ილტოსპირელო! აი,ასეთ რაღაცას რომ ვკითხულობ ,სულ მაჟრიალებს, როგორც ჩანს ჩვენ, ემიგრანტებს ცოტა უფრო აწეული გვაქვს "გრძნობამეტრი",:)როცა ჩვენს სამშობლოს ეხება თემა, გაიხარე ილტოსპირელო!
3. გაიხარე ილტოსპირელო გაიხარე მომეწონა........... გაიხარე ილტოსპირელო გაიხარე მომეწონა...........
2. სასიამოვნოა,როცა სხვა ერის წარმომადგენელს მოსწონს შენი ერი და ქვეყანა. ღმერთმა გიმრავლოთ ასეთი მეგობრები. სასიამოვნოა,როცა სხვა ერის წარმომადგენელს მოსწონს შენი ერი და ქვეყანა. ღმერთმა გიმრავლოთ ასეთი მეგობრები.
1. გამარჯვება მიშავ. ნეტავ თუ იცი, მე რო იუმორისტულში გადავბარგდი? ჰოდა აწი გეოხუნჯები იცოდე... ხალხო არ გამიკვირდა, სად იკარგება ეს კაცი ამდენი ხნით მეთქი, თვალს რომ მომაკლდებოდა დიდი ხნით იმ კიევში? ნახე ეგ სად და ვისთან ერთად წვავდა თურმე მწვადებს?! შენ რა გითხარი, შენ მიშავ. ერთხელ მაინცა კაცო, ერთხელ მაინცა. გამარჯვება მიშავ. ნეტავ თუ იცი, მე რო იუმორისტულში გადავბარგდი? ჰოდა აწი გეოხუნჯები იცოდე... ხალხო არ გამიკვირდა, სად იკარგება ეს კაცი ამდენი ხნით მეთქი, თვალს რომ მომაკლდებოდა დიდი ხნით იმ კიევში? ნახე ეგ სად და ვისთან ერთად წვავდა თურმე მწვადებს?! შენ რა გითხარი, შენ მიშავ. ერთხელ მაინცა კაცო, ერთხელ მაინცა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|