ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პოეზია 14 სექტემბერი, 2011
== მ შ ი შ ა რ ა ==
მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა, უცნაურს სულ არ მეძახდნენ, როცა, ჯერ კიდევ არ ჩამდგომოდა თვალში ამდენი ცრემლსადინარი _ ამ ჩვენს ქალაქში ქარის სეზონის მოსვლასთან ერთად ვხურავდი კარებს, ფანჯრის ჩარჩოში ნატეხ–ნატეხ ჩალაგებული მინის ნაჭრების ბზუილ-ღმუილით იბზარებოდა მდუმარე ღამე. ვიკეტებოდი ჩვენი სახლის ბოლო ოთახში. ჩამოვჯდებოდი მწვანედყოფილ ძველ ხალიჩაზე და ბევრს ვფიქრობდი იმ პარალელურ სამყაროებზე – რომლებისგანაც შორს ცხოვრებას ვარჩევდი მაშინ. და უსათუოდ მეგონა: სადღაც, უჩემო ალაგს, ვიღაც სხვას ერგო ყველა საამო თუ სახიფათო თავგადასავალი, ფაქტი, შემთხვევა – რაც ყველა წესით თუ კანონით – მე მეკუთვნოდა. და დიდსულოვნად (მაშინ სწორედ ასე ვფიქრობდი) ვუთმობდი იმ სხვას: მინდვრებს, რომლებზეც მე უნდა მევლო, გზებს, რომლებიც ჩემ სავალად მეგულებოდა, ხიდებს, რომელთა მოაჯირიდან თავგადამხობილს რეტის დასხმამდე უნდა მეცქირა დინებებისთვის. მაშინ მეგონა, მაშინ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მქონდა ისედაც. ფერები, რომელთა შეზავებითაც სულაც ახალი, სხვისთვის უცნობი ტონალობებით ვღებავდი ყოფას. ბგერები, რომელთა ჩემებურად გაჟღერებისას სამოთხის ჩიტი მიგალობდა, ასე მჯეროდა. ცვილის ლამაზი ფიგურებით ვრთავდი იმ კედლებს, რომელთა ბზარებს უსიამო მოჰქონდა გრძნობა. ადამიანი_ სულგამთბარი, სულიერი და მიწისაგან თავისუფალი მეგონა მაშინ. ოცნებაც მქონდა: ველოსიპედით შემომევლო მთელი მსოფლიო.
და დღეს, როდესაც, კვლავ მკბენარივით დასევიან ჭადრის ფოთლები ქალაქის ჰაერს, როცა, ქარი დაკბენილ სხეულს ხის ტოტებში ქროლვით იქავებს, როცა, კარის დაკეტვა არ ვისურვე და მტვრის ულუფით მხედველობა დავიზიანე – გამახსენდა: განმარტოება, გაუცხოება და სიახლოვე ფერებთან, ჩიტთან. და ის ოცნება, ვერახდენილი ერთადერთი მიზეზის გამო– ველოსიპედის არ ვიცი მართვა. მიჯობს მჯეროდეს, რომ ოცნების ვერასრულება ისევ და ისევ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია. ჩემი არცოდნის, უუნარობის. სხვანაირად კი არ შემიშლიდა ცხოვრება ხელს, რომ იქ წავსულიყავ– სადაც მე მსურდა. ჰოდა, მე დღესაც ასე ვფიქრობ, რომ დიდსულოვნად დავუთმე იმ სხვას მინდვრები, გზები, სავლელი გზები. გადასახდენის, არგადამხდარის მოგონებები – მოგონებებად. უკეთესადაც იცხოვრებდა, მას რომ ენება.
არ გაბედოთ და მშიშარააო, ჩემზე არა თქვათ. მე ხომ, უბრალოდ, ველოსიპედის არ ვიცი მართვა.
ჰოდა, მე დღესაც ასე ვფიქრობ, რომ დიდსულოვნად დავუთმე იმ სხვას მინდვრები, გზები, სავლელი გზები. გადასახდენის, არგადამხდარის მოგონებები – მოგონებებად. - ეს ადგილი ხსნის მთლიანად ლექსს და პერსონაჟის ხასიათს ჩემთვის. ყოჩაღ!

და დიდსულოვნად (მაშინ სწორედ ასე ვფიქრობდი) ვუთმობდი იმ სხვას: მინდვრებს, რომლებზეც მე უნდა მევლო, გზებს, რომლებიც ჩემ სავალად მეგულებოდა, ხიდებს, რომელთა მოაჯირიდან თავგადამხობილს რეტის დასხმამდე უნდა მეცქირა დინებებისთვის. მაშინ მეგონა, მაშინ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მქონდა ისედაც.
კარგი, კეთილი ნათია ხარ შენ და ნათია-ნათელო-სინათლესაც გıწოდებ.. მომწონს შენი აზროვნება.პატივს ვცემ შენს ხედვას! ჰოდა,ყურში რაც უნდა გითხრა-იცი შენ!:)

ქ_ნო ნანა :-* გმადლობთ. მამა გიორგი ფეხითმოსიარულე – სინამდვილეში ზეცითმოსიარულეა. მე მართლა მიწაზე მოსიარულე ვარ. ისიც მშრალი თუა და არ გა–ლაფ–და, ხომ კარგი...თუ არადა...... :)
გიგარიონ, შემოგევლე :-* როდემდე უნდა მოგვენატრო ახლა, უF!
მინდი, მადლობა დიდი. შენს აზრs ვენდობი მე. :-*
ნიიიიიი, ნი. მე თუ მიცანი, სადღაც, ალბათ,შენთვისაც ახლობელი იქნებოდა აქაური შეგრძნებები. :-*
ანნ_ოოო, მადლობა და პირადში რაც მომწერე კორექტურაზე, იმისთვის კიდევ მეტად მადლობა.
ანი, გენაცვალე ასიათასჯერ :-*

და ბევრს ვფიქრობდი იმ პარალელურ სამყაროებზე – რომლებისგანაც შორს ცხოვრებას ვარჩევდი მაშინ. და უსათუოდ მეგონა: სადღაც, უჩემო ალაგს, ვიღაც სხვას ერგო ყველა საამო თუ სახიფათო თავგადასავალი, ფაქტი, შემთხვევა – რაც ყველა წესით თუ კანონით – მე მეკუთვნოდა.
რაღაც ძალიან ჩემია...
"დავამომწონე" :) ) ) )
და ბევრს ვფიქრობდი იმ პარალელურ სამყაროებზე – რომლებისგანაც შორს ცხოვრებას ვარჩევდი მაშინ. და უსათუოდ მეგონა: სადღაც, უჩემო ალაგს, ვიღაც სხვას ერგო ყველა საამო თუ სახიფათო თავგადასავალი, ფაქტი, შემთხვევა – რაც ყველა წესით თუ კანონით – მე მეკუთვნოდა.
და დღეს, როდესაც, კვლავ მკბენარივით დასევიან ჭადრის ფოთლები ქალაქის ჰაერს, როცა, ქარი დაკბენილ სხეულს ხის ტოტებში ქროლვით იქავებს, როცა, კარის დაკეტვა არ ვისურვე და მტვრის ულუფით მხედველობა დავიზიანე – გამახსენდა: განმარტოება, გაუცხოება და სიახლოვე ფერებთან, ჩიტთან.
ეს განსაკუთრებით.... კარგად წერ :-*
5
და დღეს, როდესაც, კვლავ მკბენარივით დასევიან ჭადრის ფოთლები ქალაქის ჰაერს, როცა, ქარი დაკბენილ სხეულს ხის ტოტებში ქროლვით იქავებს, როცა, კარის დაკეტვა არ ვისურვე და მტვრის ულუფით მხედველობა დავიზიანე – გამახსენდა: განმარტოება, გაუცხოება და სიახლოვე ფერებთან, ჩიტთან.
არ გაბედოთ და მშიშარააო, ჩემზე არა თქვათ. მე ხომ, უბრალოდ, ველოსიპედის არ ვიცი მართვა.
არ ვიტყვი...:-*
მარად თქვენი, მიწაზე ფეხით მოსიარულე. ეგეთს ვიცნობ; მამა გიორგი ბასილაძე...:)
ვუთმობდი იმ სხვას: მინდვრებს, რომლებზეც მე უნდა მევლო, გზებს, რომლებიც ჩემ სავალად მეგულებოდა, ხიდებს, რომელთა მოაჯირიდან თავგადამხობილს რეტის დასხმამდე უნდა მეცქირა დინებებისთვის. მაშინ მეგონა, მაშინ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მქონდა ისედაც. კარგად წერ...:-* 5