ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისეთნაირად
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

Baby, I`m gonna leave you–ანუ გზა გერმანიის ალპებიდან მშობლიურ ყოველდღიურობამდე

ხურჯინს ვიკიდებ,მივარღვევ დაგრეხილ ბილიკს..
უკან ვიტოვებ უჩემო, ალეწილ ალპებს,
კითხვა: როდემდე მოვისმენ შენეულ ქილიკს?
პასუხი: როდემდეც უჩემო ალპები გაძლებს..
ღამის ბღავილით ჩამოქცეულ მეწყერის მღერას,
მოვხიკავ შვიდჯერ აქროლებულ გრიგალის ღვარძლებს..
კითხვა: როდემდე გავუძლებ შენეულ ბღვერას?
პასუხი: როდემდეც უჩემო ალპები გაძლებს..
სხვენიდან დავხედავ, თავდახრილ ირმების ძოვას,
ქალაქის ჰაერი, მწვერვალის ჩასუნთქვას დაძლევს
კითხვა:როდემდე ავიტან შენეულ გლოვას?
პასუხი:როდემდეც უჩემო ალპები გაძლებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები