 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 18 სექტემბერი, 2011 |
ერთხელ...... თუმცა ასე არ ეგების...... ალბათ ერთ მშვენიერ დღეს (ისე კი ყველა დღე მშვენიერია!.....) მომქანცველი სამსახურის მერე სახლში დავბრუნდი, დღე ისე მიილია რომ ვერც შევიგრძენი ,ახლა ვიჯექი მთელი საღამო და რაღაც სისულელით ვიყავი დაკავებული ,ანუ წინ მონიტორი მედგა, შესაბამისად კეისი მაგიდის ქვემოთ, ერთი ხელი კლავიატურაზე მედო მეორეთი შუბლს ვისრესდი. ფრიად ნიშანდობლივი იყო ახლა ჩემი ქმედება!.... მე უფერული დღის გაფერადებას ვცდილობდი, თითები მოძრაობდნენ ,თავისით ბეჭდავდნენ თითქოს... ღმერთო ჩემო!... ვფიქრობდი , შევძლებ თუ არა გამოვთქვა ის რასაც ვგრძნობ ?...ნუთუ შევძლებ გავაშიშვლო ჩემი გული და იქ დაგუბებული ტკივილი?..... აი ამ სიტყვას ვწერდი ზუსტად როცა მხარზე რაღაც შემეხო. –––ვააააჰ!..... ვიყვირე და უკვე მთელი ტანით ვცახცახებდი, რადგან მარტო ვცხოვრობდი და რა უნდა შემხებოდა ?....არც კატა მყავდა არც ძაღლი არც მაიმუნი ... ( თუმცა მაიმუნები რად მინდა ისინი ხომ ისედაც ყველგან არიან....) ოთახში მოხუცი იდგა მთლად თეთრი ემოსა და თითქოს ჰაერში ლივლივებდა. რაღაც შევიგრძენი ინსტიქტურად და მუხლებზე დავეშვი. ––––ადექ !....მიბრძანა მან ,დავემორჩილე და დავჯექი. –––რას აკეთებ?....მკითხა, მკითხა ...... თუმცა კი შევატყვე ,ყველაფერი ,ყველაფერი ისედაც იცოდა, უცნაურად და გამჭოლად მიყურებდა. –––ვწერ..... ვუთხარი და თავი ჩავღუნე. ––წერ..... გაიმეორა მან და მოწყალედ გამიღიმა, კი მაგრამ, რისთვის ?.... –––არ ვიცი...... ვუთხარი და უფრო მოვიკუნტე. ––სწორადაც !... სწორადაც რომ არ იცი , სამაგიეროდ მე ვიცი .....მითხრა და ისევ გამიღიმა. ––––თუ ყველაფერი იცით ,–––– გავთამამდი და თავი ავწიე ––––– მაშინ იქნებ დამეხმაროთ?.... –––მეე ?....მე დაგეხმარო ?...–––– გადაიხარხარა მან ,–––– რა თქმა უნდა!..... მე ხომ ყველაფერი შემიძლია !... წარსული, აწმყო, მომავალი !.....ყველაფერს ვჭვრეტ, ყველაფერს ვმართავ ..... სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუო ადამიანო ,არის შემთხვევები როცა მეც უძლური ვარ.... თავზარი დამეცა. ნუთუ ?....ნუთუ?.... ისე ვკანკალებდი საფერფლე მაგიდიდან ძირს ჩამოვაგდე, მაგრამ აღება არც მიცდია . ––დიახ ,–– გააგრძელა ღმერთმა,––– რადგან ადამიანთა სიბრიყვე სისულელე და გაუტანლობა განუკურნებადია––– მან სიგარეტის ნამწვი აიღო და ყურადღებით შეათვალიერა..... ეტყობა ნახა რომ ეს 8 ნომერი KENT-ი არ იყო და ზიზღით დააგდო ისევ ძირს....... მერე აუღელვებლად გააგრძელა –––– მე მხოლოდ შემიძლია უსაზღვროდ მიყვარდეს ადამიანები , სიყვარულის გარდა რა შემიძლია?.... და განა ეს საკმარისი არაა ?.... და განა ეს ყველაფერი არაა?.... სიყვარული???..... მაგრამ თუ მათ გულში ბოღმა და სიძულვილია, მე უძლური ვარ, უძლური !....სულ არაფერი შემიძლია და თანაც.... აღარ ვიცოდი უკვე რა მეთქვა ,ამიტომ ვდუმდი, მხოლოდ ვუსმენდი და ვუსმენდი, ცრემლები მომაწვა !..ახლა უკვე ღვარად რომ მოედინებოდა ჩემი თვალებიდან ... დაიტბორა მთელი ოთახი, ძირს დაყრილი სიგარეტის ნამწვები კუთხეში შეგროვილიყვნენ ,როგორც მკვდარი თევზები , კეისში წყალი შევიდა და ის აფეთქდა...... ჩაბნელდა მონიტორი, მერე ამას ქსელში მოკლე ჩართვაც მოჰყვა და ოთახში სიბნელემ დაისადგურა ,მე ისევ ვტიროდი და ვტიროდი, არც მესმოდა როგორ ხმაურობდნენ ქვედა სართულზე მეზობლები .... წყალი უკვე მკერდამდე მომწვდა. –––ღმერთო!... ღმერთო!.... რატომ მიწა არ გამისკდება და არ ჩამიტანს ამ წყეულ ქვეყანაში ?....–––ვგოდებდი ხმამაღლა ,შიშმა მოიცვა ჩემი გონება ,თვალი დავაჭყიტე რომ კარი მეპოვა და იქით გამეცურა, წყალი თვალდათვალ მატულობდა, მე მიკვირდა ღმერთის ასეთი უსუსურება კაცთა მოდგმის ამ სენის წინაშე, გულგრილობისა და ფარისევლობისა!... დიდხანს ვეძახდი ღმერთს ,მაგრამ ის არ ჩანდა.
.............................................................................................................................................................................................
აქ ნაწარმოების სიუჟეტური ხაზი ცოტა გაურკვეველია ,ეტყობა ავტორი ცდილობს რამე მოიმოქმედოს, წესრიგი დაამყაროს ,მაგრამ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება და ის სამარცხვინოდ გარბის. კიბეზე მას საკუთარი ნაწარმოებების პერსონაჟები ხვდებიან .ალეწილები. ––როგორ მიდიხართ უკვე მოღალატევ ?...და ფინალი ?....რა ხდება შემდეგ?.... ავტორი ძალიან ნერვიულობს ,თავს აქნევს ცხენივით, ცდილობს გაიქცეს, მაგრამ ბოლოს ხედავს რომ მთელი კიბე გადაკეტილია..... გაქცევა კი უკვე შეუძლებელი!..... ახლა ის არეული ნაბიჯით გარბის უკან, მსახიობები გაჰყვირიან ,მათ ხმას კედლების ექო აძლიერებს... ––თქვენ არ გაქვთ უფლება ასე დასტოვოთ თეატრი!.... ––უსინდისო!... ამას ვიმსახურებთ?... ––დაასრულეთ წარმოდგენა ,მტარვალო!!!.... ზოგი პერსონაჟი ჩემს დაცვას ცდილობს ეტყობა ....რადგან იქ უკან უკვე ხელჩართული ჩხუბია. აღარავის ვუსმენ და გავრბივარ ,სცენისკენ. ჩხუბი კულისებიდან ჯერ სცენის კუთხეში ,მერე მაყურებელთა დარბაზში გადადის. ––რა საშინელებაა!..... თქვა ქალბატონმა და მარაო აიფარა სახეზე. ––სულ დაკარგეს სირცხვილი!.... იკივლა მეორემ და გულწასული სკამზე გადაემხო. დიახ !... სხვა გზა აღარ დამიტოვეს ,ისევ ვერაგულად განათებულ სცენის შუაგულს მივაშურე. "ღმერთი" ჩხუბის მერე გვერდზე მოქცეულ წვერს ისწორებდა, მერე მედიდურად განაგრძო "პიროტექნიკოსების" მიერ გაშვებულ სიგარეტის კვამლში ლივლივი....... მე ––– დაცემა!.... –––სახელითა!.... სახელითა მამისა!....–– გაიმეორე!....–– ჩამესმა სუფლიორის ხმა––– სახელითა მამისა და ძისა !....ძისაააა !!!!.....გაიმეორე!..... ––სახელითა მამისა და ძისა ...... მიდი, ჰააა!..... –––ამომძახეს დარბაზიდან. მივიხედ–მოვიხედე .გამოვფხიზლდი. დიახ მეგობრებო, მე განვაგრძობ წარმოდგენას.... დაე ასე იყოს..... სახელითა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, ამინ.
ფარდა
სერგეი ნეველი . 18.09.2011.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მტარვალო!!!....
ამაზე გამეცინა მტარვალო!!!....
ამაზე გამეცინა
14. იუმორისტული რატომ არის : ))))))
კარგია ძალიან იუმორისტული რატომ არის : ))))))
კარგია ძალიან
12. ნაწარმოები, ლიტერატურული კუთხით არაჩვეულებრივია, მაგრამ საკამათოა რამდენად იუმორისტული. მე დრამატურგიაში გირჩევდით, რადგან მეორე ნაწილი სრულად პასუხობს ამ ჟანრს!!! კარგად წერთ და მე მომწონს თქვენები!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! ნაწარმოები, ლიტერატურული კუთხით არაჩვეულებრივია, მაგრამ საკამათოა რამდენად იუმორისტული. მე დრამატურგიაში გირჩევდით, რადგან მეორე ნაწილი სრულად პასუხობს ამ ჟანრს!!! კარგად წერთ და მე მომწონს თქვენები!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
11. ––დიახ ,–– გააგრძელა ღმერთმა,––– რადგან ადამიანთა სიბრიყვე სისულელე და გაუტანლობა განუკურნებადია––– მან სიგარეტის ნამწვი აიღო და ყურადღებით შეათვალიერა..... ეტყობა ნახა რომ ეს 8 ნომერი KENT-ი არ იყო და ზიზღით დააგდო ისევ ძირს....... მერე აუღელვებლად გააგრძელა –––– მე მხოლოდ შემიძლია უსაზღვროდ მიყვარდეს ადამიანები , სიყვარულის გარდა რა შემიძლია?.... და განა ეს საკმარისი არაა ?.... და განა ეს ყველაფერი არაა?.... სიყვარული???..... მაგრამ თუ მათ გულში ბოღმა და სიძულვილია, მე უძლური ვარ, უძლური !....სულ არაფერი შემიძლია და თანაც....
ძალიან მაგარია........... მაპატიე რომ აქამდე არ მქონდა წაკითხული.......
ბრავოო.........
+55555555555 ––დიახ ,–– გააგრძელა ღმერთმა,––– რადგან ადამიანთა სიბრიყვე სისულელე და გაუტანლობა განუკურნებადია––– მან სიგარეტის ნამწვი აიღო და ყურადღებით შეათვალიერა..... ეტყობა ნახა რომ ეს 8 ნომერი KENT-ი არ იყო და ზიზღით დააგდო ისევ ძირს....... მერე აუღელვებლად გააგრძელა –––– მე მხოლოდ შემიძლია უსაზღვროდ მიყვარდეს ადამიანები , სიყვარულის გარდა რა შემიძლია?.... და განა ეს საკმარისი არაა ?.... და განა ეს ყველაფერი არაა?.... სიყვარული???..... მაგრამ თუ მათ გულში ბოღმა და სიძულვილია, მე უძლური ვარ, უძლური !....სულ არაფერი შემიძლია და თანაც....
ძალიან მაგარია........... მაპატიე რომ აქამდე არ მქონდა წაკითხული.......
ბრავოო.........
+55555555555
10. არც ისე იუმორისტულია...ღირს დაფიქრებად... არც ისე იუმორისტულია...ღირს დაფიქრებად...
9. გასაუბრება ღმერთთან, იუმორისტულად?! ამბობენ "შიშს დიდი თვალები აქვსო". გასაუბრება ღმერთთან, იუმორისტულად?! ამბობენ "შიშს დიდი თვალები აქვსო".
8. ––დიახ ,–– გააგრძელა ღმერთმა,––– რადგან ადამიანთა სიბრიყვე სისულელე და გაუტანლობა განუკურნებადია––– მან სიგარეტის ნამწვი აიღო და ყურადღებით შეათვალიერა..... ეტყობა ნახა რომ ეს 8 ნომერი KENT-ი არ იყო და ზიზღით დააგდო ისევ ძირს....... მერე აუღელვებლად გააგრძელა –––– მე მხოლოდ შემიძლია უსაზღვროდ მიყვარდეს ადამიანები , სიყვარულის გარდა რა შემიძლია?.... და განა ეს საკმარისი არაა ?.... და განა ეს ყველაფერი არაა?.... სიყვარული???..... მაგრამ თუ მათ გულში ბოღმა და სიძულვილია, მე უძლური ვარ, უძლური !....სულ არაფერი შემიძლია და თანაც.... ––დიახ ,–– გააგრძელა ღმერთმა,––– რადგან ადამიანთა სიბრიყვე სისულელე და გაუტანლობა განუკურნებადია––– მან სიგარეტის ნამწვი აიღო და ყურადღებით შეათვალიერა..... ეტყობა ნახა რომ ეს 8 ნომერი KENT-ი არ იყო და ზიზღით დააგდო ისევ ძირს....... მერე აუღელვებლად გააგრძელა –––– მე მხოლოდ შემიძლია უსაზღვროდ მიყვარდეს ადამიანები , სიყვარულის გარდა რა შემიძლია?.... და განა ეს საკმარისი არაა ?.... და განა ეს ყველაფერი არაა?.... სიყვარული???..... მაგრამ თუ მათ გულში ბოღმა და სიძულვილია, მე უძლური ვარ, უძლური !....სულ არაფერი შემიძლია და თანაც....
7. ბევრი იფიქრე, ცოტა ილაპარაკე, არაფერი დაწერო - იაპონური სიბრძნე:) ბევრი იფიქრე, ცოტა ილაპარაკე, არაფერი დაწერო - იაპონური სიბრძნე:)
6. მინდა ვთქვა, რომ დიდი მორწმუნე არ ვარ. ანუ, მარხვის დაცვა მიჭირს, შესაძლებელია ყველა სხვა წესსაც ვერ ვიცავ.
თუმცა, ამ ნაწარმოებში რაც თვალში მხვდება არის ის სითამამე და თავისუფლება, რაც სიტყვისადმი "ღმერთი" გამოიხატება. თითქოს ეს მოვლენა (არადა, ღმერთი ხომ არ არის ადამიანი, არამედ იგი მოვლენაა) იყოს ჩვენი ძმაკაცი და მას შეგვიძლია ასეთი ნაწარმოები მივუზღვნათ და ვიცინოთ, რა გვენაღვლება?
არადა, ამ სიტყვის გამოყენება, მხოლოდ ლოცვებშია დაშვებული და ისიც მოკრძალებით. ეს "დაშვება" არ არის მაინც და მაინც დოგმატური, არამედ ყველა ადამიანს აქვს თავისი "ჩამკეტი მექანიზმი" რომელიც კარნახობს, სადამდე შევიდეს მდინარეში. ანუ ადამიანია განმსაზღვრელი ამ მიდგომის, რა ინტერესები და მიმართულებები მიაჩნია მას პრიორიტეტულად.
მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწერში, ავტორი ღრმად ცდილობს შესვლას, თუმცა მორევი არ ჩანს და ეს მოჩვენებითი სიწყარე სითამამეს სძენს მას, წეროს ის, რაც მას მიაჩნია.
თუკი, ეს ნაწერი ათეისტის მიერ არის დაწერილი, მაშინ სხვა სკითხია, ათეისტებს ამაზე უარესიც დაუწერიათ, ლეოს ცნობილი "სახალისო ბიბლია" მაგალითია, თუ რა შეუძლია "იუმორისტულ ჟანრს".
არ მომეწონა ეს მიდგომა და სითამამე, ღმერთის სახელი წმინდაა და არ უნდა იყოს ასე მოხსენიებული. კი ბატონო, ყველას აქვს შეცდომები, მაგალითად, ყოველდღიური საუბრისას, შეიძლება ღმერთის სახელი წამოგვცეს ისეთ კონტექსტში, რომელიც არ არის მისაღები. თუმცა, ეს შემთხვევას ბრალდება.
ხოლო, ნაწარმოების დაწერა, მასზე მუშაობა, ეს ხომ შEგნებული და დაგეგმილი ქმედებაა? ანუ, ავტორმა იცის რას წერს, და მაინც წერს.
ღამე მშვიდობისა.
პატივისცემით, განდი. არწივი. მინდა ვთქვა, რომ დიდი მორწმუნე არ ვარ. ანუ, მარხვის დაცვა მიჭირს, შესაძლებელია ყველა სხვა წესსაც ვერ ვიცავ.
თუმცა, ამ ნაწარმოებში რაც თვალში მხვდება არის ის სითამამე და თავისუფლება, რაც სიტყვისადმი "ღმერთი" გამოიხატება. თითქოს ეს მოვლენა (არადა, ღმერთი ხომ არ არის ადამიანი, არამედ იგი მოვლენაა) იყოს ჩვენი ძმაკაცი და მას შეგვიძლია ასეთი ნაწარმოები მივუზღვნათ და ვიცინოთ, რა გვენაღვლება?
არადა, ამ სიტყვის გამოყენება, მხოლოდ ლოცვებშია დაშვებული და ისიც მოკრძალებით. ეს "დაშვება" არ არის მაინც და მაინც დოგმატური, არამედ ყველა ადამიანს აქვს თავისი "ჩამკეტი მექანიზმი" რომელიც კარნახობს, სადამდე შევიდეს მდინარეში. ანუ ადამიანია განმსაზღვრელი ამ მიდგომის, რა ინტერესები და მიმართულებები მიაჩნია მას პრიორიტეტულად.
მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწერში, ავტორი ღრმად ცდილობს შესვლას, თუმცა მორევი არ ჩანს და ეს მოჩვენებითი სიწყარე სითამამეს სძენს მას, წეროს ის, რაც მას მიაჩნია.
თუკი, ეს ნაწერი ათეისტის მიერ არის დაწერილი, მაშინ სხვა სკითხია, ათეისტებს ამაზე უარესიც დაუწერიათ, ლეოს ცნობილი "სახალისო ბიბლია" მაგალითია, თუ რა შეუძლია "იუმორისტულ ჟანრს".
არ მომეწონა ეს მიდგომა და სითამამე, ღმერთის სახელი წმინდაა და არ უნდა იყოს ასე მოხსენიებული. კი ბატონო, ყველას აქვს შეცდომები, მაგალითად, ყოველდღიური საუბრისას, შეიძლება ღმერთის სახელი წამოგვცეს ისეთ კონტექსტში, რომელიც არ არის მისაღები. თუმცა, ეს შემთხვევას ბრალდება.
ხოლო, ნაწარმოების დაწერა, მასზე მუშაობა, ეს ხომ შEგნებული და დაგეგმილი ქმედებაა? ანუ, ავტორმა იცის რას წერს, და მაინც წერს.
ღამე მშვიდობისა.
პატივისცემით, განდი. არწივი.
5. სულ მომწონს თქვენები, სხვანაირია :) სულ მომწონს თქვენები, სხვანაირია :)
4. არ ვიცი რატომ, მაგრამ მომეწონა... სითამამისთვის ალბათ :) არ ვიცი რატომ, მაგრამ მომეწონა... სითამამისთვის ალბათ :)
3. სატირა დღეს ისვენებს, იუმორი სამუშაო დრეს ამთავრებს. ასეც რო არ იყოს, არ მგონია მაგენმა რაცხა თქვან ახლა. მე კი ერთს ვიტყოდი ამხანაგებო, იუმორისტული მაგარი ჟანრია. სატირა დღეს ისვენებს, იუმორი სამუშაო დრეს ამთავრებს. ასეც რო არ იყოს, არ მგონია მაგენმა რაცხა თქვან ახლა. მე კი ერთს ვიტყოდი ამხანაგებო, იუმორისტული მაგარი ჟანრია.
2. მე მხოლოდ შემიძლია უსაზღვროდ მიყვარდეს ადამიანები , სიყვარულის გარდა რა შემიძლია?.... და განა ეს საკმარისი არაა ?.... და განა ეს ყველაფერი არაა?.... სიყვარული???..... ღმერთის შესაფერისი პასუხია მართლაც...5 მიყვარს ეს ავტორი...ისეთი საინტერესო თხრობა აქვს...რა თემასაც გინდა შეეხოს, ყველაფერს წგაკითხებს... და მიხარია, რომ განაგრძობს წარმოდგენას...:) სიამოვნებით დავესწრები სპეკტაკლებს...:-* მე მხოლოდ შემიძლია უსაზღვროდ მიყვარდეს ადამიანები , სიყვარულის გარდა რა შემიძლია?.... და განა ეს საკმარისი არაა ?.... და განა ეს ყველაფერი არაა?.... სიყვარული???..... ღმერთის შესაფერისი პასუხია მართლაც...5 მიყვარს ეს ავტორი...ისეთი საინტერესო თხრობა აქვს...რა თემასაც გინდა შეეხოს, ყველაფერს წგაკითხებს... და მიხარია, რომ განაგრძობს წარმოდგენას...:) სიამოვნებით დავესწრები სპეკტაკლებს...:-*
1. შემითრია,კეისის არ იყოს და გამიყვანა ბოლოში :)
–––რას აკეთებ?....მკითხა, მკითხა ...... თუმცა კი შევატყვე ,ყველაფერი ,ყველაფერი ისედაც იცოდა, უცნაურად და გამჭოლად მიყურებდა.
გამეღიმა. ზოგ ადამიანზეც შემიმჩნევია მსგავსი რამ :) შემითრია,კეისის არ იყოს და გამიყვანა ბოლოში :)
–––რას აკეთებ?....მკითხა, მკითხა ...... თუმცა კი შევატყვე ,ყველაფერი ,ყველაფერი ისედაც იცოდა, უცნაურად და გამჭოლად მიყურებდა.
გამეღიმა. ზოგ ადამიანზეც შემიმჩნევია მსგავსი რამ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|