ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისეთნაირად
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2011


* * *

მაშინ ვსუნთქავდი გამოფიტულ ჰაერის გასწვრივ,
ზეწარზე ვრთავდი გადაკვანძულ ძაფებით ნახაზს,
მიაბიჯებდა,უსწორმასწორ-უგონოდ დაღლილს,
ქარი ურტყამდა დასუსტებულ  სახეზე ნაფაზს.
(მოაჯდებოდა აუწყობელ ობდაკრულ მარხილს,
მეღა ვიტანდი შეძულებულს და მიუსაფარს...)

მაშინ ვიწნიდი გაოთხებულ გულში დარაბებს,
მესხმოდა დამჯდარს გაუწვრთნელი ფეხმდგარი ჯარი,
რეკდა გადაბმით ჩაჟანგული ჩაიდნის ყური,
შეშლილს სადგურზე გაღვიძებულ მეგონა თავი..
(მიბოლთაობდა დაუწყობელ უფოთლო გზაზე
მეღა ვიგრძენი-როგორ დადო სიკვდილთან ზავი....)

მაშინ ჩურჩულით ვამბობდი მოწოლილ სათქმელს,
ახლა ვყვირი და გამოცლილი უგონოდ ვგდივარ,
ღამით მორცხვივით ჩუმად ავანთებ სანთელს,
და გრიგალივით ალეწილი გზადაგზა ვგმინავ..
(მოიმარჯვებდა სიძველისგან ფერგასულ პასტელს,
მახსენდება და მარტოობას უგემოდ ვსინჯავ...)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები